reportiori.ge - იმედის ბნელი მხარე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:20
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
იმედის ბნელი მხარე
14 მაისი, 2015. 11:47


ტრადიციულად, ვეცდები, მორიგი შემოლაწუნებით სამყარო უკეთესი თუ არა, უფრო რეალური მაინც გავხადო, სადაც შესაძლოა, ყველა-ფერი ზღაპრული არ არის, მაგრამ ყველა-ფერი ნამდვილია. დღეს შევეცდები, თქვენი ცხოვრება ყირაზე დავაყენო სიტყვა „იმედის" მნიშვნელობის განმარტებისა და ტერმინთან დაკავშირებული ასოციაციების მიმართულებით.  რაც უფრო დიდხანს ვფიქრობ იმედის, როგორც მდგომარეობის, გადაწყვეტილების თუ ტერმინის არსის შესახებ, მით უფრო ვრწმუნდები, რომ საქმე არც ისე საიმედოდაა.  მეც, თქვენსავით, საზოგადოებრივ აზრს და შეხედულებას აყოლილი, ზედმეტი ფიქრის გარეშე იმედს დადებით მნიშვნელობას ვანიჭებდი.


ჩემი აზრით, ადამიანს სიცოცხლისთვის იმედი კი არა, მოქმედება სჭირდება. შესაძლოა, საქმე ლინგვისტურ დიპლომატიასთან ან რუსთაველისეულ („გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის") სიბრძნესთან გვაქვს და ერთ სიტყვაში „იმედი" გაერთიანდა აგონია, პარალიზება, სასოწარკვეთა, უმოქმედობა, პასუხისმგებლობის მოხსნა, სიზარმაცე, სურვილი, ინსტინქტი, გაუცნობიერებლობა.


იმედი იმდენად ბუნდოვანი, მრავლისმომცველი და მრავალმნიშვნელოვანია, რომ მისი გამოყენება ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მდგომარეობაში უპრობლემოდ შეიძლება.


იმედი ეს ხელმოცარული, უმოქმედო, სასოწარკვეთილი, ზარმაცი, დაბნეული ადამიანის არჩევანია.  სიცოცხლისთვის აუცილებელი მდგომარეობა მოქმედებაა, მისკენ კი, რამდენად გასაკვირიც უნდა იყოს, უიმედობა გვიბიძგებს.


მინახავს, მსმენია და მჯერა ადამიანის, რომელსაც აქვს გეგმა, მოქმედებს, შრომობს, აქვს განათლება და, შესაბამისად, არის წარმატებული.


ასევე, მინახავს, მსმენია და მჯერა ადამიანის, რომელსაც აქვს იმედი და სხვა არაფერი.


შველის იმედად - შველა არ იქნება. იმედი ვერც ლარის კურსს წამოაყენებს, ვერც დაკარგულ ტერიტორიებს დააბრუნებს, ვერც საზღვრებს დაიცავს. იმედი ამ ყველაფრის დაკარგვას დაგვაშვებინებს და შეგვაგუებს.

უკეთესი დროის დადგომის იმედად - უკეთესი დრო არ დადგება.

ბუნების კანონის თანახმად, დროის სვლასთან ერთად ყველაფერი ძველდება, ფუჭდება და ქრება. საჭიროა მოქმედება, თანაც ისეთი, რომ დროს გავასწროთ და მომავალს, აწმყოსთვის გამოვტაცოთ საუკეთესო, მანამ სანამ ყველაფერი წარსულად უქცევია.


ამიტომ ვერ ვხედავ მიზეზს, იმედის არსებობაში პოზიტივი დავინახო. იგი უსიცოცხლოდ უძრავი და მიუწვდომელია.


იმედი მხოლოდ ამინდთან მიმართებაში უნდა ვიქონიოთ, რადგან ჯერჯერობით ამ მიმართულებით ადამინის ჩარევა უშედეგოა. მჯერა, რაკი პროგნოზირება შეგვიძლია, ოდესმე მის შეცვლასაც შევძლებთ. არაფერი უნდა დავტოვოთ მხოლოდ იმედის ამარა,  მაშინ როდესაც შეგვიძლია, ყველაფერი ჩვენი სურვილისამებრ შევქმნათ და წარვმართოთ.


იმედი სიტუაციის მიხედვით, სხვადასხვა, ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავებულ ასოციაციებს იწვევს. „ადამიანი ხვალინდელი დღის იმედით ცოცხლობს" - და რატომ?  რა იცის ხვალინდელი დღის შესახებ? დარწმუნებულიც კი არ არის, იქნება იგი თუ არა. ამ შემთხვევაში იმედი სურვილის მნიშვნელობას ატარებს, მაგრამ ისეთი მისტიკური  სიტყვა, როგორიც „იმედია", ნაკლებად მკრეხელურად ჟღერს და რატომაც არა (აი ლინგვისტური დიპლმატიის საუკეთესო მაგალითიც).


ზემოთ იმედის ბუნდოვანებაზე ვსაუბრობდი, იგი აერთიანებს სურვილის, ინსტინქტის, გაუცნობიერებლის მნიშვნელობას. იმედიანად ყოფნა იძლევა იმის ფუფუნებას, ნაკლები პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე, ნაკლებად იღვაწო, მეტად მიენდო ირაციონალურს და ვალდებულებები სხვას დააკისრო.


იმედიანად ყოფნას ჯობს, დავაკვირდეთ გარემოს, საკუთარ თავს, შეგრძნებებს, აღვიქვათ რეალობა და ყველაფერს შესაბამისი სახელი შევურჩიოთ. გავხსნათ გონება, ვიაზროვნოთ უსაზღვროდ და დაუბრკოლებლად, გამოვიგონოთ, გამოვხატოთ და შევქმნათ, რათა დედამიწაზე არ არსებობდეს 2 Georgia. თბილისში არ ჩატარდეს  4  „Fashion Week",  საქართველოში 8516143-ე დასახლებას არ ეწოდოს „ახალსოფელი" და თბილისის ფართო ქუჩებში აღარ დადიოდეს „ორი მარინე, ორივე გიორგის ასული და ორივე ფერაძე".


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016