reportiori.ge - ალასანიამ და ვაჭარაძემ ალიანსი შეკრეს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 16:46
პრეს-დაიჯესტი
ალასანიამ და ვაჭარაძემ ალიანსი შეკრეს!
ავტორი:
15 მაისი, 2015. 20:54


 



ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და დაგვიწერია, რომ ირაკლი ალასანია და მისი პარტია ისეთივე ანტიქართული და ანტიეკლესიური წარმონაქმნია, როგორიც ნაცმო! თანაც ამას თვით ირაკლი ალასანია და მისი თანამზრახველები ღიად და დაუფარავად ადასტურებენ! დიახ, ოპოზიციაში გადაბარგებული ირაკლი ალასანია ლგბტ-ლობისტად გამოგვეცხადა!


17 მაისის წინ, ჩვენებურმა ლგბტ (ლესბოსელ-გეი-ბისექსუალ-ტრანსსექსუალთა) „საძმომ" ერთობ გაააქტიურა სამზადისი და თავის ორგანოს - ჟურნალ „17 მაისს" არაერთი ინტერვიუ ჩამოართმევინა ქართველი პოლიტიკოსებისთვის.


ერთ-ერთი ასეთი ინტერვიუ „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერთან ირაკლი ალასანიასთან ჩაიწერეს!


„17 მაისს" ალასანიასგან, რა თქმა უნდა, „ლგბტ-სატკივარზე" თანადგომა სწყურია და კითხვაც შესაბამისი აქვს:


„რიგის სამიტამდე, რომელიც 21-22 მაისს გაიმართება, წინ 17 მაისი გვაქვს და მასთან დაკავშირებით კი, წინა წლების მწარე გამოცდილება... რამდენად მნიშვნელოვანია, რომ წელს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს ლგბტ ადამიანებსა და მათი უფლებადამცველების გამოხატვის უფლება მაქსიმალურად დაცული იყოს?"


ანუ, ეს რომ ადამიანურ ენაზე ვთარგმნოთ, ლგბტ-ელებს ის აინტერესებთ, ალასანია დაუჭერს თუ არა მხარს 17 მაისს რუსთაველზე გეი-აღლუმის ჩატარებას?! თანაც, თავიდანვე მიანიშნებს, ნატო-ს რიგის სამიტი კარსაა მომდგარი და უგეი-აღლუმოდ შორს ვერ წავალთო!


არადა, ალასანიაც პასუხობს:


„წინ რიგის სამიტია, და, საერთოდ, ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრები რომც არ იყოს, ჩვენს ქვეყანაში ყველა ადამიანისა და მოქალაქეთა ჯგუფის გამოხატვის უფლება განუხრელად დაცული უნდა იყოს. ის, რაც 2013 წელს მოხდა, ჩვენი ქვეყნისთვის, ბუნებრივია, ძალიან მძიმე დარტყმა იყო. ასეთი ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ლიბერალურ-დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისა და ევროპის ნაწილად გახდომის პრეტენზია აქვს... სწორედ „ანტიდისკრიმინაციული კანონის" მიღებაც და შემდეგ ამის სისრულეში მოყვანა ის ტესტია, რომელსაც ძალიან დიდი გამადიდებელი შუშით უყურებენ ჩვენი პარტნიორები, ვისაც სურს, რომ საქართველო წარმატებული იყოს..."


ამდენად, როგორც ხედავთ, ალასანია რუსთაველზე გეი-აღლუმს ერთგვარ ტესტადაც მიიჩნევს საქართველოს დასავლური ორიენტაციისთვის!


და ალასანიას, იმავდროულად არ ავიწყდება, რომ ლგბტ-სექტის გულის მოსაგებად, შოლტი გადაჰკრას და ადგილი მიუჩინოს ათასწლოვან ქართულ ეკლესიას:


„ჩემს თვალში ეკლესია ძალაუფლების ინსტიტუტი არ არის. ესაა სულიერების ინსტიტუტი და, როგორც მორწმუნე ადამიანს, ღრმად მწამს, რომ ეკლესია სწორედ ამ პრინციპით ხელმძღვანელობს, მომავალშიც იხელმძღვანელებს და სახელმწიფო საქმეებში არასოდეს არ ჩაერევა!"


ანუ ალასანია ღიად აცხადებს, რომ ეკლესიამ ხმაც არ უნდა ამოიღოს და შეეგუოს დედაქალაქის ცენტრში პედერასტიის ზეიმს! დიახ, ეს ამას ნიშნავს და მეტს არაფერს!


„17 მაისმა" ალასანიას თანამებრძოლს - საპარლამენტო ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების" ხელმძღვანელს ირაკლი ჩიქოვანსაც ჩამოართვა ინტერვიუ და ისიც დაითანხმა, რომ გეი-აღლუმი ჩვენში „ჩვეულებრივი მოვლენა" უნდა გახდეს:


„აუცილებელია, შევეჩვიოთ იმას, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება ყველას უნდა ჰქონდეს... ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სურვილი, რომ საკითხები თავისი ინტერესებიდან გამომდინარე განიხილონ, ამის სურვილს ნუ შევუზღუდავთ... არამარტო რიგის სამიტის წინ, არა მხოლოდ წელს, არამედ, ზოგადად, 17 მაისს თუ რაიმე ღონისძიება იქნება, ასევე ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, მშვიდობიანად უნდა ჩაიაროს!"


„17 მაისმა" „თავისუფალი დემოკრატების" კიდევ ერთ ლიდერს - ნინო გოგუაძეს ჩამოართვა ინტერვიუ და, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს ქალბატონი მამაკაც თანაპარტიელებზე აგრესიული გამოდგა ლგბტ-სექტის მხარდაჭერაში:


„სახელმწიფო იმისთვის არსებობს, რომ დაიცვას კანონი და კონსტიტუცია. როცა სახელმწიფო არ ასრულებს ვალდებულებას და „იდენტობას" უსაფრთხოების გარანტიას არ აძლევს, ეს არის ძალიან სამარცხვინო! საქართველოს საგარეო იმიჯი დაზარალდება, რადგან სახელმწიფომ თქვა - მე ვერ დავიცავ ლგბტ-ადამიანებს, ანუ მე არ ვარ სახელმწიფო!"


და აქვე, შედარებისთვის, ბარემ, ნაცი ჩიორა თაქთაქიშვილის ტვინის ნაჟურსაც მოგახსენებთ - „17 მაისმა" მასაც ჩამოართვა „საჩვიდმეტმაისო" ინტერვიუ:


„სამწუხარო რეალობაა, როდესაც ამ ქვეყნის მოქალაქეებს არსებობის, საკუთარი მოსაზრებების გამოხატვისა და თავიანთი არსებობის საჯაროდ დაფიქსირების საშუალებას არ აძლევენ!.. ამ ორი წლის განმავლობაში 17 მაისი ეკლესიამ ოჯახის კეთილდღეობის აღმნიშვნელ დღესასწაულად დააწესა. ვფიქრობ, ეს პირდაპირი განაცხადი იყო, რომ საქართველოში ლგბტ თემის წარმომადგენლბას 17 მაისის აღნიშვნის უფლება არ აქვთ. დაუშვებლად მიმაჩნია, რომ სახელმწიფო მოქმედებდეს, როგორც რელიგიური დაწესებულება!"...


მოკლედ, ძვირფასო მკითხველო, როგორც ხედავთ, ალასანიას, მისი თანაპარტიულოისა და ნაცების სახის - ჩიორას პოზიციები შუაზე გაჭრილი ვაშლის ნაწილებივით ჰგავს ერთმანეთს!


ნაცებისა ისედაც ყველაფერი გასაგებია, მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ ამიერიდან, ჩვენ შეგვიძლია, პირდაპირ, ვთქვათ:


ირაკლი ალასანია და ვაჭარაძე „დაძმობილდნენ!"


ჩვენ ასევე, თამამად შეგვიძლია, განვაცხადოთ:


ალასანიას „თავისუფალი დემოკრატები" თბილისში გეი-აღლუმის ჩატარებას ემხრობიან!


და, ალბათ, ამიერიდან, უპრიანი იქნება, თუ ირაკლი ალასანიას „თავისუფალი დემოკრატების" მმართველ პოლიტსაბჭოში პარტიის „სახეებად" - ერთ-ორ ვაჭარაძესა და კესარიას შეიყვანს და ამას დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნავს!


რადგან ალასანიას პარტია ანტიმართლმადიდებლურია, მან მხარდამჭერები ლესბოსელ-გეი-ბისექსუალ-ტრანსსექსუალებში უნდა ეძებოს!


მით უფრო, რომ ეს ძალიან გაეხარდებათ ალასანიას დასავლეთელ პარტნიორებს!


აბა, ქართველი ხალხი ალასანიასა და მის პარტიას ხმას ისედაც არ მისცემს და უცხოელი პატრონებისგან დაფინანსება მაინც შერჩებათ...

 

გიორგი გიგაური

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016