reportiori.ge - რაში ვუხდით ათობით ათას ლარს საჯარო მოხელეებს?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 11:39
პრეს-დაიჯესტი
რაში ვუხდით ათობით ათას ლარს საჯარო მოხელეებს?
ავტორი:
28 აპრილი, 2015. 15:51



საჯარო უწყებებში დასაქმებული ადამიანების ზღვარგადასული ხელფასების შესახებ „ალია" გასულ ნომრებში წერდა. მაშინ საუბარი იყო სამინისტროებზე. ფინანსისტი გიორგი ჩახაია ამჯერად უკვე საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო კომპანიების თანამდებობის პირთა მიერ 2013-2014 წლებში მიღებულ შრომის ანაზღაურებეაზე საუბრობს. ინფორმაცია მოიცავს მონაცემებს ყოველ სრულ წელიწადზე.


„ალიას" ფინანსისტი გიორგი ჩახაია ესაუბრა:


2013 წელი:


1. ნათია ზაალიშვილი - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი; წლიური მიღებული ანაზღაურება - 104 879 ლარი; საშუალო თვიური ე.წ. „ხელზე ანაზღაურება" - 6 991 ლარი.


2. ირაკლი ცივაძე - ბათუმის საზღვაო ნავსადგურის დირექტორი; წლიური მიღებული ანაზღაურება - 155 036 ლარი; საშუალო თვიური ე.წ. „ხელზე ანაზღაურება" - 10 335 ლარი.


3. არჩილ ცაბუტაშვილი - გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი; წლიური მიღებული ანაზღაურება - 142 499 ლარი; საშუალო თვიური ე.წ. „ხელზე ანაზღაურება" - 9499 ლარი.


4. ირაკლი ღვალაძე _ საქპატენტის თავმჯდომარე; წლიური მიღებული ანაზღაურება - 130 640 ლარი; საშუალო თვიური ე.წ. „ხელზე ანაზღაურება" - 8 709 ლარი.


5. გიორგი ქადაგიძე - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი/ბანკის საბჭოს წევრი; წლიური მიღებული ანაზღაურება _ 195 000 ლარი; საშუალო თვიური ე.წ. „ხელზე ანაზღაურება" - 13 000 ლარი.


6. გოჩა შონია _ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წევრი; წლიური მიღებული ანაზღაურება - 284 288 ლარი; საშუალო თვიური ე.წ. „ხელზე ანაზღაურება" - 18 952 ლარი.



2014 წელი:


1. ლევან რაზმაძე - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე; წლიური მიღებული ანაზღაურება - 102 500 ლარი; საშუალო თვიური ე.წ. „ხელზე ანაზღაურება" - 6 833 ლარი.


2. უჩა ნანუაშვილი - სახალხო დამცველი; წლიური მიღებული ანაზღაურება _ 89 670 ლარი; საშუალო თვიური ე.წ. „ხელზე ანაზღაურება" - 5 978 ლარი.


3. კახა სეხნიაშვილი - ენერგოტრანსის ხელმძღვანელი; წლიური მიღებული ანაზღაურება - 129 062 ლარი; საშუალო თვიური ე.წ. „ხელზე ანაზღაურება" - 8 604 ლარი.


4. კახა ბექაური - კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი; წლიური მიღებული ანაზღაურება - 252 843 ლარი; საშუალო თვიური ე.წ. „ხელზე ანაზღაურება" - 16 856 ლარი.


5. ოთარ ნადარაია - ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი/ბანკის საბჭოს წევრი; წლიური მიღებული ანაზღაურება - 229 560 ლარი; საშუალო თვიური ე.წ. „ხელზე ანაზღაურება" - 15 304 ლარი.


6. არჩილ მესტვირიშვილი - ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი/ბანკის საბჭოს წევრი; წლიური მიღებული ანაზღაურება - 234 000 ლარი; საშუალო თვიური ე.წ. „ხელზე ანაზღაურება" - 15 600 ლარი.


7. დავით თვალაბეიშვილი - საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი; წლიური მიღებული ანაზღაურება - 175 000 ლარი; საშუალო თვიური ე.წ. „ხელზე ანაზღაურება" - 11 665 ლარი.


8. გიზო მჭედლიძე - ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი; წლიური მიღებული ანაზღაურება - 128 736 ლარი; საშუალო თვიური ე.წ. „ხელზე ანაზღაურება" - 8 582 ლარი.


9. მამუკა ბახტაძე - საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი/ჯორჯია ტრანზიტის და ჯრ ტრანზიტ ლაინის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; წლიური მიღებული ანაზღაურება - 248 652 ლარი; საშუალო თვიური ე.წ. „ხელზე ანაზღაურება" - 16 576 ლარი.


10. სულხან ზუმბურიძე - საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე; წლიური მიღებული ანაზღაურება - 263 374 ლარი; საშუალო თვიური ე.წ. „ხელზე ანაზღაურება" - 17 558 ლარი.



- ამ მონაცემებმა დაგვანახა, რომ, ისევე როგორც წინა ხელისუფლების პერიოდში, დღესაც კვლავ „ასტრონომიული ხელფასები" აქვთ ამ სახელმწიფო დაწესებულებებში. ამ მხრივ, ხელისუფლების ცვლილებას არანაირი შედეგი არ გამოუღია. ყოველ შემთხვევაში დღემდე ასეა.


როგორც მახსოვს, 2014 წლის დასაწყისში, პრემიერმა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თხოვნით მიმართა ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს: მინდა ინფორმაცია მოვისმინოო თქვენგან, ძალიან მაღალი ხელფასები აქვთო სახელმწიფო შპს-ებში და სსიპ-ებ-შიო და ამასთან დაკავშირებით ძალიან მაინტერესებს, რა ღონისძიებებს გეგმავთო ერთობლივად. ეტყობა, შემდგომ გადაავიწყდა ბატონ პრემიერს ამ ფაქტებთან დაკავშირებით საკუთარი შეშფოთება. ყოველ შემთხვევაში, ამ მონაცემებში ასახულმა „ასტრონომიულმა ხელფასებმა" დაგვანახა, რომ ტყუილი, ფარსი ყოფილა ღარიბაშვილის მიერ ამ საკითხებით „დაინტერესება". წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არნახული ხელფასები, 40-70%-ით უნდა შეემცირებინათ იმავე 2014 წელსვე. 20-ათას ლარიანი ხელფასები, მინიმუმ 70%-ით მაინც უნდა შეამცირონ. თუმცა, შემცირების შედეგად დარჩენილი ის 6 ათასი ლარიც ძალიან დიდი ციფრია ჩვენი ქვეყნის პირობებში. ძალიან დიდი ციფრია სახელმწიფო შრომის ანაზღაურებისთვის.


ასევე, მახსოვს, ახლო წარსულში, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ტელევიზიით ასეთი რამ განაცხადა: 5 ათასი ლარი არის ის მინიმუმი, რითაც შეიძლება დღეს საქართველოში კარგი სპეციალისტი დაიქირავო, მხედველობაში მინისტრი მყავსო. შემდეგ დასძინა, რომ „ფეისბუკში" წამიკითხავს, 5 ათასი რა ამბავია, როდესაც პენსია „ამდენიაო".


ჯერ ერთი, ბატონო ბიძინა, თქვენი მინისტრების უმრავლესობას, თუნდაც 5 ათასი ლარის შესაბამისი კვალიფიკაცია-პროფესიონალიზმი არ აქვთ, მაგრამ ამასაც რომ დროებით თავი დავანებოთ, თუ ამანაზღაუმასალას წაიკითხავთ, დაინახავთ, რომ სახელმწიფო კომპანიებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს დაახლოებით 9, 10, 12, 16, 18, 20 ათასები აქვთ ყოველთვიურად და გარდა ამისა, დავუშვათ, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, რიგით თანამშრომელსაც კი მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე აქვს თვიურად ე.წ. ხელზე ასაღები 4700 ლარზე მეტი. რა 5 ათასი, ათი ათასობით აქვთ ზოგიერთებს ანაზღაურება სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში.


რა კვალიფიკაცია აქვთ ამ ადამიანებს ასეთი და რას აკეთებენ ამისთანას ქვეყნისთვის, რომ ყოველთვიურად ათიათასები ეკუთვნით სწორედ ამ ქვეყნის ხარჯზე?! როდესაც საქართველოში, ხელფასზე მომუშავე დასაქმებული ადამიანებიდან, დაახლოებით 65-70%-ის აქვს საშუალო თვიური ანაზღაურება 400 ლარი და ნაკლები, აი, ამ პირობებში, სახელმწიფო ჩინოვნიკებს რატომ ეკუთვნით ასეთი „ასტრონომიული ხელფასები", უბრალოდ, ვერ ვხვდები. ფული ფულია და მათ გაკეთებულ საქმეებსაც არ ეტყობა რამე მნიშვნელოვანი მიღწევაწარმატებები.


მე პირადად, ვიცნობ ასაკოვან ქალბატონს, რომელიც არის 83 წლის და იმის გამო რომ, ძალიან უჭირდა მატერიალურად, სწორედ ამ სიდუხჭირის გამო, ამ ასაკის ქალბატონი ერთ-ერთი საოფისე შენობის დამლაგებლად მუშაობდა და არც მეტი, არც ნაკლები, თვეში სამარცხვინო 80 ლარი ჰქონდა ანაზღაურება. უბრალოდ, სირცხვილია, რაც ამ ქვეყანაში ხდება.


ეს არის ქვეყანა, სადაც 83 წლის ქალბატონი სიღარიბის გამო იძულებულია, იმუშაოს და თვეში 80 ლარი ჰქონდეს ხელფასი, ხოლო სახელმწიფო თანამდებობის პირებმა, ჩემი, თქვენი, ამ 83 წლის ქალბატონისა და ამ ქვეყნის სხვა ყველა მოქალაქის ხარჯზე, 10 და 20 ათასები მიიღონ თვიური ანაზღაურების სახით.


„ალია" აგრძელებს თემას და შემდეგ ნომერში დარჩენილი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო კომპანიების თანამდებობის პირთა მიერ 2013-2014 წლებში მიღებული შრომის ანაზღაურებების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით.

 

დიანა ლიპრტელიანი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016