2015 წლის 26 აპრილს მედიაჰოლდინგ „gbtimes"-ის და რადიო „JAKO FM"-ის ორგანიზებით მედია-ველორბოლა გაიმართება. ტურნირი სახელწოდებით „GLOBAL MEDIA CYCLING - მსოფლიო მედია ჯანსაღი ცხოვრებისთვის" პირველი საერთაშორისო ტურნირია, რომელშიც მონაწილეობენ მოყვარული მედია-ველომრბოლელები საქართველოდან და ევროპის ათამდე ქვეყნიდან.
ველოტურნირის მიზანია, ხელი შეუწყოს სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტების შემდგომ თანამშრომლობას.
ტურნირი თბილისის ზღვის 11 კმ-იან მონაკვეთზე აიღებს სტარტს.
ველოტურნირი უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით გაიმართება. „GLOBAL MEDIA CYCLING"-ის ყველა მონაწილეს სადაზღვევო კომპანია „არდი" აზღვევს.
პირველი და მეორე ადგილის მფლობელები (ვაჟებს და გოგონებს შორის) დასაჩუქრდებიან პრიზებით „gbtimes"-გან და სასაჩუქრე ვაუჩერებით და ფულადი პრიზებით პარტნიორებისგან. პირველ ადგილზე გასულებს გადაეცემათ ერთკაციანი საგზურები მყინვარწვერზე „Toba Travel"-სგან.
მედია-ველოტურნირის მხარდაჭერები არიან: თბილისის მერია, „Horeca Management group", „Skoda Auto Georgia", „ელიტ ელექტრონიქსი", ტურისტული კომპანია „Toba Travel", „Explore Outdoor", „Smart", „Dunkin Donuts", „Wendy's".
მედია-ველოტურნირი ყოველწლიურად გაგრძელდება და მომავალ წლებში მასში მედიის წარმოამდგენლების გარდა ნებისმიერი მსურველი ჩაერთვება.
„Gbtimes", როგორც საერთშორისო მედიაჰოლდინგი, ყოველთვის მხარს უჭერს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას არამარტო საქართველოში, არამედ ევროპის 15 ქვეყანაში, ეს გახლავთ საქართველოში „gbtimes"-ის რიგით მეორე ღონისძიება, პირველი იყო მუსიკალური პროექტი, ამჯერად კი სპორტული ღონისძიება, რომელიც რადიო „JAKO FM"-თან ერთად კეთდება.