როგორცსაქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან „რეპორტიორს" აცნობეს, ტელეკომპანია „ჯი-დი-ეს"-ის ეთერში 2015 წლის 15 მარტს გავიდა გადაცემა - ანალიტიკური თოქშოუ „2030", რომელიც სარეკლამო ბლოკით შეწყდა ოთხჯერ.
„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის იმ დროისთვის მოქმედი რედაქციით ოცდაათ წუთზე მეტი ხანგრძლივობის პროგრამა კომერციული რეკლამით შეიძლებოდა შეწყვეტილიყო მხოლოდ სამჯერ. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში კომერციული რეკლამის რეგულაციის მიზნით განხორციელებული ცვლილებები პირველ აპრილს შევიდა ძალაში და ზემოხსენებული შეზღუდვები, რომელიც ოცდაათ წუთზე მეტი ხანგრძლივობის მქონე გადაცემის მხოლოდ სამჯერ შეწყვეტის შესაძლებლობას იძლეოდა გაუქმდა, კომერციული რეკლამის ეთერში განთავსებისთვის ე.წ „მცოცავი საათის" გამოყენების გამო.
კომისიის წევრთა უმრავლესობამ მიიჩნია, რომ მართალია ტელეკომპანია „ჯი-დი-ეს"-მა დაარღვია 15 მარტს მოქმედი საკანონმდებლო მოთხოვნა, თუმცა სამართლის ზოგადი პრონციპიდან გამომდინარე, როდესაც კანონში განხორციელებული ცვლილებები აუმჯობესებს პირის ვალდებულებით ნაწილს, ტელეკომპანიის მიმართ სანქციის გამოყენება არ ჩათვალა მიზანშეწონილად.
გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.