რატომ არ არის ეკლესია რადიკალური ხელისუფლების მიმართ, როცა ხალხს უკიდურესად უჭირს? რატომ იტყუება ხელისუფლება და რა სახელით შევა ივანიშვილი ქვეყნის ისტორიაში? რა იგეგმება ქვეყნის წინააღმდეგ?
„ალიას" გლდანის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა ბასილი მკალავიშვილი ესაუბრა:
- მამაო, მძიმე სიტუაციებში ეკლესია ქადაგებებში ყოველთვის მოუწოდებს ხოლმე ხელისუფლებას ვითარების გამოსწორებისკენ. ახლა, როცა ხალხს ცხოვრება უკიდურესად დაუმძიმდა, რატომ დუმს ეკლესია, რატომ არ არის უფრო რადიკალური?
- გეთანხმებით, მართლაც გაუსაძლისი გახდა ჩვენი ცხოვრების პირობები. შევარდნაძის დროს ხალხი ოცნებობდა, რომ მოიშორებდნენ მას და ყველაფერი შეიცვლებოდა, მაგრამ ეს მხოლოდ ოცნებად დარჩა, რამეთუ ის ჩაანაცვლა მასზე უარესმა, გაუწონასწორებელმა, სისხლისმღვრელმა სააკაშვილმა, რომელმაც თავის თანამოაზრეებთან ერთად ჩამოაყალიბა სატანური სექტა და 2004 წლიდან 2012 წლამდე ეწეოდა ქართველთა მსხვერპლშეწირვას. მაშინ ჩემი გაფრთხილება ერმა ყურად არ იღო, შედეგიც მივიღეთ მეტად საზარელი. მისი მტარვალი ხელი ყველა ოჯახს შეეხო. მიუხედავად იმისა, რომ ეს სატანა ვითომ მოგვშორდა, ხალხისთვის, ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა. თქვენ მეკითხებით ეკლესიის უმოქმედობაზე საზოგადოების შეჭირვებასთან მიმართებაში.
ცხრა წლის განმავლობაში ეკლესია და ხელისუფლება კოჰაბიტაციაში იმყოფებოდნენ. სასულიერო პირთა გარკვეულმა ნაწილმა იცოდა, ციხეში როგორ ტანჯავდნენ პატიმრებს და ხმას არ იღებდა, ეს ხომ ენით აუწერელი ბოროტებაა სასულიერო პირისგან. მე ზვიადის განდევნის შემდეგ სიკვდილმისჯილებთან დავდიოდი და ვაზიარებდი, ამათ კი თავისი სულიერ შვილთა წამება არ აწუხებდათ და დღევანდელ პირობებში გიკვირთ, რომ ისინი გაჩუმებულები არიან? ვერ აცნობიერებენ იმას, რომ, როცა ღმერთს შეუდგები, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო, რათა ადამიანთა სულები გადაარჩინო, ესენი კი, როგორც ყოველთვის, პირადულს უფრო მაღლა აყენებენ, ვიდრე შეჭირვებულთა ბედს. რომელი ბიზნესმენი ჩამოვა და ინვესტიციებს ჩადებს ჩვენს ქვეყანაში, რათა ეკონომიკა აღორძინდეს და ხალხს ეშველოს. ხელისუფლება ამაზე საერთოდ არ ფიქრობს და იმიტომაც არის გაუსაძლისი კრიზისი და მთავრობაც უძლურია, ამ პრობლემას გაუმკლავდეს.
- ივანიშვილი გამოდის და გაუფასურებულ ლარზე ამბობს, ჯანმრთელია, ქვეყანაში ყველაფერი კარგად არისო. ადამიანმა ხომ იცის, პურისა და წამლის ფული არ აქვს და მის გარშემო ბევრს გაუჭირდა, რატომ ატყუებს ხალხს, რაში სჭირდება?
- ივანიშვილს მართლაც დიდი ნდობა გამოუცხადა ხალხმა, ყველას სჯეროდა მისი იმჟამინდელი „გულწრფელობის", მაგრამ მწარედ მოტყუვდნენ. რაც არ უნდა სიმაღლეს მიაღწიო ადამიანმა, ყველას მრჩეველი სჭირდება. ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის დროს, როცა მის გვერდით „რესპუბლიკელების" უმრავლესობა ვიხილე, მაშინვე გავთვალე მომავალი. საგაზეთო ინტერვიუებით ვურჩევდი, აეყვანა სასულიერო პირი მრჩევლად, მოეშორებინა „რესპუბლიკელები", რამეთუ ამ პარტიის წარმომადგენლები, მოყოლებული მათი პოლიტიკაში მოსვლიდან, საქართველოსა და სარწმუნოების მტრები იყვნენ. ვგრძნობდი, ისინი კარგს არაფერს მოუტანდნენ ჩვენს ერს, სწორედ ისინი დაღუპავდნენ ივანიშვილს. ივანიშვილმა კი ეს პარტია მკვდრეთით აღადგინა. მეტიც, მნიშვნელოვანი თანამდებობები უბოძა.
ხალხო, ნუთუ ვერ ხვდებით, რომ საქართველო დამოუკიდებელი არ არის. ჩვენ ვართ ამერიკის 51-ე, ყველაზე უღარიბესი შტატი. ჩვენთან არც ე.წ. პრეზიდენტი, არც პრემიერ-მინისტრი წყვეტს საკითხებს, არამედ ამერიკის ელჩი ნორლანდი განაგებს ყოველივეს. მან მკაცრად გააფრთხილა მარგველაშვილი, ვაშინგტონთან ვაჭრობა არ გაგივათო. საქართველოს ბედი არავის აინტერესებს.
ივანიშვილს არანაირი მორალური უფლება არ აქვს, ხალხი მოატყუოს, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლის მსურველთათვის, ეს ჩვეული წესია. სანამ ნდობის სავარძლებს დაეპატრონებიან, საზოგადოებას დაპირებების კოშკს აუგებენ ხოლმე, მერე კი ყველაფერი ავიწყდებათ. ბატონი ბიძინას შემთხვევაში მართლაც მიკვირს, რამეთუ მას არაფერი სჭირდება, ყველაფერი აქვს, მაგრამ იკვეთება, რომ ოკეანის გაღმელთა თითის დაქნევას ისიც უფრთხის.
- ხალხს ივანიშვილი მხსნელად მიაჩნდა, რით დამთავრდება მისი ურთიერთობა ხალხთან, ასე თუ გააგრძელა?
- ბატონმა ბიძინამ ისე გაუქარწყლა ხალხს იმედი, ვეჭვობ შევარდნაძისა და სააკაშვილის ბედი არ გაიზიაროს, მას კიდევ აქვს იმის დრო, ხალხზე იზრუნოს. რამეთუ იმ ქვეყნად ვერც მილიარდებს წავიღებთ, ვერც სხვა მატერიალურ სიმდიდრეს, იქ მხოლოდ ჩვენი კეთილი საქმეები შეგვეწევა სულის გადარჩენისთვის. მართალია, არავის აქვს უფლება, ნაშრომის განკარგვა სხვას უბრძანოს, მაგრამ თვითონ აღუთქვა საზოგადოებას დახმარება, იმ დროს ის მეტად გულწრფელი იყო დაპირებებში, რაც ვერ შეასრულა. მე მართლაც აღშფოთებული ვარ, რატომ გაყო მან ამ ყულფში თავი? კითხვაზე, რით დასრულდება მისი ურთიერთობა ხალხთან, გაიხსენეთ ამ დღეებში სააკაშვილის დაგეშილი ჟურნალისტები როგორ მუშაობდნენ რეგიონებში და დიპლომატიურად იბირებდნაშრომის განკარგვა სხვას უბრძანოს, მაგრამ თვითონ აღუთქვა საზოგადოებას დახმარება, იმ დროს ის მეტად გულწრფელი იყო დაპირებებში, რაც ვერ შეასრულა. მე მართლაც აღშფოთებული ვარ, რატომ გაყო მან ამ ყულფში თავი? კითხვაზე, რით დასრულდება მისი ურთიერთობა ხალხთან, გაიხსენეთ ამ დღეებში სააკაშვილის დაგეშილი ჟურნალისტები როგორ მუშაობდნენ რეგიონებში და დიპლომატიურად იბირებდნენ ხალხს, იმდენს მიაღწიეს, რომ ივანიშვილის რეიტინგი ნულამდე დაიყვანეს.
- ახლოვდება 17 მაისი, რამე შეიძლება მოხდეს?
- დარწმუნებული ვარ, ერთი სული აქვთ გიგა ბოკერიასა და მის ცოლს, მამათმავლები გამოიყვანონ ქუჩაში და რუსთაველზე ეცადონ აღლუმის მოწყობას. სხვათა შორის, ქართველ მამათმავლებს სურვილი არ აქვთ, სახალხოდ ქუჩაში იარონ სირცხვილის გამო, ამიტომ ბოკერია და მისი დამქაშები საზღვარგარეთიდან ეპატიჟებიან განსხვავებული ორიენტაციის ხალხს. სწორედ ამ უზნეობის გამო მოსრა სოდომ-გომორი უფალმა, ჩვენ კი რა განსაცდელსაც გვიგზავნის, ძალიან მცირეა, რამეთუ კიდევ გვიბრალებს ღმერთი და გვაძლევს დროს გამოსწორებისთვის.
წარმოიდგინეთ: საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სოროსის ფონდის დამაარსებელი, თვით სოროსის ახლობელი ქართველებს დებილებად მოგვიხსენიებს; პარლამენტის სპიკერი უსუფაშვილი სარწმუნოების დაუძინებელი მტერი და დედა ღვთისმშობლის უდიერად მომხსენებელია, მისი მეუღლე ქართველებს ქაჯებს გვიწოდებს; ბერძენიშვილები გვიგინებენ ილიას, აკაკის, ვაჟა-ფშაველას და სხვა სიწმიდეებს; გუბაზ სანიკიძე ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბებულა, მამათმავლობა ავადმყოფობაა თუ არა; წულუკიანი აცხადებდა, ერთსქესიანთა ქორწინება დასაშვებიაო; პარლამენტთა 80 პროცენტი ხელს აწერს ერის ზნეობრივი, მორალური, სულიერი გადაგვარების დასავლეთიდან შემოგზავნილ ანტიდისკრიმინაციულ კანონს. რომელი ერთი ჩამოვთვალო. აი, ჩვენი ხელისუფლების რეალური სახე. მე მკაცრად ვაფრთხილებ პარლამენტის მამა ბასილი მკალავიშვილი: „დასამალი არაფერია, ჩვენი ქვეყანა დიდი საშიშროების წინაშეა" ტოპ-15 ქვეყანა, საიდანაც ტურისტები საქართველოში ჩამოდიან პირველ ადგილებს მეზობელი ქვეყნები - აზერბაიჯანი, თურქეთი და სომხეთი იკავებენ, მათ მოჰყვება რუსეთი და უკრაინა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2015 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით კი სრული სია ასეთია: 1. აზერბაიჯანი; 2. თურქეთი; 3. სომხეთი; 4. რუსეთი; 5. უკრაინა; 6. გერმანია; 7. ყაზახეთი; 8. აშშ; რას იმსახურებს ახლა ამ საშინელების ჩამდენი?! ზუგდიდის რაიონის სოფელ ყულისკარში ოჯახის წევრებმა 3 წლის წინათ გარდაცვლილი ნათია მაქაცარიას საფლავი ამოთხრილი და გაძარცული ნახეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მათ საფლავი ამოთხრილი დახვდათ, კუბო კი დამტვრეული იყო. საფლავიდან ამოღებული და მოპარულია ძვირფასი ყელსაბამი, რომელიც გარდაცვლილს ჩაატანეს. მათივე განმარტებით, სამკაული ძვირადღირებულია და ის 35 ქარვის ქვისგან შედგება. მაქაცარიას ოჯახის განცხადებით, მოპარული ქარვის ყელსაბამის ერთ-ერთი ქვა საფლავთან იპოვეს. (ნიუპოსტი) ყველა წევრს, თუ მათ მხარი დაუჭირეს ერთსქესიანთა ქორწინებას, ყველას ანათემას გადავცემ და ჯოჯოხეთის გზას გავუყენებ.
- მარგველაშვილზე გკითხავთ. მან მთავრობას შეთავაზებული მთავრობის სია უკან დაუბრუნა და ერთკვირიანი ვადა მისცა შემადგენლობის შესაცვლელად, მერე კი თქვა, პრობლემა არაა, წარვადგენო. გამოდის, რომ უკან დაიხია. რატომ?
- ჰყავს კი საქართველოს პრეზიდენტი? მას ვერაფერს გაუგებ, რა მოვალეობას ასრულებს, უფრო სწორად საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება ჩაითვალოს ნორლანდი, ვინაიდან მარგველაშვილს არავინ უსმენს, ნორლანდის ხელის დაქნევაზე კი გოშიებივით დარბიან, რასაც ჩასძახებთ, თუთიყუშებივით იმეორებენ. მარგველაშვილს ვინ ეკითხება, მინისტრს გაუშვებს თუ დანიშნავს.
ბოლოს მინდა გავაფრთხილო ქართველი ერი, რომ დასამალი არაფერია, ჩვენი ქვეყანა დიდი საშიშროების წინაშეა. მუხანათი სააკაშვილის გეგმაა, საქართველოში დადგას უკრაინის სცენარი და ამ გზით მოვიდეს ხელისუფლებაში.
ამიტომ უნდა ვიყოთ ფხიზლად, რათა ამ არაადამიანს არ მიეცეს საქართველოში დაბრუნების უფლება (თუ არ ჩავთვლით მისი სამართალდამცავი ორგანოების წინაშე წარდგომის საკითხს). მიუხედავად ამისა, ის სისტემატურად იმუქრება, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდება და ყველას ციხეში გაისტუმრებს, ეს არის მისი შავბნელი გეგმა.
მოვუწოდებ საქართველოს ეკლესიას, გამოფხიზლდნენ, ეყოთ ამდენი მცონარობა, მაყურებლის როლში ყოფნა. ქვეყანა განსაცდელშია, რაც დღეს ხდება ჩვენს თვალწინ, გარკვეულწილად, მათი ლოიალობის ბრალია, რამეთუ ეკლესია არ დგას თავის სიმაღლეზე, არ ასრულებს თავის ფუნქციას, რამაც სავალალო შედეგი გამოიღო. ღმერთი პირველ რიგში ეკლესიას მოჰკითხავს პასუხს.
- მამაო, როგორც ვიცი, მიმდინარეობს თქვენი ტაძრის მოპირკეთება. ართმევთ თავს, გეხმარებიან?
- იცით, რომ მე მრავალრიცხოვანი მრევლი მყავს, ზოგი შეძლებისდაგვარად თანხას სწირავს, ზოგი ყოველდღიურად მორიგეობით ფიზიკურად შრომობს, ჩვენ მხოლოდ მასალის შესყიდვა გვიხდება, რასაც ვახერხებთ მცირე შემოწირულობით, დანარჩენ სამუშაოებს კი ჩვენი ხელით ვასრულებთ.
შეიძლება გაგეცინოთ ჩემს სიტყვებზე, სხვა ეკლესიების მღვდლებზე ხალხი ამბობს, სად მიაქვთ ეკლესიის შემოსავალიო, ჩემზე კი ამბობენ, საიდან მოაქვთ ამდენი თანხაო. ღმერთი როცა რაიმე სამუშაოს დაგაწყებინებს, მის შესრულებასაც შეგაძლებინებს. ღმერთმა დაგლოცოთ!!!!
ჟანა ასანიძე
გაზეთი „ალია"