reportiori.ge - იცით თუ არა რომ...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 10:54
სპორტი
იცით თუ არა რომ...
23 ოქტომბერი, 2013. 16:04

გაყიდა - საკუთარი თავი

ინგლისელი ფეხბურთელი აივორ ბროდისი ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატების ისტორიაში დღემდე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე მწვრთნელად ითვლება. 1946 წელს, როდესაც „კარლაილ იუნაიტედი" ჩაიბარა, მხოლოდ 23 წლის იყო. სამი წლის შემდეგ კლუბ „სანდერლენდს", იმ დროისთვის საკმაოდ დიდ თანხად - 18 000 ფუნტ სტერლინგად მიჰყიდა - საკუთარი თავი.

 

 

უჩვეულო ტაქტიკამაც არ გაამართლა

2010 წლის 17 მაისს ესპანეთში უჩვეულო საქველმოქმედო მატჩი გაიმართა: ბილბაოს „ატლეტიკი" შეხვდა ერთდროულად 200 ბავშვს, რომლებმაც ორიგინალური ტაქტიკა აირჩიეს. სამი მეკარე და მოედანზე შემდეგი განლაგება 66-80-51. მოზარდების დიდი მცდელობის მიუხედავად „ატლეტიკმა" შეხვედრა მოიგო ანგარიშით 5:3.


 

ურჩი გადამხდელი დიეგო

დიეგო მარადონა იტალიურ კლუბ „ნაპოლიში" გამოსვლის პერიოდში გადასახადებს არ იხდიდა და დროთა განმავლობაში ამ თანხამ 40 მილიონი დოლარი შეადგინა. როდესაც მარადონას იტალიაში ყოფნა უწევს, მუდმივად იმის საშიშროება არსებობს, რომ რაიმე ძვირფასი ნივთი ჩამოართვან. 2006 წელს, იტალიურმა პოლიციამ, ROLEX-ის მარკის საათი პირდაპირ ხელიდან შეხსნა, 2009-ში კი ყურიდან საყურე მოახსნევინეს, რომელიც შემდეგ აუქციონზე გაიყიდა.


 

გოლეადორი მეკარეები

ზოგი მეკარე მხოლოდ კარის უსაფრთხოებაზე არ ზრუნავს და გოლების გატანასაც ახერხებს საჯარიმო დარტყმებიდან და პენალტის ნიშნულიდან. ძირითადად ამას სამხრეთ ამერიკელი გოლკიპერები აკეთებენ. მათგან ყველაზე შედეგიანი ბრაზილიელი როჟერიო სენია, რომელსაც 100-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი. საყოველთაოდ ცნობილია პარაგვაის ნაკრების ესქტრავაგანტური მეკარე ხოსე ლუის ჩილავერტი, მან 62 გოლის გატანა მოახერხა, თუმცა ერთადერთია ვინც ერთ მატჩში ჰეტ-თრიკი შეასრულა.


 

1:12 და დამარცხებულის არდადეგები

1983 წლის 21 დეკემბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ესპანეთის ნაკრები ხვდებოდა მალტას. ჯგუფში ლიდერი ჰოლანდიის გუნდი იყო და მათთვის რომ გადაესწროთ, პირინეელებს თამაშის 11 ბურთის სხვაობით მოგება სჭირდებოდათ. შეხვედრა ესპანელებმა მოიგეს ანგარიშით 12:1. ნიდერლანდებში დიდი სკანდალი ატყდა, პრესა და ფეხბურთის ფედერაცია ჩაწყობილ თამაშზე ალაპარაკდა. უეფამ გულდასმით შეისწავლა ვიდეოფირი, თუმცა ვერაფერი კრიმინალური ვერ აღმოაჩინა.

მოგვიანებით, როგორც ამბობენ, მალტის ნაკრებმა შობის დღესასწაული ძვირადღირებულ კურორტზე იზეიმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016