reportiori.ge - ეს ამბავი 1995 წლის 24 მარტს მოხდა და პროფესორ ნოდარ ბოხუას სიცოცხლე შეეწირა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:36
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ეს ამბავი 1995 წლის 24 მარტს მოხდა და პროფესორ ნოდარ ბოხუას სიცოცხლე შეეწირა!
ავტორი:
05 მაისი, 2015. 02:31


 

 

"კრიმინალური საძმოების" ხოცვა-ჟლეტა თბილისში და შეირაღებული დაპირისპირება, რომელსაც პროფესორი ბოხუა ემსხვერპლა...



ეს ამბავი თბილისში 1995 წლის 24 მარტს მოხდა, მას პროფესორ ნოდარ ბოხუას სიცოცხლე შეეწირა. ამბავი ასე დაიწყო: 1995 წლის 24 მარტს, დაახლოებით ღამის პირველის ნახევარზე, თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე N 12 საცხოვრებელ კორპუსთან, "დელისის საძმოს" წევრებთან: დავით ძებნიაურთან და პაატა შატბერაშვილთან კონფლიქტის დროს "იოსებიძელების" კუთვნილი "მერსედესი" დაცხრილეს. მანქანაში მჯდომი ანდრია რაზმაძე, გიორგი ამაშუკელი და იუზა თოფურია დაიჭრნენ. "მერსედესი" დაიწვა. თოფურია კი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, დაშავადნენ "კულინარიელებიც", პაატა შატბერაშვილი, რომელიც ქალაქის მეცხრე საავადმყოფოში მიიყვანეს.



ვინაიდან დაზარალებულმა მხარემ იცოდა, რომ შატბერაშვილი დაჭრილი იყო, "იოსებიძელებმა" მისი ძებნა ქალაქის საავადმყოფოებში დაიწყეს. სერგი ბუბუტეიშვილმა, კახა ჩიქოვანმა და ზვიად მამალაძემ შატბერაშვილს მეცხრე საავადმყოფოში მიაგნეს, სადაც მის ახლობლებთან შეიარაღებული კონფლიქტიც მოუხდათ, თუმცა არცერთი მხარე არ დაზარალებულა. რადგან "კულინარიელები" "დელისის" საძმოსთან მეგობრობდნენ, შატბერაშვილის დაჭრა პირად გამოწვევად მიიღეს. რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფი იუზა თოფურია სასწრაფო ოპერაციისთვის მოამზადეს. იუზა თოფურიას მეგობრის მამამ, ზურა ჩიქოვანმა სწორედ ამ მიზნით მიაკითხა სახლში ნოდარ ბოხუას და საავადმყოფოში მიიყვანა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.


სწორედ იმ დროს, როცა პროფესორი კლინიკას ტოვებდა, საავადმყოფოს ეზოში სროლა დაწყო და ნოდარ ბოხუა გარდაიცვალა. ამ ფაქტს ზურაბ ჩიქოვანი საკუთარ ჩვენებაში ასე აღწერს: "გარეთ გამოვედით, მანქანებში ჩავსხედით, პირველ მანქანაში იჯდა ჩემი მეუღლე და დაჭრილის ძმა, საჭესთან კი პაატა ღამბაშიძე. მეორე მანქანაში ვიჯექით მე, ნოდარ ბოხუა, შავერდ შავერდოვი, ბაადურ მოსიძე. მესამე მანქანაში ნეიროქირურგი იჯდა მძღოლთან ერთად. ჩემს მეუღლეს უნდა აეღო წამლები და ისევ საავადმყოფოში უნდა მობრუნებულიყო. სროლა ატყდა. პირველი ტყვია მე მომხვდა, მანქანიდან გადმოვედი, ვცდილობდი, გადმომეტანა ჩემი იარაღი, მაგრამ ვერ მოვახერხე, რადგან ხელი მოტეხილი მქონდა. ამ დროს სროლა შეწყდა. მე ვიყვირე: "ექიმები ვართ-მეთქი". ვიღაცამ შეგვაგინა. ინტენსიური სროლა რომ დასრულდა, იარაღის გადატენა ძლივს მოვახერხე, მძღოლს ვუთხარი, სასწრაფოდ დაეძრა მანქანა და წასულიყო. მანქანა წავიდა, მე ოთხჯერ ვისროლე უმისამართოდ, ისევ დაიწყო სროლა. მე ასფალტზე ვიწექი, დავინახე ჟიგული, რომელშიც ჩემი მეუღლე იჯდა. გავიგონე მეუღლის ხმა, "ზურიკო, ცოცხალი ხარ?" მე ვუთხარი, მანქანაში ჩაწოლილიყო, ისევ დაიწყო სროლა, ამ დროს ხმა მომესმა: "კანტროლკა გაუკეთეო", ახალგაზრდა ბიჭის ხმამ უპასუხა: "მგონი, ქალიაო". ამ პასუხს ისევ სროლები მოჰყვა. საავადმყოფოდან გამოსულმა ხალხმა საავადმყოფოში შეგვიყვანა. ვინ ისროდა, არ დამინახია. თუმცა, როგორც ვიცი, სროლაში დაახლოებით ათამდე კაცი მონაწილეობდა. გვიან გავიგე, რომ ესენი "კურინარიელები" იყვნენ.



ნეიროქირურგის მკვლელობას და ასევე, სხვა ექიმების დაჭრას სერიოზული გამოხმაურება მოყვა. პროკურორმა ნუგზარ გაბრიჩიძემ საიდუმლო შეტყობინება მიიღო, სადაც თბილისური "ვენდეტის" უბრალო მონაწილეთა ვინაობაც და საქმის არსიც იყო მოთხრობილი... თუმცა, 1995 წლის 5 აპრილს თბილისის პროკურატურიდან საქმე უშიშროების სამსახურმა გაითხოვა. რის შემდეგაც ლევან დაუშვილმა რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მომხდარი თავდასხმა თავის თავზე აიღო. სხვა კულინარიელები - ირაკლი მაშავა, ნიკა ქათამაძე და გიორგი ნადარეიშვილი მოწმედ დაუდგნენ დაუშვილს. 7 აპრილს გენერალურმა პროკურორმა


ლევან დაუშვილის, როგორც მკვლელობაში ბრალდებულის დაპატიმრების სანქცია გასცა, დანარჩენები კი "ჩეკისტთა" შუამდგომლობის საფუძველზე დანაშაულის დაფარვისთვის დააპატიმრა.




ზუსტად ერთ კვირაში ირაკლი მაშავა, გიორგი ნადარეიშვილი და ნიკა ქათამაძე უშიშროების სამსახურის საგამოძიებო იზოლატორიდან გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს. 1995 წლის ტერაქტის გამო შეთანხმება ჩაიშალა და ამიტომ ლევან დაუშვილმა ჩვენება შეცვალა. ჩვენებაში ის წერდა, რომ „დელისის" საძმოს ერთ-ერთმა წევრმა თემურ ქურდიანმა დააკავშირა უშიშროების მაღალჩინოსნებთან. უდანაშაულო დამნაშავე უკვე დეტალურად ყვებოდა შეთანხმების თაობაზე, რომლის მიხედვითაც, მკვლელობის თავის თავზე ამღები სამ თვეში გათავისუფლდებოდა, დანარჩენები კი მოწმის როლს იტვირთებდნენ. ლევან დაუშვილის აღიარების შემდეგ "კულინარიელი" ირაკლი მაშავა დაიკითხა. იგი დაეთანხმა მეგობრის ჩვენებას და განაცხადა: "ქურდიანმა გვითხრა, ეჭვები თქვენზეა, მაინც დაგიჭერენ და ჯობია, ასე მოიქცეთო. ქურდიანი იგორ გიორგაძის და თემურ ხაჩიშვილის დახმარებით მოაგვარებდა საქმეს". თემურ ხაჩიშვილმა და „დელისელების" საძმოს წევრმა პაატა ქურდიანმა დაუშვილის ბრალდება უარყვეს. 1995 წლის 25 დეკემბერს ლევან დაუშვილს მკვლელობის ბრალდება შეუცვალეს და დანაშაულის დაფარვაში დაადანაშაულეს. იმავე დღეს იგი უშიშროების იზოლატორიდან გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს. პროფესორ ნოდარ ბოხუას მკვლელობაში გამოძიების მიერ დადანაშაულებულთაგან სასამართლომ დავით ქინქლაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალად ედებოდა მკვლელობაში დახმარების გაწევა. დანარჩენი ბრალდებულები კი ბანდიტობის მუხლით გაასამართლეს და მცირე ხნით დააკავეს. სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს ირაკლი მაშავა, მას ბრალად დანაშაულის დაფარვა ედებოდა.


გამოყენებულია ფრაგმენტები "ახალი 7 დღის" საარქივო სტატიიდან - "ვინ მოკლა პროფესორი ბოხუა?"



http://www.ambebi.ge



 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016