reportiori.ge - მამა პეტრე: როდესაც ასეთი საყოველთაო სასაკლაო ეწყობა და ამაზე მსოფლიო დუმს, ცოტა საეჭვოა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 01:29
რელიგია
მამა პეტრე: როდესაც ასეთი საყოველთაო სასაკლაო ეწყობა და ამაზე მსოფლიო დუმს, ცოტა საეჭვოა!
ავტორი:
20 აპრილი, 2015. 00:55


სვეტიცხოვრლის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა, მამა პეტრე კვარაცხელიამ გადაცემაში „იმედის კვირა" ასურელი ქრსიტიანების დევნაზე ისაუბრა.



„დუმილი მართლაც დანაშაულია, რადგან იქ, როცა 21-ე საუკუნეში ადამიანები სარწმუნოებისთვის ასე ეწამებიან, არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა ის მართლმადიდებელია თუ არამართლმადიდებელი. როცა ასეთი საყოველთაო სასაკლაო ეწყობა და ამაზე მსოფლიო დუმს და ჯერ კიდევ ვერ შეშფოთდა ევროპა და სხვა წამყვანი სახელმწიფოები და არ გააჩნიათ პასუხი, ცოტა საეჭვოა ეს ყველაფერი, ვის აწყობს და რატომ არ აჩერებენ ამ ბოროტებას.

 

მე ქედს ვიხრი მამა სერაფიმეს წინაშე, რომელიც ასირიელი სასულიერო პირია საქართველოში, რომელიც ცდილობს, თავისი არამეული ენით ადიდოს უფალი და ჩვენ ვიცით, რომ ქრისტე არამეულ ენაზე საუბრობდა და ეს ორმაგად საინტერესოა ჩვენთვის, საქართელოსთვის, რამეთუ საქართველოსთვის ასურეთი უცხო არ ყოფილა და ჩვენ ვიცით, რომ ისტორიულად ძალიან მჭიდრო კავშირები გვქონდა. ჯერ კიდევ მე-6 საუკუნის 30-იან წლებში, როცა ძალიან უჭირდა ჩვენს ქვეყანას, უფალმა გაიღო მადლი და წყალობა ჩვენზე და საქართველოში მოავლინა ათცამეტი ასურელი მამა ქრისტიანობის განსამტკიცებლად. დღეს რეალურად მოგვეცა შანსი, ასურელების, იმ ადამიანებს, ვინ ქრისტიანობისთვის ეწამება, ჩვენ გარკვეულწილად ვიყოთ მადლიერები. ამიტომ ჩვენ, უპირველესად გვევალება, რომ ვილოცოთ მათთვის. ვთვლი, რომ ასეთი შეკრებები კარგია, მიუხედავად იმისა, რომ ყამირი ვერ გავტეხეთ დღეს აქ გამოსვლით, მაგრამ ხალხმა დღევანდელ აქციაზე დააფიქსირა თავისი პოზიცია და მხარში დაუდგა მათ."- განაცხადა მამა პეტრემ.



(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016