საფრანგეთის კონსტიტუციურმა სასამართლომ საფრანგეთის ქალაქების მერებს ერთსქესიანი წყვილების კავშირის რეგისტრაცია დაავალდებულა. მერებს უფლება არ აქვთ „სინდისის თავისუფლების პუნქტზე" დაყრდნობით უარი უთხრან მსგავს წყვილებს, იმ შემთხვევაშიც თუ ეს მათ რელიგიურ და მორალურ წარმოდგენას ეწინააღმდეგება.
ადრე რამდენიმე მერმა კონსტიტუციურ საბჭოს მიმართა იმასთან დაკავშირებით შეესაბამება თუ არა ქვეყნის კონსტიტუციას ის ფაქტი, რომ ერთსქესიანთა შესახებ კანონი „სინდისის თავისუფლების შესახებ" პუნქტს არ ითვალისწინებს, რაც ნიშნავს რომ მათ, ვისთვისაც მსგავსი კავშირი მიუღებელია, ამ ცერემონიას გამართვაზე უარის თქმის უფლება არ გააჩნიათ.
კონსტიტუციურმა სასამართლომ დაადგინა, რომ მიღებული კანონის ნორმები ჩინოვნიკების „სინდისის თავისფულებას" არ ზღუდავს, ვინადან აღნიშნული ერთსქესიანი წყვილების მისამართით ნეიტრალურ დამოკიდებულებას ითვალისწინებს იმ პირებისათვის, ვისაც ამ კავშირის დადების პროცედურებთან აქვს კავშირი.
ერთსქესიანი ქორწინების დაკანონება პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო. საფრანგეთმა ეს კანონი 2013 წლის 18 მაისს მიიღო.