reportiori.ge - ბურთი მრგვალია ბატონებო!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 12:17
სპორტი
ბურთი მრგვალია ბატონებო!
20 ოქტომბერი, 2013. 15:00

ინგლისი- მანჩესტერი ვეღარ მანჩესტერობს 

 

ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი" 8 ტურის შედეგ მერვე ადგილზე იქნებოდა და ლიდერსაც 8 ქულით ჩამორჩებოდა. დევიდ მოიესის ახალი ცოცხი ჯერ სათანადოდ ვერ გვის. „საუთჰემპტონმა" ზედ მატჩის მიწურულს გაქვითა ანგარიში და მეხუთე პოზიცია შეინარჩუნა. ლიდერმა, ლონდონის „არსენალმა" „ნორვიჩი" გაანადგურა 4:1.  გუნდის ახალწვეულმა, გერმანელ-თურქმა იოზილმა კი ორი გოლი გაიტანა. როგორც იქნა გასვლაზე მოიგო „მანჩესტერ სიტიმ," აქ აგუერომ გამოიჩინა თავი და დუბლი შეასრულა. ქალაქელები მეოთხეზე არიან. „ჩელსიმ" აზარის კარგი თამაშის წყალობით მეოთხე პოზიცია შეინარჩუნა. „ლივერპული" ბევრს ეცადა კაცნაკლული „ნიუკასლის" დამარცხებას, მაგრამ თავად გაუხდა შეხვედრა გადასარჩენი. ბოლოსკენ, სუარესმა და სტარიჯმა უნაკლო კომბინაცია გაითამაშეს და ამ უკანასკნელმა ვარდნაში თავით გაიტანა გამთანაბრებელი. საინტერესოა, რომ ლივერპულელთა კაპიტანმა სტივ ჯერარდმა ამ გუნდის მაისურით მეასე გოლი შეაგდო. 

 

გერმანია- „ბაიერნის" შემჩერებელი ჯერ არ ჩანს 

 

 

სამივე ლიდერმა დაგეგმილი ქულები მიითვალა; თუ „დორტმუნდმა" და „ლევერკუზენმა" მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს, „მიუნხენმა" „ალიანს არენაზე" მორიგი შოუ მოაწყო და საბრალო „მაინცს" 4  გოლი გაუტანა. წარუმატებელი სტარტის შემდეგ მდგომარეობას ასწორებს „შალკე", რომელიც „ბრაუნშვაიგთან" გასვლაზე ორჯერ აგებდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოახერხა გამარჯვება და უკვე მეხუთე ადგილზეა. ლევან კობიაშვილის „ჰერტამ" მიუნჰენგლადბახის „ბორუსიას" მოუგო 1:0. ლევანმა 60 წუთი ითამაშა საყრდენ ნახევარმცველად და გაფრთხილებაც მიიღო. თემურ ქეცბაიას კი, პირველი გუნდის ლიგის მეოთხეადგილოსანი გუნდის ძირითადის მოთამაშის დონე არ აკმაყოფილებს!

 

 

იტალია: მგლებმა „ნეაპოლი" შეჭამეს 

 

 

საოცრებებს სჩადის „რომა": 8 შეხვედრა- 8 მოგება. უშუალო მდევარი, „ნაპოლი," ამჯერად პიანიჩის ორი გოლით დაამარცხეს. დედაქალაქელებთან მიახლოება შეუძლია ტურნირის „იუვენტუსს" თუ დღეს, ფლორენციაში „ფიორენტინას" დამარცხებას მოახერხებს. გუშინ „კალიარიმ" შინ კატანიას მოუგო 2:1. „მილანმა" კი ისევ ბირსას გოლით მოახერხა უდინელთა ძლევა. 

 

ესპანეთი: ლიდერებმა ქულების დაკარგვა დაიწყეს 

 

 

გუშინ ესპანეთის ჩემპიონატში გამართული ოთხი შეხვედრიდან სამი მოულოდნელი შედეგით დასრულდა. აქამდე ქულადაუკარგავმა „ბარსელონამ" პამპლონაში 0:0 ითამაშა. მადრიდის „ატლეტიკომ" სულაც წააგო „ესპანიოლთან" 0:1. „ვალენსიამ" შინ ვერაფერი დაუპირისპირა „რეალ სოსიედადს" და შეხვედრა 1:2 დათმო. პროგნოზირებადი შედეგით დასრულდა მადრიდის „რეალი"- „მალაგა" - 2:0;  გოლები დი მარიამ და რონალდუმ (პენალტით) გაიტანეს. 

 

 

ჰოლანდია:  ერთდროულად სამი ქართველი „ვიტესის" რიგებში 

 

 

ნიდერლანდებში ქულები დაკარგეს ლიდერებმა „ტვენტემ," „აიაქსმა" ( ერთმანეთში ფრედ ითამაშეს) და „ფეიენოორდმა" („იგლზთან" 2:2), რითაც კარგად ისარგებლა არნემის „ვიტესმა", სტუმრად „ჰერენვენს" 3:2 სძლია და ცხრილის ზედა ეშელონში აინაცვლა. არმენელები 72-ე წუთამდე 1:2 მარცხდებოდნენ, თუმცა შემდეგ ორი უპასუხო ბურთის გატანა მოახერხეს და გაიმარჯვეს. მესამე გოლში ორმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა. დისკვალიფიკაციამოხდილმა ჭანტურიამ მეტოქეს აართვა ბურთი, ყაზაიშვილს გადააწოდა, შეტევა კი ვან ანჰოლტმა დაასრულა. გუნდის კაპიტანი კაშია მოედანზე შეუცვლელად იყო და შეხვედრის მიწურულს ყვითელი ბარათიც დაიმსახურა. 

 

 

საფრანგეთი: იბრა-2, კავანი-2

 

 

პარიზში „სტად დე ფრანსზე" მოულოდნელი არაფერი მომხდარა. ჩემპიონატის ერთ-ერთმა ლიდერმა „პ.ს.ჟ-მ" აუტსაიდერ „ბასტიას" 4 ბურთი გაუტანა. შეხვედრის პირველ 45 წუთში მოედანზე შვედი ზლატან იბრაგიმოვიჩი ბატონობდა და 2 ულამაზესი გოლიც გაიტანა. მეორე ნახევარში მის მაგიერ ურუგვაელი ედისონ კავანი გამოვიდა და ამანაც თხა თხაზე ნაკლებიო და კორსიკელებს წყვილად გაუტანა. სხვა, ისეთი საინტერესო არაფერი მომხდარა, წლევანდელი ჩემპიონატის მთავარი ინტრიგა „მონაკო" დღეს თამაშობს  გასვლაზე „სოშოსთან" და თუ მოიგებს საფრანგეთში კვლავ ორხელისუფლიანობა აღდგება. 

 

 

 

სხვა ქვეყნებში დიდად მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა: იტალიის მეორე ლიგაში გაიმარჯვა „ემპოლიმ"- ლევან მჭედლიძე ტრადიციულად შეხვედრის მიწურულს გამოჩნდა და ტრადიციულად ბევრი არაფერიც გაუკეთებია. აზერბაიჯანში ისევ წააგო კახა ცხადაძის „ინტერმა", თანაც შინაურ კედლებში, ეტყობა ცხადაძის გუნდიდან წამოსვლა უბრალოდ დროის საქმეა. რუსეთის ჩემპიონატში მეორე ლიგაში ნალჩიკის „სპარტაკის" გამარჯვებში თავის წვლილი შეიტანა საქართველოს ნაკრების ექს-ფორვარდმა დავით სირაძემ;

 

    P.S. ბურთი, რომ მრგვალია მთელმა დუნიამ იცის, ამიტომაც ახერხებენ „პატარები" „გრანდების" გამწარებას, არ იციან მხოლოდ საქართველოში, უფრო სწორედ, ფეხბურთში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016