reportiori.ge - ალიკა ტალიური: აფხაზეთში საავიაციო საშუალებები რომ განთავსდებოდა, ამისთვის საქართველო მზად უნდა ყოფილიყო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 17:24
კონფლიქტები
ალიკა ტალიური: აფხაზეთში საავიაციო საშუალებები რომ განთავსდებოდა, ამისთვის საქართველო მზად უნდა ყოფილიყო
21 ოქტომბერი, 2013. 12:19

რუსულ ავიაფორუმზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი ოთხი МиГ-29 სექტემბრის ბოლოს ადლერის აეროდრომიდან გუდაუთისკენ გადაფრინდა.

ფორუმის წევრები და სამხედრო ბლოგერები მოიერიშეთა გუდაუთაში გადასროლის მიზეზებზე საუბრობენ და, ძირითადად, ორ ვერსიას ამუშავებენ: ახლადგარემონტებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის შემოწმება და სოჭის ოლიმპიადის დროს საჰაერო სივრცის კონტროლის მიზნით პატრულირება როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით.

ამ ფაქტზე ჯერჯერობით, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ოფიციალური განმარტება არ გაკეთებულა.

ლოკალური ომებისა და შეიარაღებული კონფლიქტების მკვლევარი ალიკა ტალიური „რეპორტიორთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი მოსალოდნელი იყო და საავიაციო უზრუნველყოფა აფხაზეთში განთავსებული სახმელეთო ნაწილებისთვის  აუცილებლობას წარმოადგენს.

„ტაქტიკური ან ოპერატიული თვალსაზრისით, ნებისმიერი სამხედრო ნაწილის ან  შენაერთის დისლოკაციის ადგილის დაკავება განაპირობებს იმ ამოცანების შესრულებას, რომელიც ეკისრება მას საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევაში. თავისთავად, ეს ფაქტი აგრეთვე განაპირობებს მათ საბრძოლო და ტექნიკურ  უზრუნველყოფას. საბრძოლო უზრუნველყოფიდან ამ შემთხვევაში გამოვყოფდი საავიაციო უზრუნველყოფას. ზემოთთქმულიდან გამომდინარე, თვითონ ის ფაქტი, რომ აფხაზეთში განლაგებულ სამხედრო ნაწილებს დაემატა საავიაციო კომპონენტი, თანაც ასეთი შემადგენლობით, გასაკვირი არაფერია და ეს მოსალოდნელიც იყო“,  - განაცხადა „რეპორტიორთან“ საუბარში ტალიურმა.

მისივე განცხადებით, სახმელეთო ნაწილების განლაგება და იქ არსებული საავიაციო ინფრასტრუქტურა თავისთავად ცხადყოფდა, რომ ადრე თუ გვიან, იქ აუცილებლად გამოჩნდებოდა საავიაციო კომპონენტი და საქართველოს მხარე ამისთვის მზად უნდა ყოფილიყო გაცილებით ადრე, ვიდრე აფხაზეთში ასეთი კატეგორიის ავიაცია განთავსდებოდა. რაც შეეხება იმას, რა მიზანი აქვთ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან შორს წაგვიყვანს. ცხადია, ისინი უზრუნველყოფენ დე ფაქტო საზღვრისა და აფხაზეთის მიმდებარე  ტერირიტორიების დაცვას. არ არის გამორიცხული, აგრეთვე ასრულებდნენ ისეთ ფუნქციას, როგორიცაა ექსტრემიზმიზმთან და ნარკოტრეფიკინგთან ბრძოლა.

ასაღნიშნავია რომ, МиГ-29 გამოგონილია როგორც საფრონტო დანიშნულების საავიაციო საშუალება, რომლის ამოცანაში შედის სახმელეთო ქვედანაყოფების ინტერესების უზრუნველყოფა. დისლოცირება დაბალი ხარისხის, ნაკლებად მომზადებულ აეროდრომებზე ფრონტის ხაზთან ახლოს და ქვეითი ქვედანაყოფების ლოკალური დაცვა მოწინააღმდეგის საჰაერო საშუალებებისგან. აგრეთვე იგი უზრუნველყოფს გამანადგურებელი თვითმფრინავების დაცვასაც კი, უშუალოდ ბრძოლის დროს.

„რაც შეეხება ამ ფაქტის ოლიმპიადასთან დაკავშირებას, ვფიქრობ, ეს მეორეხარისხოვანია, რადგან პირველი  ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს საბრძოლო ამოცანას, რაც პირდაპირ დაკავშირებულია აფხაზეთში განთავსებულ ქვედანაყოფებთან და ნაწილების უზრუნველყოფას, საავიაციო უზრუნველყოფის ელემენტის ფუნქციას. რასაკვირველია, ახალი საავიაციო საშუალებებით გაძლიერება ბუნებრივია,  საფრთხეს ზრდიის. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, ახლა აფხაზეთის ტერიტორიაზე და საქართველოს ე.წ. საზღვარზე, საბრძოლო მოქმედებები გააქტიურდეს. ეს პრობლემა დღეისთვის არ არსებობს“, - აცხადებს ტალიური.

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016