reportiori.ge - რა უჯდება სახელმწიფოს თამარ სანიკიძის ყოველდღიური „რჩენა“ - დავით ფერაძე განმარტავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 05:55
ინტერვიუ
რა უჯდება სახელმწიფოს თამარ სანიკიძის ყოველდღიური „რჩენა“ - დავით ფერაძე განმარტავს
09 მაისი, 2015. 19:40

 

 

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი",  პედაგოგი დავით  ფერაძე „რეპორტიორს" განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური   ხარჯების შესახებ ინფორმაციას აწვდის.

 

 


- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2014 წლის განმავლობაში  4 ავტომანქანა შეიძინა,  რომელთა საფასურმა ჯამში შეადგინა 59 915 ლარი, რაც 200-ჯერ აღემატება მასწავლებლის ხელფასს.


გასულ წელს გაწეული სატელეფონო ხარჯი 51 588 ლარი მასწავლებლის ხელფასზე 170-ჯერ მეტია, საწვავზე გახარჯული თანხა 170 397 ლარი კი -  560-ჯერ მეტი. როგორც ვიცით, მასწავლებლის დღიური საბაზო ხელფასი შეადგენს 16 ლარსა და  10 თეთრს, მაშინ, როდესაც თამარ სანიკიძის უცხოური ვიზიტები სახელმწიფოს დღიურად 280-დან 800 ლარამდე უჯდება,  ანუ მასწავლებელი რა ხელფასსაც იღებს ერთი თვის განმავლობაში, ამ ოდენობის თანხა და მეტიც კი  მის თითოეულ დღეზე იხარჯება. სანიკიძის ვიზიტები კი, როგორც წესი, გრძელდება 5 დღიდან ორ კვირამდე. მაგალითად, 2014 წლის ნოემბერში მისი ვიზიტი აშშ-ში დაჯდა 10 855 ლარი, ანუ მასწავლებლის ხელფასზე 36-ჯერ მეტი. სულ კი სამინისტროს მაღალჩინოსანთა უცხოურმა ვოიაჟებმა 105 364 ლარი შეადგინა, რაც 345-ჯერ აღემატება მასწავლებლის საბაზო ხელფასს. 


წლევანდელ წელს უკვე მოასწრეს 44  151 ლარის გახარჯვა შინ და გარეთ სირბილზე. ეს ხარჯი 14-ჯერ მეტია მასწავლებლის ყოველთვიურ ხელფასზე.


წლევანდელი წლის  იანვარ-მარტში  სამინისტროს მაღალჩინოსნებზე  უკვე გაცემულია პრემია 133 417 ლარის ოდენობით, რაც  მასწავლებლის ხელფასს 436-ჯერ  აღემატება.  მოცემულ თვეებში სამინისტროს დანარჩენ თანამშრომლებზე გაცემულმა პრემიებმა 217 568 ლარი, ანუ მასწავლებლის ხელფასზე 713-ჯერ მეტი შეადგინა.


ზოგადად, ხელფასიან-დანამატებიან-მივლინებებიანად და ა.შ. სახელმწიფოს თამარ სანიკიძის ყოველდღიური „რჩენა" საშუალოდ თითქმის 666 ლარამდე უჯდება (მინდა მიაქციოთ ყურადღება, ეს არის სანიკიძის შენახვის ყოველდღიური საშუალოდ გაანგარიშებული თანხა). ამ დროს, კი, როგორც აღინიშნა, პედაგოგის ყოველდღიური ხელფასი 16 ლარი და 10 თეთრია.


აღსანიშნავია ისიც, რომ სამინისტროს მძღოლების ხელფასი მასწავლებლის ხელფასის თითქმის სამმაგ ოდენობას, ხოლო მუშის,  სანტექნიკის და ა.შ. ორმაგ ოდენობას შეადგენს.


- საიდან მოიპოვეთ ეს ინფორმაცია?

 

- ინფორმაციის ნაწილი საჯაროა, მაგალითად, ხელფასები, დანამატები, პრემიები... ამას ვერ დამალავენ. ნაწილი გამოთხოვილია. ანუ, ზოგადად პირველწყარო თავად სამინისტროა. ცხადია, მზა-მზა მასალას არავინ მომართმევდა, მე ეს ყველაფერი გავაანალიზე და რასაც ვავრცელებ, არის ანალიზის შედეგი. აქ ვხედავთ როგორც შედარებით, ისე რაოდენობრივ ანალიზს. დაჯამებულს.    


- რატომ დაინტერესდით ასეთი დეტალებით?   

 

- ინტერესი ბუნებრივია, მაგრამ აქ უფრო სხვა რამეშია საქმე. როდესაც მთელი წელი არგუმენტებს და ფაქტებს ვდებთ საჯაროდ, რითაც დასტურდება სანიკიძისა და მისი უწყების ნეპოტიზმი, ფინანსური უხვი მადა, არაპროფესიონალიზმი და რაც მთვარია, როდესაც არამც და არამც არ სურთ მასწავლებლის ხელფასების ზრდა, ასეთ დროს არც მთავრობას, არც პარლამენტს თურმე შეკითხვებიც კი არ აქვთ სანიკიძის უწყებასთან, ისღა დაგვრჩენია, რომ ისევ შიშველი ხელებით ვიბრძოლო. როდესაც ერთი კონკრეტული ქალის შენახვას ბიუჯეტი 666 ლარს ანდომებს დღეში და მასწავლებელზე 10 ლარიც ძლივს ემეტება სახელმწიფოს, და ასეთ დროს მინისტრ სანიკიძეს '"მწვანე შუქი" აუნთო პარლამენტმა, ამ ქვეყანას აქვს მომავალი? როგორ, სპორტის კომიტეტს "შეკითხვები"  ჰქონდა სპორტის ექს-მინისტრთან და განათლებაში საათივითაა აწყობილი ყველაფერი? ძალიან ცუდია, რომ საკანონმდებლო ორგანო განათლების ნგრევის ლეგიტიმატორი გახდა.


- რას აპირებთ?

 

- ვაპირებ ბრძოლას, თუმცა, არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები, არ ვიცი, ტყუილია თუ ჩემს დასაშინებლად მოდის ინფორმაცია, მაგრამ ამ  „ჭორის"  თუ ამ მოსაზრების მიხედვით იგეგმება ჩემი „გაჩუმება" იმგვარად, რომ ეს მედიას დარჩეს შეუმჩნეველი. ვიმეორებ, რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია და რა იგულისხმება ჩემს „შეუმჩნეველ" გაჩუმებაში, არ ვიცი. მე ძველებურად ვარ მხნე და ასევე ძველებურად მოვუწოდებ კოლეგებს - გამოდით!


 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016