სპორტი
ქართველმა გოგონებმა მსოფლიოს გადმოხედეს!
ავტორი: თამაზ ჩიქვანაია
28 აპრილი, 2015. 13:30
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა, ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე, პირველი ადგილი დაიკავა. უკანასკნელ ტურში ჩვენს გოგონებს ფრეც ჰყოფნიდათ, საქმეც აქეთკენ მიდიოდა, პირველ დაფაზე ჩვენი გუნდის ლიდერი ბელა ხოტენაშვილი ტან ჟონგს ყაიმზე შეუთანხმდა, ასევე დასრულდა სალომე მელიასა და ნინო ბაციაშვილის შეხვედრები. ყველაფერი მერი არაბიძისა და შენ იანგის შეხვედრას უნდა გადაეწყვიტა. მერიმ დიდებულად ითამაშა და საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოუტანა. ბოლო ათწლეულში ქართველ მოჭადრაკეებს ასეთი წარმატებებისთვის არ მიუღწევიათ. ქება და დიდება მათ!
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19