reportiori.ge - გია კორკოტაშვილი: 17 მაისს რუსთაველზე მასშტაბური მსვლელობა იგეგმება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 16:36
პრეს-დაიჯესტი
გია კორკოტაშვილი: 17 მაისს რუსთაველზე მასშტაბური მსვლელობა იგეგმება
ავტორი:
12 მაისი, 2015. 14:50




17 მაისის მოახელოებასთან ერთად კვლავ აქტუალური გახდა კითხვა – გამოვლენ თუ არა ქუჩაში სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად? იქნება თუ არა მათი უსაფრთხოება დაცული და კვლავაც ხომ არ ვიხილავთ ქუჩაში მასობრივ დაპირისპირებას, როგორც ეს 2013 წლის 17 მაისს მოხდა?

 

ორგანიზაცია „იდენტობა“, რომელიც სექსუალური უმცირესობის უფლებებს იცავს, განმარტავენ, რომ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საერთაშორისო დღე წელსაც ვერ აღინიშნება. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ლგბტ“ თემის წარმომადგენლებმა სახელმწიფოსგან უსაფრთხოების გარანტიები ვერ მიიღეს. თუმცა ამის მიუხედავად, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ „ლგბტ“ თემი ამ დღესთან დაკავშირებით საჯარო შეკრებას მაინც  გეგმავს. თუმცა კონკრეტულ დეტალებს არ ახმაურებენ. „რა და როგორ იქნება, ამას უშუალოდ 17 მაისს შეიტყობთ“, – გვითხრა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა. მისი თქმით, არ სურს ეს თემა მედიისთვის მორიგი სკანდალის საფუძველი გახდეს, ამიტომაც ამ ეტაპზე დეტალებზე საუბარს ერიდებიან.

 

ორგანიზაცია „იდენტობაში“ განმარტავენ, რომ 17 მაისს საჯარო სივრცეს მართლმადიდებელი ეკლესია მთლიანად დაიკავებს.

 

„ეკლესია უკვე დიდი ხანია, მოითხოვს „იდენტობის“ საქმიანობის რუსეთში არსებული „პროპაგანდის კანონის“ მსგავსი კანონმდელობით აღკვეთას. ვშიშობთ, ამის შესაძლებლობას მას „შუღლის გაღვივების შესახებ“ საეჭვო სისწრაფით ინიცირებული კანონპროექტი მისცემს“, – აცხადებენ „იდენტობაში“.

 

17 მაისს საპატრიარქოს ორგანიზებით დედაქალაქის ცენტრში მართლაც იგეგმება სახალხო მსვლელობა, აწყურის ღვთისმშობლის ხატისა და ოჯახის დღესასწაულის აღსანიშნავად. ამის შესახებ ამ შეკრების ერთ-ერთი მხარდამჭერი, გია კორკოტაშვილი გვესაუბრა:

 

გია კორკოტაშვილი:

 

– 16-17 მაისი აწყურის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულად გამოაცხადა პატრიარქმა. საკმაოდ დიდი აღლუმი და სახალხო დღესასწაული იგეგმება. 17 მაისს „ლგბტ“-ებიც გეგმავენ ღონისძიებას. მინდა თქვენი გაზეთის საშუალებით მივმართო საზოგადოებას – ჩემო უძვირფასესებო, არჩევანი თქვენზეა, ან აწყურის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული, ან „ლგბტ“-ის დღესასწაული, ვისაც რა სულიერება აქვს, ისე აღნიშნოს ეს დღე.

 

– პირადად თქვენ რომელ დღესასწაულზე აპირებთ მისვლას?

 

–რომ გითხრათ, „ლგბტ“-ების დღესასწაულზე წავალ-მეთქი, დამიჯერებთ? გენიალური რამ მოხდა ღვთის წყალობით. ეს დღესასწაული წლების წინათაც აღინიშნებოდა, სხვადასხვა ქვეყნებიდან ეპიკსოპოსები იყვნენ მოწვეულნი. უბრალოდ, პატრიარქმა აღადგინა ეს დღესასწაული. ახალი კი არ მოიგონა ვინმესთან დასაპირისპირებლად, არამედ ძველი ტრადიცია აღადგინა. ერმა უნდა განსაზღვროს, არჩევანი მასზეა.

 

– კონკრეტულად სად გაიმართება საპატრიარქოს ორგანიზებული ღონისძიება?

 

– სვეტიცხოველიდან 16 მაისს დაიწყება მსვლელობა, კოლონები წამოვლენ მცხეთიდან, და მოვლენ თბილისში სამების საკათედრო ტაძარში, მეორე დღეს, ანუ 17 მაისს, ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილები, დიდი და პატარა შეიკრიბება „ვარდების მოედანზე“, გამოვივლით რუსთაველზე, მივესალმებით მთელ ქალაქს, მოვესიყვარულებით ერთმანეთს და მთელი ეს ხალხი აბრძანდება სამებაში. მოკლედ, ძალიან დიდი სახალხო დღესასწაული იქნება, ვისთვისაც ეს მნიშვნელოვანია, მობრძანდეს, ვისთვისაც „ლგბტ“ არის სულიერება, მათთან წავიდეს.

 

– რაიმე დაპირისპირებას ხომ არ ელოდებით?

 

– არავითარ შემთხვევაში. ეს ისეთი დღესასწაულია, დაპირისპირებას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. არჩევანი თავისუფალია – ბარაბას გზა, ან ღვთის გზა.

 

 

 

მირიან ბოქოლიშვილი

 

გაზეთი „პრაიმტაიმი“



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016