reportiori.ge - დღეს ეგნატე ნინოშვილის გარდაცვალების დღეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 05:15
კულტურა
დღეს ეგნატე ნინოშვილის გარდაცვალების დღეა
12 მაისი, 2015. 16:11



მწერალი ეგნატე თომას ძე ინგოროყვა (ნინოშვილი) 1859 წლის 17 თებერვალს, ღარიბი გლეხის ოჯახში დაიბადა. ეგნატეს მამა თომა საბატონო ყმა იყო. გლეხთა წრიდან იყო გამოსული ეგნატეს დედაც - ნინო ბარამიძე. თომა ინგოროყვას ოჯახში ეგნატე ერთადერთი ბავშვი იყო. მას დედა ოთხი თუ ხუთი თვისას გარდაეცვალა, მაგრამ დედობრივი ამაგი დასდო უფროსმა მამიდამ ნინომ, რომელიც მუდამ მშობლიური ალერსითა და ზრუნვით ეპყრობოდა დაბადებითვე სუსტი ფიზიკური აგებულების ბავშვს. მან შეასწავლა 7-8 წლის ეგნატეს ანბანი.

 

 

1870 წელს ეგნატე მღვდელს მიაბარეს, რომელიც ბავშვს ლოცვებსა და ხუცურს ასწავლიდა. შემდეგ იგი გაგზავნეს ფოთში, იმავე მღვდლის ძმისწულთან, ხე-ტყით მოვაჭრე აზნაურთან, რომელმაც ეგნატე მოსამსახურედ გაიხადა და სამზარეულოში ჩაკეტა. აქ ბავშვი სავსებით მოწყდა სწავლას. მალე იგი ბიძამისმა ალექსი ინგოროყვამ შინ წაიყვანა.

 

 

1871-1875 წლებში ეგნატე მშობლიურ სოფელშია და სწავლობს სოფლის სკოლაში. სიღარიბის გამო დროგამოშვებით იძულებულია სკოლას მოწყდეს და მწყემსობას მიჰყოს ხელი, მაგრამ დამოუკიდებელ სწავლას მაინც არ ანებებს თავს. იგი ემზადება ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში შესასვლელად, რასაც 1876 წლის თებერვალში ახერხებს კიდეც. 1876 წლიდან სწავლობდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, საიდანაც 1978 წელსმგლის ბილეთით გარიცხეს მოწაფეთა გაფიცვის მეთაურობისათვის.

 

1879 - 1981 წლებში მასწავლებლობდა სოფ. ჩოჩხათის სკოლაში. მუშაობდა ასოთამწყობად თბილისის სტამბაში, სოფლის კანცელარიაში მოხელედ.

 

1886 წელს გაემგზავრა საფრანგეთში, საიდანაც  1887 წელს დაბრუნდა. სამშობლოში დაბრუნებული მწერალი მუშაობდა ბათუმის ნავსადგურში, ხოლო შემდეგ - შავ მუშად როტშილდის ქარხანაში. ეგნატე ნინოშვილის სამწერლო მოღვაწეობა სულ შვიდიოდე წლით (1887 - 1894) შემოიფარგლა. ქართული ლიტერატურის ისტორიაში იშვიათი შემთხვევაა, რომ მწერალს ასე მცირე დროში იმდენი მხატვრული ნაწარმოები შეექმნას, რამდენიც შექმნა ეგნატე ნინოშვილმა.

 

მისი თხზულებები იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში („ივერია“,„კვალი“, „მოამბე“, „თეატრი) და სხვ. ცალკე წიგნად გამოიცა მისი რამდენიმე მოთხრობა, „სიმონა დაქრისტინე“.

 

თავის პუბლიცისტურ სტატიებსა და მხატრულ თხზულებებში მწერალი მშრომელთა ყოფის მხატვრად, ჩაგრულთათავდადებულ ქომაგად, მათი უკეთესი მომავლისათვის მებრძოლად წარმოგვიდგა. მოთხრობებში: გოგია უიშვილი“, განკარგულება“, „პალიასტომის ტბა“, „ჩვენი ქვეყნის რაინდი“ - ნინოშვილმა მშრომელი გლეხობის უსასოო ყოფას, უკიდურეს სიდუხჭირეს, მოხელეთა ძალმომრეობისა და თავგასულობა გამოხატა. გურულ გლეხთა აჯანყების ამბები დაგვიხატა ნაწარმოებში ჯანყი გურიაში“. ნინოშვილის თხზულებები (პარტახი“, „პალიასტომის ტბა“, „მოსე მწერალი“, „ქრისტინე“, „გოგია უიშვილი“, „განკარგულება“, „ჩვენი ქვეყნის რაინდი“, „სიმონა“) მრავალგზის არის გამოცემული.

 

 

1904 გამოქვეყნდა ნინოშვილის თხზულებათა ერთტომეული. 1920 - სამტომეული, 1925 - თხზულებათა პირველი სრული კრებულის სამტომეული და სხვ.

 

 

მძიმე ცხოვრებისაგან ტანჯული მწერალი, ჭლექით დასნეულებული 1894 წლის 12 მაისს, 35 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

 

მწერლის დაკრძალვის დღეს, სოფელ ჩანჩეთის სასაფლაოზე დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. დაკრძალვაზე სიტყვა წარმოთქვა სილიბისტრო ჯიბლაძემ, რომელმაც გამოამზეურა და საზოგადოებას წარუდგინა მესამე დასის პოლიტიკური პროგრამა. აკაკი წერეთელმა ეგნატე ნინოშვილს მომავლის გაზაფხულის პირველი მერცხალიუწოდა.

 

 

 

 

 


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016