reportiori.ge - თბილისის „SOS ბავშვთა სოფლის“ თავშესაფრის ბინადრებს ამერიკელმა სტუმრებმა საჩუქრები გადასცეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:55
"რეპორტიორის" თვალით...
თბილისის „SOS ბავშვთა სოფლის“ თავშესაფრის ბინადრებს ამერიკელმა სტუმრებმა საჩუქრები გადასცეს
08 მაისი, 2015. 16:13



საერთაშორისო ასოციაციის „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" ამერიკელი პარტნიორები თბილისში „SOS ბავშთა სოფლის" პროგრამის ფარგლებში არსებულ დედათა და ბავშვთა თავშესაფარს ესტუმრნენ. პამელა და ედმონდ დოშებმა თავშესაფრის ბინადრებს სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ტექნიკა და საბავშვო- გასართობი მოწყობილობები გადასცეს. თბილისის „SOS ბავშვთა სოფლის" პროგრამის ფარგლებში არებულ თავშესაფარში ამჯერად 48 ბენეფიციარი ცხოვრობს. თავშესაფრის ბინადრები პირობებით კმაყოფილები არიან და აცხადებენ , რომ აქ მათთვის და მათი შვილებისთვის ოჯახური გარემოა შექმნილი.



მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა თავშესაფარი 1996 წლიდან არსებობს. „SOS ბავშვთა სოფლის" პროგრამის ფარგლებში 2013 წელს დედათა და ბავშვთა თავშესაფარი დაარსდა. დედები, რომლებიც თავშესაფარში ცხოვრობენ, უზრუნველყოფილი არიან სრულფასოვანი კვებით, ჯანდაცვით; მათ სტუმრობენ სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები, გადიან პროფესიულ გადამზადებას და ხელშწყობა აქვთ დასაქმებაში.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016