reportiori.ge - ეკატერინე აზარაშვილი: საარჩევნო ადმინისტრაციამ შესაბამის უბნებში გამოაკრა 74, 896 რეგისტრაციიდან მოხსნილი მოქალაქის სია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 07:49
საზოგადოება
ეკატერინე აზარაშვილი: საარჩევნო ადმინისტრაციამ შესაბამის უბნებში გამოაკრა 74, 896 რეგისტრაციიდან მოხსნილი მოქალაქის სია
20 ოქტომბერი, 2013. 11:20

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა, სადაც ცესკოს სპიკერმა, ეკატერინე აზარაშვილმა,  27 ოქტომბრის პრეზიდენტის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე ისაუბრა. ამომრჩეველთა რაოდენობა 3, 537, 719- შეადგენს.


"მათი რაოდენობა შეადგენდა 98, 000-. ამ რაოდენობიდან საარჩევნო მიზნებისთვის მოხდა მათი ფილტრაცია, რის საფუძველზეც საარჩევნო ადმინისტრაციამ შესაბამის უბნებში გამოაკრა 74, 896 რეგისტრაციიდან მოხსნილი მოქალაქის სია და მათ შესაძლებლობა მისცა გადაემოწმებინათ საკუთარი სტატუსი. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემების მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლებიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით ხელახალი რეგისტრაცია გაიარა 9, 142 მოქალაქემ. შესაბამისად, ისინი მიიღებენ მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში. ვინც კანონით დადგენილ ვადაში ვერ შეძლო რეგისტრაციის გავლა, ისინი ვერ მოხვდნენ ამომრჩეველთა სიაში. ამომრჩეველთა სიაში ასევე ვერ მოხვდა საზღვარგარეთ მყოფი 3, 979 საქართველოს მოქალაქე, რომელთა რეგისტრაციაც გაუქმებულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.ცესკო, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან ერთად ახორციელებს საზღვარგარეთ მყოფი რეგისტრაციიდან მოხსნილი მოქალაქეების  ინფორმირებას." -განაცხადა აზარაშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016