„სიმართლე გითხრათ, დიდწილად მე ვიზიარებ იმ პოლიტიკას, რომელსაც გიორგი ქადაგიძე ატარებს, რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს",-აღნიშნავს საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელი გია ხუხაშვილი „რეპორტიორთან" საუბრისას.
„გიორგი ქადაგიძეზე არ ვარ მაღალი აზრის, მას თავისი ცოდვებიც ბევრი აქვს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მისი დანაშაული სადავოა. ამას რომ თავი დავანებოთ, ქადაგიძეს თავისი ძველი ცოდვები აქვს, სარჩელიცაა შეტანილი მის წინააღმდეგ პროკურატურაში, „ინტელექტბანკთან" დაკავშირებით - არსებობს კითხვები და არის კიდევ სხვა თემებიც. მას დღეს არ დაუწყია მოღვაწეობა და მის წარსულში ნამდვილადაა შავი ლაქები, თუმცა, ვერდიქტის გამოტანა ჩემი კომპეტენცია არ არის. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვისაუბროთ გიორგი ქადაგიძის შეცდომებზე, თუმცა დანაშაულზე და საბოტაჟზე განცხადებები ზედმეტია",- აცხადებს ხუხაშვილი.