reportiori.ge - მირზა გელოვანის ნეშტის საქართველოში გადმოსვენება გადაიდო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 16:55
პრეს-დაიჯესტი
მირზა გელოვანის ნეშტის საქართველოში გადმოსვენება გადაიდო
ავტორი:
09 მაისი, 2015. 11:52


„მირზა გელოვანის ნეშტის გადმოსვენების საკითხი ზაფხულისთვის გადაიდო", -ამის შესახებ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის მოადგილე თამაზ ტყემალაძემ  „აიპრესთან" განაცხადა.


- კონკრეტულად ვისთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და მთავრობიდან ვინ არის ჩართული მირზა გელოვანის ნეშტის გადმოსვენების საკითხში?


- ჩვენი მთავრობის მეშვეობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბელარუსის ხელისუფლებასთან. მაგრამ მთავარი ის არის, რომ როდესაც აქ იყო პრეზიდენტი ლუკაშენკო, ეს ამბავი უნდა მოეხსენებინა მისთვის პრეზიდენტს, შემდეგ პრემიერ-მინისტრს. რატომღაც სიტუაცია იყო ისეთი, რომ როგორც ჩანს, ვერ თქვეს, უთხრეს მეორე თუ მესამე პირს, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვექნებაო. მაგრამ, მერე გაირკვა, რომ იმ ოლქში, სადაც დაკრძალულია მირზა გელოვანი, ეს არის ვიტებსკის ოლქი, გამოცემული აქვს  ბრძანება, იმისთვის, რომ ეს ბრძანება შეიცვალოს, თუ არ ვცდები, სჭირდება პარლამენტის გადაწყვეტილება,  რადგან მირზა გელოვანის საფლავი მდებარეობს ნაკრძალის ტერიტორიაზე და ხელის ხლება არ შეიძლებაო. ერთი სიტყვით, რამდენიმე დღეში საქართველოდან დელეგაცია აპირებს წასვლას და ყველაფერს მოვაგვარებთ. ასე რომ, ჩვენ იმედი არ გადაგვიწურავს.


თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილია ჩართულია, რომელსაც ყველაზე აქტიური პოზიცია უჭირავს.


- ანუ, ეს საკითხი სამთავრობო დონეზე განიხილება?


- დიახ, დიახ.


- კულტურის სამინისტროში გვითხრეს, რომ მირზა გელოვანის გადმოსვენების საკითხზე სამინისტროში არ მიმდინარეობს არანაირი საუბარი.


- სად უნდა განხილულიყო, თუ კულტურის სამინისტროში არ განიხილეს ეს საქმე? მაგრამ როგორც ჩანს, თვითონ არ აქვთ წარმოდგენა, ვისზეა საუბარი  და არ აქტიურობენ თვითონ, თორემ, ჩვენ, ვინც ჩართულები ვართ გელოვანის ნეშტის გადმოსვენების საკითხში, დამერწმუნეთ, ამას ნადვილად გავაკეთებთ. გაძლევთ  პატიოსან სიტყვას!


"აიპრესთან" თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა თამუნა გვაზავამ განაცხადა:


„ეს თემა მუშავდება უკვე. ეს არ არის ერთი და ორი დღის საკითხი, იმიტომ რომ საკმაოდ სენსიტიური თემაა. მეორე მხარესთან მიმდინარეობს მოლაპარაკება. იმ ადგილას არა მარტო მირზა გელოვანია დაკრძალული, არამედ სხვა ადამიანის ნეშტებიც არის. შესაბამისად, ეს ქმნის გარკვეული ტიპის პრობლემებს. რამე კონკრეტული ამ ეტაპზე არ არის. არც გიორგი ალიბეგაშვილს დაუსახელებია კონკრეტული თარიღი, როდის შეიძლება პოეტის ნეშტის გადმოსვენება. საკმაოდ ინტენსიურად მიდის მოლაპარაკება და ჯერჯერობით კონკრეტიკა არ არის ამ საკითხთან დაკავშირებით.


ზუსტად 2 დღის წინ ველაპარაკე გიორგი ალიბეგაშვილს ამ საკითზე და თქვა, რომ ჯერ ამ საკითხზე სიახლე არ არის. მუშა პროცესია, გადმოსვენების დეტალებზე მიმიდინარეობს მოლაპარაკებები.


- მირზა გელოვანის ნეშტის გადმოსვენების საკითხში საკრებულოს თავმჯდომარის გარდა ხელისუფლებიდან ვინ არის ჩართული?


- არ ვიცი. ნამდვილად ვერ გეტყვით. მე ვიცი, რომ თამაზ ტყემალაძის გარდა, ერთ-ერთი ინიციატორი არის ბატონი გიორგი. დანარჩენი, რომელი ოფიციალური სტრუქტურაა ჩართული, ვერ გეტყვით. ალბათ, სავარაუდოდ იქნებიან, იმიტომ რომ იქ სხვა პროცედურები იქნება. ელემენტარულად ტექნიკური საკითხები იქნება, თუმცა ამ ეტაპზე მიდის საუბარი


საკმაოდ სენსიტიური თემაა. სხვა ქვეყნის ტერიტორიაზეა და მათ თავიანთი პოზიციები აქვთ. ძალიან გვინდა, გადმოვასვენოთ ჩვენი სახელოვანი მირზა გელოვანის ნეშტი. მაგრამ, სამწუხაროდ, მარტო ჩვენზე არ არის დამოკიდებული", -განაცხადა გვაზავამ.


"აიპრესს" მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ მირზა გელოვანის ნეშტის გადმოსვენების საკითხთან დაკავშირებით დაწყებულია მუშაობა. თუმცა არაფერია გადაწყვეტილი.


კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში კი გვითხრეს, რომ  ამ თემაზე უწყებაში არ დაწყებულა მსჯელობა. თუმცა, თუ შეიქმნება რამე კომისია და სადაც საჭირო იქნება სამინისტროს ჩართვა, აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას.


შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 2 თვის წინ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის მოადგილე თამაზ ტყემალაძემ  გადაცემა "ჩვენი დილა"-ში განაცხადა. „8 მაისს მირზა გელოვანის ნეშტს ქუთაისში ჩაასვენებენ, საიდანაც სამხედრო ბალდახინით თბილისში გადმოასვენებენ".




http://ipress.ge/new/5640-mirza-gelovanis-neshtis-saqartveloshi-gadmosveneba-gadaido


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016