reportiori.ge - არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველოში ივანიშვილი გაცილებით გავლენიანია, ვიდრე ამერიკა, მაგრამ თავის ძალას აშშ-ის ინტერესების გაუთვალისწინებლად არ იყენებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:35
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველოში ივანიშვილი გაცილებით გავლენიანია, ვიდრე ამერიკა, მაგრამ თავის ძალას აშშ-ის ინტერესების გაუთვალისწინებლად არ იყენებს
ავტორი:
04 მაისი, 2015. 16:19


 


კავკასიის დაპყრობა და განადგურება შესაძლებელია, მაგრამ კავკასიის სამართავად მას უნდა იცნობდე და ესე იგი - გიყვარდეს! ჩვენ, კავკასიელებს, არ შეგვიყვარებენ ამერიკელები, რადგან მათთვის გაუგებარ ხალხად ვრჩებით. მათ შეუძლიათ, მხოლოდ დაგვიპყრონ ან გაგვანადგურონ, მაგრამ კავკასიის მართვას ვერასოდეს შეძლებენ. და მე გულწრფელად მებრალება ამერიკელი ხალხი, რომლის ფულსაც ოფიციალური ვაშინგტონი ფლანგავს, მათი შეხედულებით, ნახევრად ველურ კავკასიელ აბორიგენებში - ქართველებში, აზერბაიჯანელებში და სომხებში „დემოკრატიის" დასანერგად...



მე ვკითხავდი კაი ბიჭს, გვარად ნორლანდს, რომელიც საქართველოში აშშ-ის ელჩად მუშაობს: როგორ ახსნიან ადამიანთა „დიდი უფლებადამცველები" სახდეპში, საერთაშორისო სამართლის ნორმების თვალსაზრისით, აზერბაიჯანის მიერ საქართველოსთვის ბრალდებული და ძებნაში მყოფი სისხლის სამართლის დამნაშავის გადმოუცემლობის ფაქტს?

 

ნუთუ თეთრი სახლის ბიბლიოთეკაში არის ვაჟა-ფშაველას პოემა „სტუმარ-მასპინძელი", სადაც მასპინძელი თავის სტუმარს საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავს, მიუხედავად იმისა, რომ სტუმარი დამნაშავეა?! ეს ამბავი კავკასიაში მოხდა, მაგრამ საეჭვოა, საქართველოში გამომგზავრებამდე ნორლანდს ეს წიგნი წაეკითხა...



სამაგიეროდ, ღირსების კავკასიური კოდექსს იცნობს და პატივს სცემს ილჰამ ალიევი, რომელმაც დაიცვა სტუმარი - დამნაშავე სააკაშვილი, უარყო რა საქართველოს თხოვნა მისი ექსტრადიციის შესახებ. ღირსების კავკასიური კოდექსის შესახებ იცის თავად სააკაშვილმაც, ამიტომაც ასე გაბედულად ჩაფრინდა ბაქოში! თუმცა, ლაჩარი სააკაშვილი, ალიევის მსგავსად, პატივს რომ სცემდეს ამ კოდექსს, კი არ გაიქცეოდა, არამედ  პასუხს აგებდა საქართველოს კანონის წინაშე, როგორც მისი მთავარი სამი ვეზირი: შს ექს-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, თავდაცვის ექს-მინისტრი ახალაია და დედაქალაქის ექს-მერი უგულავა.

მე ვკითხავდი ნორლანდს: რას უზამდა აშშ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც მას ამერიკის სახელმწიფოსა და ამერიკელი ხალხის წინააღმდეგ ბოროტმოქმედების ჩამდენი დამნაშავის გადაცემაზე უარს ეტყოდა? ეკონომიკური სანქციებით გაგუდავდა, თუ დაბომბავდა?! მაშ რატომ იკავებს თავს აშშ საქართველოსთვის ჯალათი სააკაშვილის გადმოცემაზე, რომელმაც ქართველი, აფხაზი და ოსი ხალხების გენოციდი მოაწყო და ქართული სახელმწიფოს ტერიტორია 20 პროცენტით შეამცირა?!



რაც შეეხება პრეზიდენტი ალიევის ღიმილს სააკაშვილის მასპინძლობისას, რამაც ქართველი ხალხი გააკვირვაა, ეს იმდენად გულითადი მასპინძლისა და მტკიცე კავკასიელის კი არა, მოქნილი დიპლომატის ჟესტი იყო! სინამდვილეში, ალიევი, რომელმაც საქართველოში ივანიშვილამდე ერთი წლით ადრე ამხილა აზერბაიჯანში უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციები და მეტიც - საქმიანობა აუკრძალა„IRI"-ის, „NDI"-ის ინსტიტუტებსა და „რადიო თავისუფლებასთან" ერთად ქვეყნიდან გააძევა, სძულს სააკაშვილი ბევრი მიზეზის გამო: პრეზიდენტობისას მისი უწესო საქციელის გამო ბაქოში, როცა მიშამ ერთხელ ხელები ისე დაიგრძელა, რომ სამთავრობო დაცვა იძულებული გახდა, ისინი გადაეგრიხა; იმის გამო, რომ თავისი პრეზიდენტობის დროს მან საქართველოში უმასპინძლა აზერბაიჯანელ ოპოზიციონერებს - ალიევის მტრებს, რომლებიც აზერბაიჯანში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდნენ; იმის გამო, რომ მას აზერბაიჯანის გადაქცევა სურს საქართველოში თავის დასაბრუნებელ პლაცდარმად! მაგრამ როდესაც ქვეყნის ძირითადი კანონი კოლიზიაში შედის კავკასიის კანონთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტი (ისევე, როგორც სომხეთის პრეზიდენტი) არჩევანს ამ მეორეს სასარგებლოდ აკეთებს. და განა აშშ გამუდმებით არ არღვევს საკუთარ კონსტიტუციას და გაეროს  წესდებასაც, როცა საქმე ამერიკის ინტერესებს ეხება?!

 


დასასრულ, ვკითხავდი ამერიკის ელჩს: 29 აპრილს, როცა მთავრობაში ვაკანსიები გამოჩნდა, რატომ მივიდა სასწრაფოდ არა პრემიერ ღარიბაშვილთან ან პრეზიდენტ მარგველაშვილთან, არამედ ფილანტროპ ივანიშვილთან? ნუთუ ამჯერად ნორლანდმა ივანიშვილს აშშ-ის მთავარი რესპუბლიკელი მაკ-კეინის თხოვნა გადასცა - დაენიშნა საქართველოს მთავარი რესპუბლიკელი ხიდაშელი თავდაცვის მინისტრად? და არ დაეპატიმებინა სააკაშვილი თბილისში დაბრუნებისას? ამაზე ხომ არ ესაუბრებოდა პირისპირ აზერბაიჯანის პრეზიდენტი „კანონიერ" მიშას, რომელსაც მანამდე კიევში ხიდაშელი-უსუფაშვილის რესპუბლიკელი წყვილი შეხვდა?!  და რატომ მოხდა, რომ ბაქოში, ღია საზოგადოებების მე-3 გლობალურ ფორუმზე არა მარტო სააკაშვილი, არამედ დედამისი - გიული ალასანია და ბიძამისი - თემურ ალასანიაც მიიწვიეს? ნუთუ აშშ-ში უკვე მიხვდნენ, რომ კავკასია - ფაქიზი საქმეა და აქ, საბედნიეროდ, ჯერ კიდევ მოქმედებს ღირსების კავკასიური კოდექსი?!



დიახ, ნორლანდს შესაძლოა, არც წაუკითხავს ვაჟა-ფშაველას პოემა „სტუმარ-მასპინძელი", მაგრამ მას ესმის, რომ საქართველოში ივანიშვილი გაცილებით გავლენიანია, ვიდრე ამერიკა, თუმცა საკუთარი ძალის დამოუკიდებლად გამოყენებისგან თავს იკავებს, რათა აშშ არ გაანაწყენოს...

 

 

P.S.

კავკასიის დაპყრობა ანდა განადგურება კი შეიძლება, მაგრამ კავკასიის სამართავად მას უნდა იცნობდე და ესე იგი - გიყვარდეს. კავკასიელებს არასოდეს შეიყვარებენ ამერიკელები, რადგან ისინი მათთვის მუდამ გაუგებარ ხალხებად დარჩებიან. და თუ შეიყვარებენ კიდეც, გაიგებენ - რამდენად უცხო ვართ ერთმანეთისთვის...



არა, უცხოები არ არიან?! მაშინ რატომ არ დაეხმარნენ საქართველოს თუნაც ერთი დოლარით, როცა რამდენიმე დღეში ლარი 35%-ით დაეცა?! დოლარებს ხომ  ისინი ბეჭდავენ, ამერიკა! გამოდის, რომ როცა ქართველი ჯარისკაცები ამერიკულ სამხედრო ბაზებს იცავენ ავღანეთში, მაშინ აშშ საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია, ხოლო როცა ქართული ეროვნული ვალუტა იღუპება, აშშ გარე დამკვირვებელია?!

 

 

აი ამ ყველაფრის შესახებ ვეკითხები მისტერ ნორლანდს - აშშ-ის ელჩს საქართველოში.

 

 

 

 

 

სპეციალურად „REPORTIORI.GE"-სთვის

 

„საქინფორმის" მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი

 

 

 


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016