reportiori.ge - საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციიდან მოხსნილი 90 000 ამომრჩეველი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას შეძლებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 09:33
საზოგადოება
საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციიდან მოხსნილი 90 000 ამომრჩეველი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას შეძლებს
ავტორი:
22 ივლისი, 2013. 21:20

საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. მის განხილვას დეპუტატები ხვალიდან იწყებენ.

"საარჩევნო კოდექსს" სპეციალური მუხლი ემატება. ამომრჩეველი, რომელიც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილია, ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით, 27 ოქტომბრის არჩევნებისთვის ხმას  იმ შემთხვევაში აძლევს, თუ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციას 2013 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით გაივლის. 

ამავე ცვლილებით, ამომრჩეველი საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და ფოტოსურათის გადაღებისთვის დადგენილი მომსახურების საფასურისაგან (გარდა დაჩქარებული მომსახურების საფასურისა) თავისუფლდება, თუ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რეგისტრაციის მოთხოვნასთან ერთად, პირადობის მოწმობის გაცემის თაობაზე მოთხოვნის წარდგენაცაა დადგენილი.

პროექტის თანახმად, პირი საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისათვის დადგენილი მომსახურების საფასურისაგან არ თავისუფლდება, თუ ის ბოლო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რეგისტრაციიდან  საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის, ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის შეწყვეტის ან დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევებში მოიხსნა.

ცნობისთვის, საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტში ხუთ პროექტად არის რეგისტრირებული. ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში მომზადებული ინიციატივები  არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსის შეზღუდვას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბიომეტრიული სიის ფორმირებას, საარჩევნო ხარჯების დაფარვის მიზნით პარტიებისთვის ბიუჯეტიდან 1 მილიონის გამოყოფას, უწყებათაშორისი კომისიის უშიშროების საბჭოდან იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლას და არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს ეხება. პარლამენტს ასევე  "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები წარედგინა.
ყველა ზემოთ აღნიშნული საკითხი დაჩქარებული წესით განხილვის საგანს წარმოადგენს. მათ განხილვა-დამტკიცებას პარლამენტი მიმდინარე რიგგარეშე სესიის ფარგლებში აპირებს. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016