reportiori.ge - ლადო სადღობელაშვილი: 6 „ზონდერი“, რომლებიც აქციებს არბევდნენ, არ დაიჭირეს და ისევ პოლიციაში არიან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 12:03
პრეს-დაიჯესტი
ლადო სადღობელაშვილი: 6 „ზონდერი“, რომლებიც აქციებს არბევდნენ, არ დაიჭირეს და ისევ პოლიციაში არიან
ავტორი:
23 აპრილი, 2015. 10:50


„თავისუფალმა თაობამ" იმ „ზონდერების" იდენტიფიცირება მოახდინა, რომლებიც 2007, 2009 და 2011 წლებში მშვიდობიან მიტინგებს არბევდნენ და ახლაც სისტემაში მუშაობენ.


ვინ არიან ეს ადამიანები? რა დარბევებში მონაწილეობდნენ? რას მოიმოქმედებს შსს ამ ფაქტების გამოვლენის შემდეგ?


„ალიას" „თავისუფალი თაობის" ხელმძღვანელი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრა:

 

- ლადო, როგორც მითხრეს რამდენიმე დღეა, იმ პოლიციელების გამოვლენით ხარ დაკავებული, ვინც მიტინგებს არბევდა და დღესაც სისტემაში მუშაობს. ვინ ამოიცანი ვიდეო და ფოტომასალაში მოქმედი პოლიციელებიდან?


- ძალიან აქტუალური გახდა ეს თემა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი „ზონდერი" ლაშა ცანავა საჯაროდ გამოჩნდა ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში". ჩვენ დავიწყეთ იმ „ზონდერების" ლუსტრირება, რომლებიც წლების მანძილზე არბევდნენ ჩვენს მოსახლეობას, ახალგაზრდებს. ისინი უსასტიკესად უსწორდებოდნენ ადამიანებს. სარწმუნო წყაროს ინფორმაციას ვფლობ, რომ ამ „ზონდერების" რიცხვი 5 ათასამდე იყო, რომელთა შორის იყვნენ კრიმინალური პოლიციის, პატრულის თანამშრომლები. დღეს ამ 5 ათასი ადამიანიდან, საბედნიეროდ, ნაწილი განთავისუფლებულია სამსახურიდან, მაგრამ დიდი ნაწილი ინარჩუნებს სამსახურს, ზოგი კი დაწინაურებულია კიდეც. შეიძლება ხელისუფლებას „გაეპარა" ეს ხალხი, მაგრამ საქმე ისაა, რომ ადამიანი, რომელიც სააკაშვილს ემორჩილებოდა, ვერ ივარგებს ამ ხელისუფლების სტრუქტურაში. ჩვენ ვნახეთ, როგორ მოხდა ჩემი და ჩემი მეგობრის ჩაწერა და მერე გარეთ გამოტანა. სწორედ ამ ხალხის ხელით ხდება ასეთი რამ. დიდი კვლევა არ დაგვჭირვებია, ფოტოებში ამოვიცანით რამდენიმე ადამიანი, რომელიც დღემდე მუშაობს სისტემაში.


- ვინ არიან ეს ადამიანები?

 

- 2009 წლის დარბევაში მონაწილეობდა კახა მარკოზაშვილი, რომელიც საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელია. ჩვენ ვქომაგობთ ხელისუფლებას და ჩანერგილი არ მინდა ჰყავდეს. 7 ნოემბრის ფოტოზე მოქმედი პატრულის თანამშრომელი დავით შენგელიაა ამოცნობილი. არ ვიცი, ეს პიროვნება დააწინაურეს თუ არა, მაგრამ სისტემაშია. ერთ-ერთ ფოტოზე, რობერტ პანიევი არის ამოცნობილი. ეს პიროვნება ცნობილია იმით, რომ იყო ცრუ მოწმე გურამ შარაძის საქმესთან დაკავშირებით. ბევრი მარგინალი ადამიანია ამოცნობილი. მაგალითად, 2009 წლის აქციაზე დავით მაჩაიძე უსწორდება დაჩი ცაგურიას. ის ახლა ნაძალადევის მეცხრე განყოფილებაში მუშაობს. ზაზა ვეშაპიძე წყნეთის განყოფილების უფროსი იყო, რომელიც ასევე ამოვიცანით და ახლა ძველი თბილისის პოლიციაშია გადმოყვანილი. ფოტოზე ასახული ყველა ადამიანია გაშიფრული და დაზუსტებული, ზუსტად ვიცით, რომ მუშაობენ სისტემაში. არის კიდევ ერთი - ზურა ჯახია, რომელიც ყოველთვის ოდიოზური ფიგურა იყო და დღემდე ინარჩუნებს თავის ოდიოზურობას. ეს პიროვნება ახლა სად მუშაობს, ჯერ ვერ დავადგინეთ. მინდა, შსს-ს მივმართო, რომ გულშემატკივრის სტატუსით ვახმაურებ და არა პროვოკატორის სტატუსით, მე ვცდილობ, დავეხმარო მათ, არ მინდა მათთვის ცუდი. არ მინდა, ამათაც რამე გააფუჭონ და ინფორმაციები გაიტანონ, რაც მერე ხელისუფლებას პრობლემებს შეუქმნის. ჩვენი მეგობრის გიორგი ყუფარაძის მიერ მოპოვებულია ასევე ფოტომასალა, რომელზეც ასახული არიან პოლიციელები, რომლებიც ფიგურირებდნენ რაფალიანცის საქმეში, მერე გაათავისუფლეს და ახლა „ნაციონალებს" უმშვენებენ გვერდს. საქმე ეხება პოლიციელებს სიბაშვილსა და ბიწკინაშვილს. გამყარებულ მტკიცებულებებს ვდებთ თქვენი მეშვეობით და იმოქმედონ. ასეთი პიროვნებების შენარჩუნება არის ნაღმი, რომელიც ნებისმიერ მომენტში აფეთქდება.

 

- თავისუფალი თაობა" ბოლო დროს აღარ ჩანს. რაიმე სახის აქტივობებს გეგმავთ?


- დიახ, ვგეგმავთ, თქვენ თუ გახსოვთ, დიდი ხნის მანძილზე ვცდილობდი, თავი შემეკავებინა ირაკლი ალასანიაზე და მის გუნდზე საუბრისგან. ახლა დადგა დრო, ფლანგი გავშალოთ მისი მიმართულებით.


ექსკლუზიურად მინდა გითხრათ, თუმცა შემდეგ აქციის სახეს მივცემთ და მალე მეტ ინფორმაციას გავამჟღავნებთ. მოგეხსენებათ, რომ ალასანიას გადადგომისთანავე გადადგა მაია ფანჯიკიძე. მაქვს ინფორმაცია, რომ ის დღემდე აგრ ძელებს მის მიერ ჩანერგილ ელჩებთან ურთიერთობებსა და გარიგებებს.


- ვისთან და რა მიზნით?

 

- რომ საქმე გაუფუჭონ ხელისუფლებას საგარეო დონეზე. დაგისახელებთ ორ გვარს, რომელთანაც ამას წინათ ჰქონდა ფანჯიკიძეს შეხვედრა ამ მიმართულებით. ესენი არიან ელჩი ზალდასტანიშვილი და შვედეთში ელჩი კოტე ქავთარაძე.


ეს უკანასკნელი 2012 წელს იქაურ ემიგრანტებს ხვდებოდა და ეუბნებოდა, „ნაცმოძრაობას" მიეცით ხმაო. ფანჯიკიძემ ეს ელჩი სამსახურიდან არ გაუშვა და დღესაც იყენებს. ფანჯიკიძე მოღალატეობრივი პრინციპით დღემდე ხლართავს ინტრიგებს. ალასანია რომ ლუსტრირებულია „ნაციონალებთან" მიმართებაში, ეს უკვე დადასტურებულია, მეტი ლუსტრაცია აღარ შეიძლება. ის „ნაციონალების" გვერდით მოიაზრებს თავს, არადა არჩევნებზე მათი კონკურენტი იყო და ახალაიების მამას გაამარჯვებინა. მოკლედ, ამ მიმართულებით გვექნება აქტივობები. მალე გავაჟღერებთ ფანჯიკიძის კოლაბორაციონისტულ, ფარულ ევროპულ ვოიაჟებს.


„ალია" შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელს, ნინო გიორგობიანს დაუკავშირდა კითხვით: „ნინო, ლადო სადღობელაშვილმა „ალიას" დაუსახელა 6 პოლიციელის სახელი და გვარი, რომლებიც მშვიდობიან მომიტინგეებს არბევდნენ, ხალხს სცემდნენ და დღემდე ინარჩუნებენ სამსახურებს. მაგალითად, კახა მარკოზაშვილი, რომელიც საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელია; პატრულის მოქმედი თანამშრომელი დავით შენგელია; დავით მაჩაიძე; ზაზა ვეშაპიძე წყნეთის განყოფილების უფროსია იყო და ძველი თბილისის რაიონის პოლიციაშია დღეს,ზურა ჯახია, რომელიც ისევ სისტემაშია. თუ მუშაობენ ეს ადამიანები მართლაც სისტემაში და რას აპირებთ თუკი სადღობელაშვილის ინფორმაციები დადასტურდა?"


„გავეცნობით ინფორმაციას და თუ დამტკიცდება ვინმეს ბრალეულობა, ისინი კანონის შესაბამისად დაისჯებიან", - განგვიცხადა გიორგობიანმა.


გახსენებისთვის: ექსპერტები „ალიასთან" ინტერვიუში მუდმივად საუბრობდნენ, რომ შსს ისევ სავსეა წინა ხელისუფლების აგენტურით, რომლებსაც სამინისტროდან საიდუმლო ინფორმაციები გამოაქვთ, სავსეა „ზონდერებით", რომლებიც მშვიდობიან დემონსტრანტებს არბევდნენ და დღემდე ეს ადამიანები სისტემიდან არ დაუთხოვითო. უკვე სამი მინისტრი გამოიცვალა შსს-ში და წესით, მინიმუმ, სამჯერ მაინც უნდა ჩატარებულიყო წმენდა. სადაც სადღობელაშვილმა შეძლო მათი ამოცნობა, ეს შსს-ს მითუმეტეს, არ უნდა გასჭირვებოდა. აბა, რაშია საქმე? იგივე ექსპერტების ვარაუდს თუ დავეყრდნობით, „ეტყობაეს „ზონდერები" ამ ხელისუფლებასაც სჭირდება გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის"-ო.

 

ჟანა ასანიძე

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016