reportiori.ge - ჯარისკაცთა მოწამვლის ფაქტებს პროკურატურა გამოიძიებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 07:43
სამართალი
ჯარისკაცთა მოწამვლის ფაქტებს პროკურატურა გამოიძიებს
19 ოქტომბერი, 2013. 16:04

ჯარისკაცთა მოწამლის ფაქტებს მთავარი პროკურატურა გამოიძიებს. ამ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადებას ავრცელებს. 


2013 წლის 9 ივნისიდან - 2013 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მთელ რიგ დანაყოფებში გამოვლინდა ჯარისკაცთა კვებითი ინტოქსიკაციისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევის არაერთი ფაქტი, რის საფუძველზეც, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198- და 248- მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო გამოძიება რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე.


სრული, ყოველმხრივი და მიუკერძოებელი გამოძიების უზრუნველსაყოფად, აღნიშნული საქმეები ამოღებულია სამხედრო პოლიციის წარმოებიდან და გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევის ფაქტების პარალელურად შეისწავლის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცალკეულ თანამდებობის პირთა მიერ კვების, მომსახურების, შესყიდვების კანონიერებას და კონტრაქტორი კომპანიების მიერ დადგენილ სტანდარტებთან შეუსაბამო პროდუქტებისა და მომსახურების მიწოდების იმ ფაქტებს, რამაც სავარაუდოდ შესაძლებელი გახადა ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან რეალიზაცია" - ნათქვამია განცხადებაში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016