ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ლია ელიავა ლარის კურთან დაკავშირებით პარლამენტის მხრიდან დროული რეაგირების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ეროვნული ბანკი ქვეყნისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობით არის დაკავებული, მასზე რეაგირება კი მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს შეუძლია.
„ერთადერთი, ვისაც შეუძლია, ეროვნული ბანკის საქმიანობაში ჩაიხედოს და რაღაც კორექტივები შეიტანოს, ეს არის პარლამენტი. ძალიან ბევრი კითხვა არსებობს და არ გვაქვს პასუხები, ეროვნული ბანკი არ გვპასუხობს. ამიტომ უნდა იმუშაოს პარლამენტის კომისიამ და დაადგინოს, ვინ არის დამნაშავე. ქვეყანა იღუპება, შეიძლება ბევრი ვერც აცნობიერებს, რა საშიშროების წინაშე ვდგავართ, ხალხის უკმაყოფილება ბუნებრივია, ინფლაცია იზრდება, შემოსავლები მცირდება, ქვეყანა ღატაკდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს ყველაფერი არის ეროვნული ბანკის ძირგამომთხრელი საქმიანობის შედეგი, ვინც ამ საქმიანობასთან ახლოს დგას, ვინც ხმას არ იღებს, ვინც ჩათრეულია, ყველამ უნდა აგოს პასუხი", - განუცხადა „ალიას" ელიავამ.
წყარო: გაზეთი „ალია"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)