reportiori.ge - გელა მებონია: 2003 წლიდან 2012 წლამდე 70 საქართველოს მოქალაქეა მოკლული!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 02:18
პოლიტიკა
გელა მებონია: 2003 წლიდან 2012 წლამდე 70 საქართველოს მოქალაქეა მოკლული!
ავტორი:
22 ივლისი, 2013. 17:55

„როგორც რიგითი მოქალაქე, სამი შვილის მამა და პოლიციელი არ ვაპირებ ჩუმად ყოფნას" -  ეს განცხადება კრიმინალური პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა გელა მებონიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში სტუმრობისას გააკეთა -  „წინა ხელისუფლების კარგი საქმეები იმ მკვლელობებმა გადაფარეს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში  მოხდა. 2003 წლიდან 2012 წლამდე  70 საქართველოს მოქალაქეა მოკლული. დაწყებული ზურაბ ჟვანიათი და გურამ შარაძით დამთავრებული სანდრო გირგვლიანითა და კორტებთან ჩაცხრილული ბიჭებით" - განაცხადა  მებონიამ.

როგორც მან აღნიშნა, თანამოაზრეებთან ერთად შექმნა მოძრაობა „საქართველოს არწივი," რომლის მიზანიც პრემიერ-მინისტრის დახმარებაა - „უპირველსად, მინდა ვთქვა, რომ არ ვყოფილვარ არცერთ პარტიაში. ის გამარჯვება, რომელიც პრემიერ მინისტრმა მოიპოვა არის საფრთხის ქვეშ. სწორედ ამიტომ, შევქმენით მოძრაობა „საქართველოს არწივი," სადაც იმუშავებენ უმაღლესი რანგის პროფესიონალები და დავეხმარებით ხელისუფლებას იმ მკვლელობების გამოძიებაში, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ განხორციელდა. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო,  ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უშიშარმა და სამართლიანმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შექმნას ისეთი პოლიცია, როგორსაც ქართველი ხალხი იმსახურებს" - განაცხადა მებონიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016