reportiori.ge - გიორგი მამაცაშვილი: სააკაშვილი არ ნანობდა ამ ბრძანების გაცემას და მეტიც, მომავალშიც ანალოგიური ქმედებით იმუქრებოდა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 02:20
პოლიტიკა

გიორგი მამაცაშვილი:  სააკაშვილი არ ნანობდა ამ ბრძანების გაცემას და მეტიც,- მომავალშიც ანალოგიური ქმედებით იმუქრებოდა!

მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის"გენერალურმა დირექტორმა, გიორგი მამაცაშვილმა, პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას,  26 მაისის მიტინგის დარბევასთან დაკავშირებით, პროვოკაცია უწოდა.

„26 მაისის თემა ყველა ჩვენგანს შავ ლაქად გვამჩნევია. სააკაშვილის რეჟიმის პირობებში შევიტანეთ სარჩელი,  თუმცა ჩვენი ხმა მაშინ დარჩა  „ხმად მაღაღადებლისად  უდაბნოსა შინა"...  ხოლო მისი უკანასკნელი განცხადება იყო გაგრძელება მისი იმ ხმამაღალი განცხადებისა, რომელიც უკრაინულ გამოცემას  2011 წლის სექტემბერში მისცა.  მაშინ სააკაშვილი  აღიარებდა, რომ  26 მაისის მიტინგის დაშლის ბრძანება თავად გასცა! (საზოგადოების უმრავლესობის შეფასებით კი, ეს იყო არა დაშლა, არამედ - შეგნებულად და გამიზნულად მოწყობილი სასაკლაო!),  ხოლო  ამ დარბევის უშუალო შემსრულებელი  და განმხორციელებელი გახლდათ - მერაბიშვილი (მისდამი დაქვემდებარებულ სპეცრაზმელებთან ერთად!). სააკაშვილი არ ნანობდა ამ ბრძანების გაცემას და მეტიც, - მომავალშიც ანალოგიური ქმედებით იმუქრებოდა..."

გიორგი მამაცაშვილმა, მიხეილ სააკაშვილის განცხადების გამო, 2011 წლის 26 მაისის აქციაზე, მასთან ერთად დაშავებულ ბექა სივსივაძესთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რიჩარდ ნორლანდის პრეს-მდივანს მიმართა. მას სურს, ამერიკის საელჩომ ოფიციალური განმარტება გააკეთოს საქართველოს პრეზიდენტის განცხადებასთან და 26 მაისის დარბევაში  FBI-ს თანამონაწილეობის შესახებ.

„მე  ველაპარაკე რიჩარდ ნორლანდის პრეს-მდივანს, ქალბატონ ნანას და გადავწყვიტეთ ოფიციალურად მივმართოთ ამერიკის საელჩოს.  მოვითხოვთ პასუხს კითხვაზე:   26 მაისის დარბევა და სასაკლაოს მოწყობა, ჟურნალისტებისა და კონკრეტულად ჩვენს მიმართ წარმოებული ძალადობა ამერიკის საელჩოს ან FBI-ის მხრიდან იყო თუ არა ნებადართული? მინდა მჯეროდეს,რომ ამერიკის მხარე ცალკე მოსთხოვს პასუხს მიხეილ სააკაშვილს ამ უაზრო  და პროვოკაციული განცხადების გამო..."

-->
გიორგი მამაცაშვილი: სააკაშვილი არ ნანობდა ამ ბრძანების გაცემას და მეტიც, მომავალშიც ანალოგიური ქმედებით იმუქრებოდა!
ავტორი:
22 ივლისი, 2013. 15:34

- +

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016
არქივი