reportiori.ge - არჩილ გამზარდია: ჩვენთან ჟურნალისტობა მარტო „ნიუს-მეიქინგი“ ჰგონიათ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 07:27
მედია
არჩილ გამზარდია: ჩვენთან ჟურნალისტობა მარტო „ნიუს-მეიქინგი“ ჰგონიათ
08 მაისი, 2015. 14:33


 

„ ჩვენთან, რეალობაში ჟურნალისტობა მარტო „ნიუს-მეიქინგი" ჰგონიათ, მაგრამ ასე არაა", -აღნიშნა „კვირის 20/30"  წამყვანმა არჩილ გამზარდიამ, „რეპორტიორთან" ინტერვიუში. გამზარდიას თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გადაცემის წამყვანად შეარჩიეს, მისი ანალიტიკური აზროვნება იყო.

               

„ანალიტიკური თოქ-შოუს „კვირის 20/30" ტელეწამყვანის შერჩევისას, აქცენტი გაკეთებული იმაზე იყო, რომ წამყვანი ანალიტიკოსი ყოფილიყო, ჟურნალისტ-წამყვანზე აქ საუბარი არ ყოფილა, რადგან ეს ანალიტიკური გადაცემაა. პირველი ესაა, რაც ამ თოქ-შოუს სჭირდებოდა. ჩვენთან, რეალობაში ჟურნალისტობა მარტო „ნიუს-მეიქინგი" ჰგონიათ, მაგრამ ასე არაა. მთავარია წამყვანის საკუთარი შეხედულებები, პოზიცია. ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომელსაც ვაკმაყოფილებდი, ეს იყო. ალბათ, დანარჩენი ჩემმა ბექგრაუნდმა განაპირობა, ასაკმაც - არც ზედმეტად ახალგაზრდა ვარ და პირიქით. შემოთავაზება მაშინდელი პროდიუსერისგან მივიღე. რაღაც სიტყვა მეთქმის საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებზე. ეს განსხვავებული სპეციფიკაა, რამაც დამაინტერესა, როდესაც ხარ საჯარო ადამიანი და შენი სათქმელი გაქვს საზოგადოებისთვის,  ამისთვის რაღაც ხერხებს ეძებ, ეს ერთ-ერთი შანსია", -აღნიშნა გამზარდიამ.  




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016