reportiori.ge - ვინ და რა პროვოკაციებს გეგმავს თბილისში 23-24 აპრილს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 11:51
პრეს-დაიჯესტი
ვინ და რა პროვოკაციებს გეგმავს თბილისში 23-24 აპრილს
ავტორი:
23 აპრილი, 2015. 13:36


როგორც ირკვევა, „ნაციონალები" ახალი საფრთხეების გამოწვევას გეგმავენ და რეალურ ქმედებაზე გადადიან.


რა ინფორმაციები აქვს საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატს, სოსო მანჯავიძეს და კონფლიქტის რა ახალ საფრთხეს ქმნის პოლიტიკურ პარტიას ამოფარებული „ნაციონალური მოძრაობა"?


„ალიას" კითხვებს სოსო მანჯავიძე პასუხობს:

 

- თქვენ განაცხადეთ, რომ ნაციონალური მოძრაობა" არეულობას გეგმავს და სომეხთა გენოციდის წინააღმდეგ მიმართული აქციები შესაძლოა, არეულობის მიზეზი გახდეს, რამდენად რეალურია ეს?


- „ნაციონალური მოძრაობა" გეგმავს, სომხური და აზერბაიჯანული მხარეების დაპირისპირებას. 23-24 აპრილისთვის სომეხთა გენოციდის წინააღმდეგ მიმართული აქციები შეიძლება არეულობის მიზეზი გახდეს. 23 აპრილს ვაკის პარკიდან სომხები თურქეთის საელჩოსკენ მსვლელობას გეგმავენ. ამ მსვლელობის საწინააღმდეგოდ 23-ში დაგეგმილია აზერბაიჯანელთა კონტრაქცია. ამ ორივე აქციის ორგანიზატორი „ნაციონალური მოძრაობაა". აზერბაიჯანელთა კოორდინატორია ყველასთვის ცნობილი „თავისუფალი ზონის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი გელა ვასაძე. ამ საქმეში ჩართულები არიან პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან" აზერ სულეიმანოვი, რომელმაც ამ საკითხზე უკვე გაიარა კონსულტაციები თურქეთის ელჩთან, ასევე, გარდაბნის საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან" რამინ ბაირამოვი, „საქართველოს აზერბაიჯანელ სტუდენტთა ასოციაციისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია „მიშას გზის" ხელმძღვანელი სამირა ისმაილოვა, აზერბაიჯანული თეატრის მსახიობი და „მიშას გზის" ერთ-ერთი აქტივისტი ასლან მამედოვი. ეს პიროვნებები არც მალავენ თავიანთ ქმედებებს. ეს საკითხი არის ძალიან მძიმე საფრთხეების შემცველი საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, არსებობისთვის. უშიშროებამ ეს ხალხი სასწრაფოდ უნდა გააჩეროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქეებს მოგვიწევს ამ ადამიანების შეჩერების ფუნქციის საკუთარ თავზე აღება. მგონი, ყველა მოქალაქეს ესმის, რა შეიძლება გამოიწვიოს აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის თბილისის ცენტრში დაპირისპირებამ. გაკვირვებას იწვევს სომეხი მოღვაწეების მოთხოვნები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვცნოთ სომეხთა გენოციდი, ეს მოთხოვნა არასწორია.


_ სომეხთა გენოციდის აღიარებას წლების მანძილზე სულ ითხოვდა სომხეთი, მაგრამ საქართველოში ასეთი ფორსირება ამ თემას არ მოჰყოლია, რატომ გააქტიურდნენ სომხები ასე ძალიან, მათ ხომ იციან, რომ ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სამეზობლო გავანაწყენოთ, ჩვენ ვერც თურქებს ვაწყენინებთ, ვერც აზერბაიჯანელებს და ვერც თვითონ სომხებს, რა ხდება?


- ეს თემა ახლა იმიტომ გააქტიურდა, რომ მავანს სურს, საქართველო ისეთივე დესტაბილიზაციის კერად გადაქციოს, როგორიც უკრაინა. მოსკოვში ჩატარდა უსაფრთხოების მეოთხე კონფერენცია, სადაც ირანის თავდაცვის მინისტრმა ძალიან საინტერესო განცხადებები გააკეთა. გარკვეულ ძალებს უნდათ ისლამური ხალიფატის მოქმედებები სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიაში გადაიტანონ,  ზერბაიჯანულ-სომხური დაპირისპირება ჩვენს ტერიტორიაზე შეიძლება შორს მიმავალ გეგმებს უკავშირდებოდეს და ეს იყოს კონკრეტული ძალის ცენტრებში დაგეგმილი, რომელთაც თავისი ინტერესები აქვთ საქართველოში. „ნაციონალური მოძრაობა", როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც არის პოლიტიკური „შაბაშნიკი", ის მუდმივად ასრულებს საგარეო ძალების დაკვეთებს, მათი მხრიდან საქმე გვაქვს მუდმივად პოლიტიკურ პროსტიტუციასთან საქართველოს ინტერესების ხარჯზე. აზერბაიჯანელებისა და სომხების სიძულვილი საყოველთაოდ ცნობილია და პატარა პროვოკაციაც კი შეიძლება დიდი აფეთქების წყარო გახდეს ჩვენს ტერიტორიაზე. უბედურება კი ის არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ორივე მხარეს თანაბრად აქეზებს, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს პოლიტიკური ძალა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ ყველა სიბინძურეზე მიდის. ჩვენ რომ სააკაშვილი 2008 წლის ომის იმიტირებისთვის გაგვესამართლებინა, დღეს ეს საფრთხეებიც არ იქნებოდა. აგვისტოს ომი ყველაზე ნათელი მაგალითია იმისა, რაზე არიან წამსვლელები „ნაციონალები", თუკი ჩვენ პროცესები მივუშვით. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ სომეხთა და აზერბაიჯანელთა  დაპირისპირების მოედნად გადავიქცეთ.


- 2014 წელს, ალიას" გიგი უგულავას საიდუმლო წერილი ჩაუვარდა ციხიდან, სადაც ის თანაგუნდელებს მოქმედების გეგმას აძლევდა, როგორ უნდა დაეწყოთ წერტილოვანი დარტყმები რეგიონებიდან, გამგეობებიდან და ეს როგორ უნდა გადაზრდილიყო აპოკალიფსურ ვითარებაში. ფაქტობრივად, ამ გზით მიდიან. ის, რაც ხდება გურჯაანში, უკვე სიგნალია, რა გზით დაიწყეს სიარული. თითქოს ანტიკორუფციული კომისიების შექმნის იდეით რეგიონებს აჯანყებენ და მართლაც, აპოკალიფსს ქმნიან, რა ინფორმაცია გაქვთ?


- „ნაციონალური მოძრაობა", დღევანდელი სახით, წარმოადგენს აისბერგის ზედა ნაწილს, მათ ჰყავთ მოკავშირეები, რომლებსაც ხელისუფლებაში მაღალი თანამდებობები უკავიათ, დაწყებული პრეზიდენტით, დამთავრებული საპარლამენტო შემადგენლობით, თითქმის ყველა „ნაციონალურ მოძრაობასთან" უნისონში მღერის. დავაკვირდეთ პრეზიდენტის განცხადებებს, „თავისუფალ დემოკრატებს", სახალხო დამცველს, ელექტრონულ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების ტრიადას, რომელსაც ნომენკლატურულ არასამთავრობოს ვუწოდებ, ლომჯარია-გიგაური-კოჟორიძე... რომლებიც აშშსთან არიან აფელირებულები, პარლამენტის თავმჯდომარე და „რესპუბლიკური პარტია", რომელიც კოალიცია „ქართულ ოცნებაში", კოალიციის სუბიექტის გარდა, ყველაფერს წარმოადგენს. ცალკეა მთავრობა თავისი ძალოვანი ჯგუფით, რომელიც არის კრიტიკის სამიზნე, რადგან პრემიერი, თავისი გუნდით, პასუხისმგებელია ეკონომიკასა და სოციალურ პრობლემატიკაზე, დანარჩენებს კი, ვინც ჩამოვთვალე, პასუხისმგებლობა არ აკისრიათ. ფაქტობრივად, არც არაფერს აკეთებენ, ამ წრის კონცეპტუალურ უზრუნველყოფას ახორციელებს „თავისუფლების ინსტიტუტი". ჯერ კიდევ როდის ვამბობდი თქვენთან ინტერვიუში, რომ ადგილი აქვს შეთქმულებას და გამოვთქვამდი ვარაუდს, რა პოზიციას დაიკავებდა პრეზიდენტი და როგორ მოიქცეოდა ირაკლი ალასანია. ახლა გეტყვით „რესპუბლიკელებზე". ის სქემა, რომ ერთ დონეზე დაეყვანათ „ქართული ოცნებისა" და „ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი და მოეხდინათ „ოცნების" დემონიზაცია, განხორციელდა, შეიქმნა ტერმინი „ნაც-ქოცები" და მოხდა მათი გაიგივება, ახლა მიმდინარეობს ფორმირება იმ ძალის, რომელიც ხელისუფლებაში მოვა და დაიწყებს ფერად რევოლუციას. ეს ძალა თავს იყრის პრეზიდენტის გარშემო.

 

- ხელისუფლება ხელს უწყობს ამ ძალებს, რომ ასეთი პოლიტიკური კომბინაცია შეიქმნას, რატომ?


- „ქართულ ოცნებაში" ძალიან საინტერესო პროცესებია, „ქართულ ოცნებას",  ხშირ შემთხვევაში არაკომპეტენტურობის, გამოუცდელობის და იმის გამო, რომ „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ვერ გაუშვა ძალოვანი უწყებიდან და სახელმწიფო აპარატიდან, არ აქვს ჩამოყალიბებული პოლიტიკური პლატფორმა.


- ხელისუფლებაში ნეპოტიზმმა რეკორდი მოხსნა, კორუფცია საშიშ ფორმებს იღებს. ამ ქვეყანაში, ნაციონალების" გარდა, არის სხვა ოპოზიციური ძალა, რომელსაც აქვს უფლება, რომ ეს გააპროტესტოს, რატომ უგდებს საჯილდაო ქვას ოპოზიცია ნაციონალურ მოძრაობას", ხალხს რატომ აღიზიანებს ეს ორი ძალა, მაინცდამაინც სისხლი უნდა დაიღვაროს? დამთავრდა მგელი მოდის" ძახილის ეფექტი, მანდ მიშა არ მოვიდესო... ხელისუფლება, რატომ ვერ ფხიზლდება?


- რომელმა ოპოზიციურმა ძალამ უნდა ამხილოს ხელისუფლება? ჯერ ერთი, რასაც „ნაციონალური მოძრაობა" აკეთებს, ამას სჭირდება სერიოზული ფინანსური მედია და ორგანიზებული რესურსი, რაც არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ გააჩნია, მათ შორის არც ნინო ბურჯანაძესა და არც ირაკლი ალასანიას. ამის გარდა, ამას სჭირდება სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება, ასევე ინფორმაციული უზრუნველყოფა, რაც ასევე არავის არ გააჩნია. მარტივად გეტყვით, შსს-ში, „ნაციონალების" შემდეგ, სერვერი არ გამოცვლილა. ამის შემდეგ რაზე ვსაუბრობთ?! „თავისუფლების ინსტიტუტს", რომელიც „ნაციონალებზე მუშაობს", ყველა სამინისტროზე ჰყავს რამდენიმე ექსპერტი მიმაგრებული, რომელიც განუწყვეტლივ აწარმოებს მონიტორინგს. ეს რომ არ ხდებოდეს, საჭიროა, საქართველოში შეიქმნას სტრატეგიული კვლევების ცენტრი, სადაც თავს მოიყრიდა ის კონცეფციები, რომელიც მთავრობას წარედგინებოდა. მე ეს „ქართული ოცნების" წევრებისთვის პირად საუბრებში რამდენჯერმე მითქვამს. არც ეს და, სამწუხაროდ, არც ბევრი სხვა რამ არ გაკეთდა. საით მიდის ეს ხელისუფლება, რა პლატფორმაზე დგას, ვინმემ იცის?!


- კი, გუბაზ სანიკიძემ იცის: ...მაგის დედაც მოვტ...ან! ფული უნდა ვიშოვო რა, მილიონერი უნდა გავხდე!~ - თქვა და ალბათ, აასრულა, ბენჯამენ ფრანკლინის" პლატფორმაზე დგას ეროვნული ფორუმიც", კონსერვატორებიც", რესპუბლიკელებიც"... და მოკლედ, კოლექტიურ გუბაზობასთან" გვაქვს საქმე...

 

_ კი, ბატონო, ეს იმიტომ, რომ სისტემა არ არსებობს და ამ სისტემით უნდა მოითოკოს ქვენა გრძნობები, გარკვეულ დონემდე მაინც.


- თბილისის მერიაში, გამგეობებსა და საქალაქო სამსახურებში ქართული ოცნების" ლიდერების ოჯახის წევრებისა და ნათესავების პარადია". არასამთავრობო ორგანიზაცია მედიატორის" ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის ერთერთი ლიდერის - სოსო ჯაჭვლიანის ბიცოლა ციური ჭანტურია მერიის სატრანსპორტო სამსახურშია დასაქმებული. საკრებულოს წევრის, ჯაბა სამუშიას მეუღლე _ საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოში, ისნის გამგებლის ვახტანგ ქიზიყურაშვილის ვაჟი, ირაკლი ქიზიყურაშვილი - დიდუბის ინფრასტრუქტურის სამსახურში, ნაძალადევის გამგებლის, ზაზა გაბუნიას ცოლისძმა ჩუღურეთის გამგეობაში მუშაობს, ნაძალადევის მაჟორიტარის, პარლამენტარ თამარ კორძაიას მეუღლე, ზაზა მენაბდე სინათლის ქალაქში" ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელია. სამგორის რაიონის აპარატის უფროსად კი შიხიაშვილის მეგობრისა და ყოფილი ნაციონალის", მერაბ რაფავას ვაჟი დაინიშნა. მერის ბიძაშვილის, ნათია ნარმანიას მეუღლე მერიის დაცვის უფროსის თანამდებობაზე მუშაობს. აღარაფერს ვამბობ კახი კალაძის ცოლისძმაზე, რომელსაც მერიაში მაღალი პოსტი უკავია... რას ფიქრობთ ამ საკითხზე?


- საქართველოში ნეპოტიზმის პრობლემა ძალიან სერიოზულია, ეს არის ქვეყანა, სადაც ყველა ყველას ნათესავია. ამ სიტუაციაში ვინც არ უნდა მოიყვანო ხელისუფლებაში, მუდმივად იქნება ეს პრობლემა და იქნება ბრალდებები. ამისთვის საჭიროა, რომ სახელმწიფო ბიუროკრატია შეიქმნას და მიღებული იქნას კანონი სახელმწიფო მოხელეთა რანჟირების შესახებ, მაგრამ რეალურად, არც ისე საგანგაშოდაა საქმე, როგორც ამას „ნაციონალები" და მათი მომხრეები წარმოაჩენენ, ჭინკებივით დახტუნაობენ დაუზუსტებელ მონაცემებზე, შინაგანი ცენზურის ფილტრები მოშლილია საზოგადოებაში და ნებისმიერი საკითხი მედიით შეიძლება გახადო საგანგაშო, ამის გამო არავინ არ გიჩივლებს, აი, ესაა პრობლემა.  მედიატერორი ქვეყანაში ქმნის ისტერიულ არაადეკვატურ ატმოსფეროს, თითქოს ქვეყანა ჩამოგვექცევა და არაფერს აზრი არ აქვს, ამას ნერგავს „რუსთავი 2" და მისი კლონი ტელევიზიები. რაღაცნაირად ჩვენი ქვეყანა უნდა გავიყვანოთ სამშვიდობოზე, ვითარების ასე წარმოჩენას, რასაც „ნაციონალები" და მათი სატელიტები გვიხატავენ, თითქოს მეტეორი გვიახლოვდება, ავადმყოფობად მივიჩნევ!

 

ნინო სამხარაძე

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016