reportiori.ge - კინოთეატრი „კავეა“ ოფიციალურად გაიხსნა და პირველი პრემიერა გაიმართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:36
"რეპორტიორის" თვალით...
კინოთეატრი „კავეა“ ოფიციალურად გაიხსნა და პირველი პრემიერა გაიმართა
ავტორი:
15 მაისი, 2015. 18:07


კინოთეატრ „კავეაში"პირველი პრემიერა გაიმართა და ახალი, 5-დარბაზიანი კინოთეატრი ოფიციალურად გაიხსნა.


ფილმ „მედ მაქსის" ჩვენება, მსოფლიო პრემიერამდე 1 დღით ადრე, კინოთეატრ „კავეაში" საგანგებოდ მომზადებული, შთამბეჭდავი დეკორაციების თანხლებით გაიმართა.


ფილმში მთავარ როლებს ტომ ჰარტი და შარლიზ ტერონი ასრულებენ. მძაფრსიუჟეტიანი სათავგადასავლო ტრილერის რეჟისორი ოსკაროსანი ჯორჯ მილერია და მისი ნახვის შესაძლებლობა 3D ფორმატშია შესაძლებელი.


„თბილისი მოლში" (მე-3 სართულზე) ახალი, თანამედროვე, 5-დარბაზიანი კინოთეატრი „კავეა" აღჭურვილია ხმისა და გამოსახულების ულტრათანამედროვე სისტემით/აპარატურით, რაც განაპირობებს კინოჩვენებების საუკეთესო ხარისხს.


„კავეაში" კინომოყვარულებისთვის ფილმების ყველაზე დიდი არჩევანი იქნება. მხოლოდ 2015 წელს 20 მსოფლიო პრემიერა იგეგმება. „კავეას"  5 დარბაზი 753 მაყურებელზეა გათვლილი. კინოჩვენებები ყოველდღე - დღის 12 სთ-დან ღამის 10 საათის ჩათვლით გაიმართება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016