ევროპის ხუთ ქვეყანას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის პოსტზე ქალი მინისტრი ჰყავს: კარინ მარტა ელიზაბეტ ენსტრემი - შვეცია, ჟანინ ჰენის-პლაშე - ნიდერლანდები, ინე მარი ერიქსენ სორეიდე - ნორვეგია, ურსულა ფონ დერ ლეიონი - გერმანია და მიმი კოდჰელი - ალბანეთი. თითოეული ქვეყნის ადგილობრივი მედიის ცნობით ქალი მინისტრების მუშაობით, როგორც მთავრობა ასევე ქვეყანაც კმაყოფილია, აღნიშნავენ რომ ისინი ხშირ შემთხვევაში უკეთაც კი ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობებს ვიდრე ზოგიერთი მამაკაცი მინისტრი.
გერმანია
გერმანიის თავდაცვის პოსტზე ურსულა ფონ დერ ლაიენი 2013 წლის დეკემბერში დაინიშნა და გერმანიის ისტორიაში თავდაცვის უწყების პირველი ქალი ხელმძღვანელი გახდა. მისი პირველი გადაწყვეტილება ნატოს უკავშირდებოდა. პოსტზე დანიშვნისთანავე ახალმა მინისტრმა თანამშრომლებს მოუწოდა შექმნილიყო ევროპის შეიარაღებული ძალების გაერთანება, რომლის აქტიური მოქმედებებიც კიდევ უფრო გააძლიერებდა ევროპის როლს ნატოში. მინისტრმა პოსტზე დანიშვნიდან მალევე მოინახულა გერმანიის ბაზა ავღანისტანში და განაცხადა რომ „გერმანელები დარჩებიან ადგილზე და დაასრულებენდ დაწყებულ საქმეს". მინისტრმა ასევე მზადყოფნა გამოთქვა სხვა მისიებში მონაწილეობის მისაღებად მათ შორის სირიაში, მალიში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. თავდაცვის მინისტრის თანამდებობამდე ურსულა ფონ დერ ლაიენს შრომის მინისტრის პოსტი ეკავა.
ნიდერლანდები
ჰოლანდიის თავდაცვის მინისტრს, ჟანინ ჰენის-პლასშერტს თანამდებობა 2012 წლიდან უკავია. როგორც აღნიშნავენ არც ის არის მშვიდობისმოყვარე - სულ ცოტა ხნის წინ გერმანიის კოლეგასთან ერთად ეწვია თურქეთ-სირიის საზღვარს, სადაც ანტისარაკეტო კომპლექს „Пэтриот"-ის განლაგება ხდება. ადგილზე ჩასული მინისტრი სიტყვითაც გამოვიდა და საზღვრიდან მიმართა სხვადასხვა ქვეყნის მეთაურებს: „ჩვენ ვცდილობთ გაერთიანებული ძალებით დავიცვათ თურქეთის ტერიტორია და მოსახლეობა. არ ვიცით აპირებს თუ არა სირია საზღვრისკენ წინ წაწევას, რომელსაც დღეს ნატოს ძალები იცავენ. ჩვენი ვიზიტით გვინდა ხელი შევუწყოთ კონფლიქტის ესკალაციას. წესით ეს ყველა მხარისთვის გასაგები უნდა იყოს".
თუმცა სამშობლოში მას ჯარის შემცირების გამო აკრიტიკებენ. სულ რაღაც ერთი წლის წინ 43 ათასი ჯარისკაციდან სამმა ათასმა ფიზიკური მომზადების ტესტის გავლა ვერ შეძლო, ხოლო 15 ათასმა ჯარისკაცმა საერთოდ არ მიიღო მონაწილეობა ტესტირებაში ჯანმრთელობის პრობლემების გამო. შეიარაღებული ძალების რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება. კრიტიკოსები აღშფოთებას გამოთქვამენ და მიაჩნიათ რომ პრობლემა სათანადოდ არ არის შეფასებული. გარდა ამისა ჰოლანდია აქტიურად ყიდის თავის ძველ ტექნიკას, მაგალითად „ლეპარტ-2ა6" ტიპის ტანკები ფინეთთან ერთად ლიტვამაც შეისყიდა. პოლიტიკოსების ნაწილი ამ საკითხსაც პრობლემად მიიჩნევენ და ისინი ირონიით აღნიშნავენ, რომ სამაგიეროდ თავდაცვის მინისტრმა მონაწილეობა მიიღო 2014 წელს ამსტერდამში გამართულ გეიპარადში.
ნორვეგია
ინა მარი ერიკსენ სორეიდემ თავდაცვის პოსტზე ასევე ქალი მინისტრი შეცვალა. მინისტრობის პოსტის დაკავებამდე ერიკსენ სორეიდე შიდა პოლიტიკის და თავდაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობდა. ასე რომ საომარი თემატიკა მისთვის უცხო ნამდვილად არ ყოფილა. ნორვეგია რუსეთთან საერთო საზღვრის გამო საკმაოდ დიდ როლს თამაშობს ნატოში. მინისტრს ადგილობრივი პოლიტიკოსები ყველაზე მეტად ბოლოს შესყიდული ორმოცდათორმეტი „F-35" სტილის ამერიკული გამანადგურებლის შესყიდვის გამო აკრიტიკებენ. მათ მიაჩნიათ რომ ტექნიკა გამოუსადეგარი იქნება ჩრდილოეთ რეგიონებისთვის, რადგან ვერ შეძლებენ დაბალ ტემპერატურაზე ფრენას. თუმცა სამინისტრო ცდილობს ყველა დაარწმუნოს რომ სიტუაცია კონტროლის ქვეშ აქვს.
2013 წელს ნორვეგია ევროპაში პირველ და ჯერჯერობით ერთადერთ ქვეყნად იქცა, სადაც ჯარში ქალების გაწვევაც ხდება. უშუალოდ მინისტრის გადაწყვეტილებით კი ჯარში დაწესდა ვეგეტარიანელების დღე - ორშაბათობით ჯარისკაცებისთვის ხორცის მიღება აკრძალულია. შვეცია შვეციამ ქალი მინისტრი 2012 წელს აირჩია. თანამდებობა კარინ მარტა ელიზაბეტ ენსტრემმა დაიკავა. შვეცია ნატოს წევრი არ არის, მიუხედავად ამისა ქვეყანა ავღანეთის მისიაში მონაწილეობას ღებულობს. თუმცა მონაწილეთა რიცხვი გამუდმებით მცირდება. ამ ეტაპზეც 200 ათასი მშვიდობის დამცველია წარმოდგენილი. შვეციის ჯარში ოფიციალური გაწვევის გარეშეც მოხალისე-ქალების რაოდენობა 20%-ს შეადგენს.
ალბანეთი
მიმი კოდჰელი მინისტრის თანამდებობაზე 2013 წლის 15 სექტემბერს დაინიშნა. მან არბენ იმამი შეცვალა.
კოდჰელი ალბანეთის დედაქალაში, ტირანაში დაიბადა, დაოჯახებულია და ერთი შვილი ჰყავს. ეკონომიკის ფაკულტეტი იტალიაში, ვერონას უნივერსიტეტში დაამთავრა. მაგისტრის ხარისხი კი ლინკოლნის უნივერსიტეტში მიიღო საზოგადოებირივ ადმინისტრაციის განხრით.
მიმი კოდჰელი პოლიტიკაში აქტიურად 2002 წლიდან ჩაერთო, როდესაც ტირანას მერის მოადგილედ დაინიშნა. 2007 წლიდან მიმი კოდჰელი სოციალისტური პარტიის წევრია. 2009 წელს კოდჰელი პარლამენტის წევრი გახდა და ეკონომიკის და ფინანსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტი დაიკავა.
გაზეთი „პრაიმტაიმი"