reportiori.ge - გენრი დოლიძის „სიყვარულის რეპეტიცია“ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის სცენაზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 03:52
"რეპორტიორის" თვალით...
გენრი დოლიძის „სიყვარულის რეპეტიცია“ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის სცენაზე
23 აპრილი, 2015. 19:05

 

 

 

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბათუმელი პოეტი გენრი დოლიძე თბილისელი მაყურებლის წინაშე წარსდგა. პოეზიის საღამო „სიყვარულის რეპეტიცია" თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში გაიმართა. თეატრის სცენაზე 26 წლის პოეტმა საკუთარი ცხოვრება მონოსპექტაკლით გააცოცხლა. სავსე დარბაზის წინაშე მან ერთ დრამატურგიულ ხაზში გააერთიანა მთელი თავისი შემოქმედება.



„მონატრებული მყავს თბილისელი მკითხველი, მონატრებული მყავს თბილისი. განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც ეს ყოველივე მკითხველის ინიციატივით ხდება. მაქსიმალურს გავაკეთებ, რომ ჩემს მკითხველს ჩემი შემოქმედებით სიამოვნება მივანიჭო", - განუცხადა „რეპორტიორს" გენრი დოლიძემ.



„ბრწყინვალე" უწოდა ახალგაზრდა პოეტის შემოქმედებას ჯანსუღ ჩარკვიანმა, რომელიც გენრი დოლიძის საღამოს ესწრებოდა.



„მიხარია, რომ ვესწრები საღამოს, რომელიც შესანიშნავმა პოეტმა გენრი დოლიძემ გამართა. 26 წლის იყო ლადო ასათიანი, მირზა გელოვანი, გურამ რჩეულიშვილი... ისინი დღესაც არიან... ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს გენრი, მისი პოეზია ბრწყინვალეა", - განუცხადა ჯანსუღ ჩარკვიანმა „რეპორტიორს".




ახალგაზრდა პოეტი მაყურებლით სავსე დარბაზმა მქუხარე ტაშით დააჯილდოვა. საღამო თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მედიაჰოლდინგ „რეპორტიორისა" და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.



 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016