reportiori.ge - რა წერია მერიის და „სითი პარკის“ ხელშეკრულების მე-12 მუხლში?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 11:54
პრეს-დაიჯესტი
რა წერია მერიის და „სითი პარკის“ ხელშეკრულების მე-12 მუხლში?
ავტორი:
23 აპრილი, 2015. 10:50


 

რატომ არ ასაჯაროებენ აუდიტის დასკვნას?


ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები" თბილისის მთავრობასა და კომპანია „სითი პარკს" შორის დადებული ხელშეკრულების მე-12 მუხლს ასაჯაროებს. რას გულისხმობს მე-12 მუხლი? რა ფარულ გარიგებებს ჰქონდა ადგილი მერიასა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის? რა წერია წერილ ში, რომელიც მერიამ „ახალგაზრდა ადვოკატებს" მისწერა?


„ალიას" „ახალგაზრდა ადვოკატების" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი ესაუბრა:


- ჩვენი შეფასებით, მოცემულ ეტაპზე, დისკუსიის საგანი უნდა გახდეს ხელშეკრულების მე-12 მუხლი, რომელიც ხელშეკრულების ვადამდე ადრე შეწყვეტის შედეგებს ეხება. ჩვენმა ორგანიზაციამ თბილისის მერისგან მიიღო წერილი, სადაც წერია, რომ თბილისის მთავრობასა და „სითი პარკს" შორის 2007 წლის 7 დეკემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებაში 2009 წლის 23 ივლისს შესული ცვლილებების შედეგად, ოპერირების პირველ წელს, მეიჯარის მიერ, ანუ „სითი პარკის" მისაღები მინიმალური შემოსავლის, 1 000 000 ლარის გადახდა განისაზღვრა შემდეგი გრაფიკით: 50 000 ლარი (31 მარტი, 2009), 50 000 ლარი (30 აპრილი, 2009) და 900 000 ლარი (30 დეკემბერი, 2009). თბილისის მთავრობის 2011 წლის 28 მარტის დადგენილებით, ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებაში შევიდა მესამე ცვლილება და ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2024 წლის 31 დეკემბერი.


ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა 3-ჯერ, რამაც მერიას დააკისრა პასუხისმგებლობები, მათ შორის ფინანსური და ეს თანხები ამიტომ არის აქ მოტანილი.


- რა ცვლილებები შევიდა ხელშეკრულებაში?

 

- ხელშეკრულებაში ბოლო ცვლილება შევიდა 2011 წლის მარტში, რომლის მიხედვითაც გახანგრძლივდა ხელშეკრულების ვადა 2024 წლამდე. ფრაგმენტ-ფრაგმენტ ვწოვთ მერიას ამ ინფორმაციებს. უცნობია, როდემდე იყო ხელშეკრულება დადებული, სანამ ბოლო ცვლილება შევიდოდა. ამიტომაცაა საჭირო ამ საკითხის გამოკვლევა სამართლებრივ დონეზე, რომ გამოკვეთილად არ ჩანს რა ცვლილებებია ეს.


ასევე, ჩვენ მიერ მიღებული წერილით, ცნობილი გახდა ხელშეკრულები მე-13 მუხლის შესახებ, რომელშიც საუბარია ხელშეკრულების დარღვევის პირობებზე, მაგრამ სრულად არ არის განმარტებული ყველაფერი. განმარტებულია მხოლოდ მე-12 მუხლის მეორე პუნქტი, რომელიც საუბრობს ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისას დაკისრებულ პასუხისმგებლობებზე. პრესრელიზში აბსოლუტურად დეტალურადაა საუბარი იმ სამართლებრივ სანქციებზე, რომელიც თბილისის მერიას დაეკისრება, თუ ხელშეკრულება ვადამდე შეწყდება.


მიღებული ინფორმაციის თანახმად, თუ შეწყვეტა განხორციელდება დაწყების თარიღიდან 4 წლის გასვლამდე, მეიჯარე ვალდებულია, მოიჯარეს აუნაზღაუროს თანხა, რომელიც უდრის 500 000 ლარი გამრავლებული სახელშეკრულებო ვადის შეწყვეტიდან დასრულებამდე დარჩენილი თვეების რაოდენობაზე;


ხელშეკრულება, რომელიც წინა მთავრობის მმართველობის პერიოდშია დადებული, შეიცავს სხვადასხვა კაბალურ პირობას, რასაც მოცემულ ეტაპზე, ყველაზე მეტად, მოქალაქეების ინტერესები ეწირება. მნიშვნელოვანია, შესწავლამ გამოკვეთოს, რა ფარულ გარიგებებს შეიძლება ჰქონოდა ადგილი დედაქალაქის მერიასა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის. მხოლოდ თბილისის მერიის წერილის თანახმად, კომპანია „სითი პარკმა", 2011-2013 წლების მონაცემებით, ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ, 15 451 658,42 ლარი გადაიხადა.


ასეთი ფინანსური მაჩვენებელი იმ რეალობის გათვალისწინებითაა, როდესაც თბილისში, ფაქტობრივად, პარალიზებულია საპარკინგო სისტემის ფუნქციონირება, მძღოლები ყიდულობენ პარკირების პაკეტს, თუმცა საპარკინგო ადგილი იმდენად მცირეა, შეუძლებელი ხდება მომსახურების მიღება.


კამათის საგანია კომპანიის მხრიდან მძღოლების დაჯარიმების ფაქტების სამართლიანობაც, მაშინ, როდესაც 2014 წლის 22 მარტის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, უკანონოდ იქნა ცნობილი სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე გადაყვანა და გაუქმდა საჯარიმო ქვითარი, რადგანაც „სითი პარკი" მხედველობაში არ იღებდა გარემოებას, ფერხდებოდა თუ არა საგზაო მოძრაობა, ან ექმნებოდა თუ არა პრობლემა გზის უსაფრთხოებას, რითაც მნიშვნელოვნად აზიანებდა სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეთა ინტერესებს, მათ შორის აყენებდა მატერიალურ ზიანს, რაც ცალსახად წარმოადგენდა კომპანიისთვის შემოსავლის გაზრდის მთავარ საშუალებას.


- რას ითხოვთ მირიისგან, მხოლოდ ბუნდოვანი საკითხების დაკონკრეტებას?


- „ახალგაზრდა ადვოკატები" კიდევ ერთხელ მიმართავს თბილისის მერს, დავით ნარმანიას და ვთხოვთ დედაქალაქის მოსახლეობის ინტერესების დაცვას.


თავის დროზე, თბილისის საკრებულო, თბილისის მერიასთან ერთად, გამოვიდა ინიციატივით, რომ მოეხდინა ხელშეკრულების ექსპერტიზა, რომელიც გულისხმობდა, რომ შეფასებულიყო, რამდენად კაბალური იყო ხელშეკრულება, რამდენად შეიცავდა კორუფციულ ნიშნებს, ხომ არ იკვეთებოდა კომპანიისა და მერიის მაღალჩინოსანთა ინტერესები. თუმცა, ნარმანიას ტერმინოლოგიაში გაჩნდა ასეთი სიტყვები, რომ ვერ გადახედავს ხელშეკრულებას, რადგან არსებობს ვადები, რომლებიც უნდა დავიცვათ, იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ყველაფერი დედაქალაქს სერიოზულ ფინანსურ ზარალად დააწვება. ეს მართლაც ასეა, მაგრამ, როცა ამას ამბობს მერია, ეს არის ცალმხრივი შეფასება. საკითხის ორმხრივი შეფასება იქნებოდა, ჩვენ, რიგით მოქალაქეებს, გაგვეგო თბილისის მთავრობისგან - არის კი ეს ხელშეკრულება კაბალური? ჩვენ ამას არ გვეუბნებიან, ამას გვიმალავენ. ამ ხელშეკრულების კაბალურობასთან დაკავშირებით, პროკურატურაში შესულია საჩივარი, სამწუხაროდ, ამ პროცესსაც არ ჰქონია განვითარება. რატომ შეჩერდა ხელშეკრულების სამართლებრივი ექსპერტიზის პროცესი და რატომ ჭიანურდება საქმეზე საგამოძიებო ღონისძიებების განხორციელება? გვითხრან!


ვითხოვთ, დაიწყოს მსჯელობა ამ ხელშეკრულების სამართლებრივ შეფასებაზე. „სითი პარკს" აქვს ექსკლუზიური უფლება, თბილისში განახორციელოს პარკირების საკითხი და განახორციელოს ეს სისტემა. თბილისის მერიას რომ სურდეს, შემოიყვანოს სხვა კომპანია, რომელიც დაიწყებს ოპერირებას, რომ კონკურენტული გარემო გაჩნდეს, ამასაც ვერ გააკეთებს.


თუ ხელშეკრულების ვადამდე ადრე დასრულება არ ხდება, იმაზე მაინც ხომ შეიძლება დაიწყოს მუშაობა, რომ ექსკლუზიური უფლება არ ჰქონდეს „სითი პარკს"?


თბილისის მერიასა და კომპანია „სითი პარკს" შორის 2007 წლის 7 დეკემბერს დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, უნდა დაიწყოს მსჯელობა ხელშეკრულებაში არსებული კაბალური პირობების გაუქმების შესახებ, მეორე მხრივ კი, უნდა დაჩქარდეს საგამოძიებო მოქმედებები და დადგეს სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი იმ პირთა მიმართ, რომლებმაც, თავის დროზე, დედაქალაქის მოსახლეობის რეალური ინტერესების გათვალისწინების გარეშე, კომპანიასთან ხელშეკრულების კაბალურ პირობებს დასთანხმდნენ და „სითი პარკს"  ბუნებრივი მონოპოლისტის ფუნქცია შესძინეს.


ამ თემას მუნიციპალური საკითხების განხილვის პროცესში, მუდმივად დავაყენებთ მთავრობის წინაშე. ვაქცევთ თემას საზოგადოებრივი დისკუსიის საკითხად. ამ ეტაპზე ველოდებით გამოძიების შედეგებს, მერისა და მერიის პასუხს.


თბილისის მთავრობასა და კომპანია „სითი პარკს" შორის დადებული ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, მერიაში ასეთი პასუხი აქვთ: „საერთაშორისო აუდიტმა დასკვნა მერიას უკვე წარუდგინა. ტრანსპორტის საქალაქო სამსახური აღნიშნულ დასკვნას შეისწავლის, რის შემდეგაც მერია საკუთარ პოზიციას საზოგადოებას გააცნობს".

 

დიანა ლიპარტელიანი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016