reportiori.ge - ნოდარ ჯავახიშვილი: უწყების მიერ 2015 წლის პირველ კვარტალში ათვისებული ბიუჯეტის მაჩვენებელმა 107% შეადგინა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 07:57
პოლიტიკა
ნოდარ ჯავახიშვილი: უწყების მიერ 2015 წლის პირველ კვარტალში ათვისებული ბიუჯეტის მაჩვენებელმა 107% შეადგინა
07 მაისი, 2015. 18:01



„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, ბიუჯეტიდან გამოყოფილ სახსრებს გეგმიურად ხარჯავს და უწყების მიერ 2015 წლის პირველ კვარტალში ათვისებული ბიუჯეტის მაჩვენებელმა 107% შეადგინა", - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საფინანსო-საბიუჯეტო, აგრარულ საკითხთა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ნდობის მოპოვება იმასთან დაკავშირებით, რომ სამინისტროს საჯარო ფინანსებიდან გამოყოფილ 1 მილიარდ ლარს უწყება სწორად და კანონის სრული დაცვით განკარგავს.

 

 

„ეს ფული ეფექტურად იხარჯება ქვეყნის განვითარებაზე. ჩვენი ხელისუფლების მიზანია, კორუფციული გარიგებების მინიმუმამდე დაყვანა. შეკითხვები, რომელიც საზოგადოებაში კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტის ან ტენდერის მიმართ ჩნდება, პასუხგაუცემელი არ დარჩება, თუმცა, უმჯობესია, ასეთი კითხვების გაჩენის საფუძველი საერთოდ არ არსებობდეს. მხოლოდ ხელმძღვანელი პირების შეხედულებით თანხების ხარჯვის პირობებში ჩნდება ელიტური კორუფციის რისკები და არც მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინება ხდება სრულად. ამის გადაჭრის ერთ-ერთ გზად გვესახება სამინისტროს და მუნციპალიტეტების სამეურნეო საჭიროებებისგან განტვირთვა. ბევრი რამ, რაც დღეს სახელმწიფო კომპანიების მხრიდან ხორციელდება, უფრო წარმატებით შეიძლება გააკეთოს კერძო სექტორმა. ამდენად, ჩვენ ვსწავლობთ სამინისტროს დაქვემდებარებაში და მუნიციპალიტეტების საკუთრებაში მყოფი სამშენებლო, კომუნალური თუ სხვა საწარმოების პრივატიზების შესაძლებლობას და გააზრებულად მივიღებთ მათი განსახელმწიფოებრიობის გადაწყვეტილებას", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016