reportiori.ge - „ორი ვარიანტია, ან ნარმანია გვატყუებს, ან რამე საიდუმლო ჯგუფი მუშაობს“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 12:11
პრეს-დაიჯესტი
„ორი ვარიანტია, ან ნარმანია გვატყუებს, ან რამე საიდუმლო ჯგუფი მუშაობს“
ავტორი:
07 მაისი, 2015. 14:20


თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვის გეგმის ძირითადი ნაწილი მზად არის და ჯგუფმა, რომელიც სპეციალურად მოიწვიეს, რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი, მერიას უკვე გადასცა.


„მათ ნახეს ჩვენთან არსებული სიტუაცია, მოამზადეს რეკომენდაციები, რომლებსაც ჩვენთან მომუშავე კომისია, ჩემი მოადგილის ხელმძღვანელობით, იყენებს. ძირითადი ნაწილი (გეგმის) უკვე მზად არის, თუმცა დამატებით საკითხებზე ვმუშაობთ და როგორც კი დასრულდება, საჯარო პრეზენტაციას გავაკეთებთ", - განაცხადა ნარმანიამ.


კონკრეტულად რა გეგმა შეიმუშავა მერიასთან არსებულმა კომისიამ? როგორ აპირებენ საცობების პრობლემის მოგვარებას?


ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად მერიას მივმართეთ. მას მერე, რაც ჩვენს ზარს არ უპასუხეს, „ეს-ემ-ეს" შეტყობინება გავუგზავნეთ მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელს, მაგდა პოპიაშვილს, თუმცა კითხვაზე პასუხი არც ამის მერე მიგვიღია.


ამის შემდეგ ნარმანიას მიერ ხსენებული კომისიის წევრს, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარეს, ეკა ლალიაშვილს დავუკავშირდით:


„მას მერე, რას ეს სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც საცობების განტვირთვასა და საგზაო უსაფრთხოების მიმართულებაზე უნდა ემსჯელა, სულ მოეწყო დაახლოებით სამი შეხვედრა. ბოლოს, ერთი თვის წინ შევხვდით, ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. ჩვენ, ამ ჯგუფს, დღემდე არანაირი კონკრეტული რეკომენდაცია არ შეგვიმუშავებია. თუ ჩვენ გარდა კიდევ რაიმე სახის სამუშაო ჯგუფი არსებობს, ამის შესახებ არაფერი ვიცი. ჩვენი ჯგუფი, მერის მოადგილე ნანა ხატისკაცის ხელმძღვანელობით, სადაც შევდიოდით არასამთავრობო ორგანიმზაციები, ასევე საკრებულოს წევრები და ის ადამიანები, რომლებსაც შეხება აქვთ ტრანსპორტთან, დეკემბრის შუა რიცხვებში შეიქმნა".


ლალიაშვილთან საუბრის შემდეგ „ალიას" არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „საზოგადოებრივი ინიციატივის" დამფუძნებელი ვასო ურუშაძე ესაუბრა. ის საცობების საკითხის მოგვარებაზე, ჯგუფის შექმნამდეც აქტიურად მუშაობდა:


- როცა მერმა ეს სამუშაო ჯგუფი შექმნა, იმ ორგანიზაციებს, რომლებიც მეტ-ნაკლებად დაახლოებული არიან თბილისის მერიასთან, შესთავაზეს ჯგუფის მუშაობაში ჩართვა. შეთავაზება მივიღეთ ჩვენც, თუმცა არ ვიყავით მერიასთან დაახლოებული, მაგრამ ეს შეთავაზება იყო შუამავლის საშუალებით, რის გამოც უარი ვთქვით - თუ თბილისის მერიას ჩვენთან ურთიერთობა სურდა, ამისთვის არსებობდა ოფიციალური გზები, შეეძლოთ, მოემართათ და ჩვენც, ასევე, ოფიციალურად ვიმოქმედებდით. ამის მერე, თვეების განმავლობაში ამ კომისიის მუშაობას ვადევნებდით თვალყურს. მიუხედავად იმისა, რომ უარი ვთქვით სამუშაო ჯგუფში ჩართვაზე, ამ ჯგუფის მუშაობის შესახებ ინფორმაცია მოგვდიოდა ელექტრონულ ფოსტაზე და ვიცით, რას აკეთებდა ეს ჯგუფი. ამ ჯგუფს დღემდე ჰქონდა ორი-სამი არაფრისმომცემი შეხვედრა, რასაც მოჰყვა საქართველოში დუბლინელი ექსპერტის ვიზიტი, რაც იყო სავსებით გაუგებარი, იმიტომ, რომ დუბლინი არის ქვეყანა ევროპის მასშტაბით, რომელიც საცობების კუთხით ერთ-ერთ პრობლემურ ქვეყნად  ითვლება და დღემდე ვერ გვარდება საცობების პრობლემა. ამიტომ გაუგებარი იყო, რაც აუცილებლობას წარმოადგენდა დუბლინელი ექსპერტების გამოცდილების გაზიარება, როცა ათობით ქვეყანა არსებობს მსოფლიოში, სადაც ისეთი მოწესრიგებულია საცობების და საპარკინგო სისტემა, რომ კარგი იქნებოდა, მათი მაგალითების აღება.


- მაშინ რას ნიშნავს ნარმანიას განცხადება, რომ დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვის გეგმის ძირითადი ნაწილი მზად არის?


- ყველანაირი ფაქტის გათვალისწინებით გამოდის, რომ დავით ნარმანია ტყუის! გაკეთებული არაფერია და რამე ხომ უნდა თქვას?! მე მაქვს კავშირი ამ ჯგუფის წევრებთან,რომლები  ჩემთან საუბრისას ადასტურებენ, რომ არანაირი გეგმა არ არის შემუშავებული. ნაბიჯიც არ  გადადგმულა ამ კუთხით!


თუ რაიმე მესამე ჯგუფი არსებობს, რომელიც ამ თემაზე მუშაობს, ეს სხვა თემაა. ჩვენ არ გვაქვს ამაზე ინფორმაცია, უნდა გამოვიდეს ნარმანია და თქვას, რა ხდება. ორი ვარიანტია, ან ნარმანია გვატყუებს, ან რამე საიდუმლო ჯგუფი მუშაობს, რაზეც უნდა გამოვიდეს და გააკეთოს განცხადება - რის საფუძველზე შეიქმნა ეს ჯუგფი და რატომ არ არიან ჩართულები დიანტერესებული ჯგუფები მის მუშაობაში.


- თქვენ რას აპირებთ?


- მას მერე, რაც რამდენიმე ორგანიზაცია ვერ მოვხვდით მერიის მიერ ოფიცალურად მოწვეულთა სიაში, შევქმენით ალტერნატიული კომისია და მალე გვექნება მზად გეგმა.


დიანა ლიპარტელიანი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016