reportiori.ge - მუზეუმების საერთაშორისო დღის პროგრამა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 09:54
კულტურა
მუზეუმების საერთაშორისო დღის პროგრამა
ავტორი:
16 მაისი, 2015. 12:19


უკვე 30 წელზე მეტია, მსოფლიო 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.


„რეპორტიორი" გთავაზობთ კულტურის სამინისტროს დაგეგმილ პროგრამას ამ დღესთან დაკავშირებით:




ღია კარის დღე საქართველოს ყველა მუზეუმში



საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო



საქართველოს მუზეუმების წარმომადგენელთა მიღება და დაჯილდოება



სსიპ მუზეუმების მიერ დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამა



საქართველოს ეროვნული მუზეუმი



17 მაისი. 17:00სთ. - გამოფენა „ვიტალი კაპანაძე" (შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, თბილისი, გუდიაშვილის ქ. N1)



18 მაისი - 10:00-18:00 სთ. მუზეუმების საერთაშორისო დღე (ყველა მუზეუმში შესვლა იქნება უფასო)



18 მაისი. 18:30 - 22:00სთ. - სერგო ფარაჯანოვი „21 საუკუნის სიზმარი" (ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი, თბილისი, სიონის ქ. N 8)



18 მაისი, 15:00 სთ. არქიტექტორ-რესტავრატორ ზინაიდა ქუფარაშვილის ნამუშევრების გამოფენა-ინკრუსტაცია (სიღნაღის მუზეუმი)



20 მაისი----17:00 სთ. - „ფიროსმანის დღე" (დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა (თბილისი)



23 მაისი ---12:00 - „არქეოლოგია ყველასთვის" საგანმანათლებლო პროგრამის პრეზენტაცია. (ს. ჯანაშიას სახელობის ისტორიის მუზეუმი)



24 მაისი --10:30-18:00 - საგანმანათლებლო პროგრამები და შემეცნებითი თამაშები მუზეუმის ყველა დამთვალიერებლისათვის (გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი).




აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი

(თბილისი, გ. ცაბაძის ქ. N 6)


13 მაისი ----19:00 -გამოფენის გახსნა და ფოტოპროექტი „ქალი აბრეშუმით".


გამოფენის თანმხლები აქტივობები



15 - 22 მაისი - ფოტოგრაფი მუზეუმში (ქართველ ფოტოგრაფთა ფოტოსესია თემაზე „ქალი აბრეშუმით")



15 მაისი - --13:00-15:00 - ირმა შარიქაძე და ვიზაჟისტი- ეკატერინე ჩანჩიბაძე



18 მაისი - --13:00 - 15:00 - მარიკა ამურველაშვილი



18 მაისი --- 12:00-24:00- (მუზეუმი დამთვალიერებელს აძლევს შესაძლებლობას ეწვიოს მიმდინარე გამოფენებს შუაღამემდე უფასოდ)



18 მაისი --- „მუზეუმი სკოლაში" ( სპეციალური პროგრამა)



19 - 21 მაისი --- შეხვედრები ფოტომოყვარულ ახალგაზრდებთან



20 მაისი ---13:00- 15:00 - ნათელა გრიგალაშვილი



22 მაისი ---13:00-15:00 - დარო სულაკაური



23 მაისი --- გამოფენის დახურვა


დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი

(თბილისი, კარგარეთელის ქ. N 6)



18 მაისი - ერთობლივი გამოფენა საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში - „დადიანები თბილისში" (გამოიფინება მუზეუმში დაცული გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ნუმუზმატიკა, ფოტომასალა, ფერწერა, გრაფიკა, ჭედური ხელოვნების ნიმუშები)



აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზუემი

(საჩხერე, ს. სხვიტორი)


10 - დან 18 მაისამდე მუზეუმში რაიონის საჯარო სკოლების მონაწილეობით ჩატარდება აკაკის კვირეული: ღია გაკვეთილები და მხატვრული ღონისძიებები.



13 მაისი ----14:00 სთ-ზე მუზეუმში მოეწყობა შეხვედრა ქართველ მწერლებთან პროექტის ,,ცოცხალი წიგნი" ფარგლებში.



17 მაისი ---12:00 რაიონის საჯარო სკოლების უფროსკლასელთა მონაწილეობით ჩატარდება ვიქტორინა კონკურსი ,,ვინ უკეთ იცნობს აკაკის".



18 მაისი --- 12:00 - კვირეულის დასკვნითი ღონისძიება


 

ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი

(სამტრედია, ს. დიდი ჯიხაიში)


12-დან 18 მაისი - 14:00 დან 17:00 -მდე

კვირეული „სკოლა და მუზეუმი" დევიზით: "მეზეუმები - ისევ ქვეყნის, ისევ ცოცხლების" პროგრამა



12 მაისი --- კონკურსი თავისუფალი თემის, ესსეს, ჩანახატის შექმნაში თემაზე: "ჩვენ და მუზეუმი", "ჩემი თანამედროვე ნიკო ნიკოლაძე", "ჩემი რაინდი - გიორგი ნიკოლაძე"



13 მაისი --- ნორჩი მხატვრების კონკურსი თემაზე: "მისი ბაღის და სასახლის ისმის ხეთა მასლაათი", ან "აქ რომ ჰკითხოთ, შეჩერება იცის დრომაც"



14 მაისი --- ქართული პოეზიის საღამო - "ჩვენ ვკითხულობთ "ვეფხისტყაოსანს" ("ოქროს კვეთა" პოემაში, შეჯიბრი დეკლამაციაში, აფორიზმების ცოდნაში, კალიგრაფიაში)



15 მაისი --- ლიტერატურული საღამო - "სტუმრად პირველ ქართველ ევროპელთან" - ინგლისური, ფრანგული, გერმანული პოეზიის ნიმუშები



16 მაისი ---კლასიკური მუსიკალური საღამო - "ჩვენ ვუკრავთ შოპენს" და ხალხური სიმღერების კონკურსი



17 მაისი---- სპორტული შეჯიბრებები - "მხიარული სტარტები", ტურნირი ნარდსა და ჭადრაკში



18 მაისი --- ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია, ღია კარის დღე მუზეუმში




იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი

(გორი, ს. ვარიანი)



17 მაისი ---12:00 მუზეუმის დღესთან დაკავშირებით მოეწყობა გასვლითი ღონისძიება საზღვრისპირა სოფელ ნიქოზში, სადაც ჩატარდება ღია გაკვეთლი იაკობ გოგებაშვილის ცხობრებასა და მოღვაწეობაზე



18 მაისი ---14:00 ვარიანის იაკობ გოგებაშვილის სახელობის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით ჩატარდება კონკურსი ,, ვინ მეტი იცის იაკობზე" და კონკურსი კალიგრაფიაში ,, ჩემი დედაენა" ( საუკეთესო ასო-ბგერების ავტორები დაჯილდოვდებიან სიგელებით)




ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი

(მცხეთა, საგურამო)



18 მაისი -- პროექტის "ილიასეული ტოპონიმების" ფოტო გამოფენა


 

სსიპ ი.ბ.სტალინის სახელმწიფო მუზეუმი

(გორი, სტალინის ქ. N 13)



18 მაისი --- 15:00 - შეხვედრა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორთან პროფესორ ვახტანგ გურულთან



მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი

(თბილისი, გორგასლის ქ. N 17)



18 მაისი --- 14:00 - აზერბაიჯანული კულტურის ნიმუშების გამოფენა



საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი

(თბილისი, შ. დადიანის ქ. 28)


18 მაისი -- 13:00 - „ხალხური ხელოვნების მუზეუმის მეგობრები" - პრეზენტაცია (პრეზიდენტი: ლუარსაბ ტოგონიძე; ვიცე-პრეზიდენტი: ირა ლავრინენკო /დიზაინერი/ II ვიცე-პრეზიდენტი: მაია სულაქველიძე).



მხატვართა და მათი შთამომავლების მიერ მუზეუმისთვის კოლექციების გადაცემა



20 მაისი --- მუზეუმი აწყობს გამოფენას და ლექციას ქალთა კოლონიაში თემაზე „ქართული ტრადიციული ხელსაქმე"



დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმი

(თბილისი, ანტონ კათალიკოსის ქ. N 3)


18 მაისი - 14:00-17:00 სთ. მუზეუმის დირექტორის პროფ. გივი ღამბაშიძის ლექცია ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის შესახებ.



გივი ღამბაშიძის წიგნი-ალბომის „ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის ფურცლები - დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმი" (თბილისი, 2015) პრეზენტაცია



ებრაული რარიტეტული წიგნებისა და ნ. ფეიქრიშვილის ნამუშევართა გამოფენა.



ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი

(დუშეთი, ს. ჩარგალი)



18 მაისი --- დღის მანძილზე - ღონისძიება სკოლის მოსწავლეთათვის -ვაჟას ლექსების მხატვრული კითხვა, ვაჟას ლექსებზე შექმნილ სიმღერებისა და ვაჟას შემოქმედებისა და მის ცხოვრების შესახებ მოსწავლეთა მიერ დამუშავებული თემების კონკურსი


 

სსიპ. ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი

(ფოთი, 26 მაისის ქ. N 9)


18 მაისი --- 15:00 სთ. კვირეულის გახსნა, ღია კარის დღე.



15:30 სთ. „ მამულითა გზითა სვლაი"- ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის ინტეგრირებული გაკვეთლი (მუზეუმი და N 1 საჯარო სკოლა)



25 მაისი--- 14:00 სთ. „სულხან საბა - გზა პოლიტიკიდან მწერლობამდე"- ისტორიისა და ლიტერატურის ინტეგრირებული გაკვეთილი (მუზეუმი და და საავტორო სკოლა-გიმნაზია)



26 მაისი ---14:00 სთ. მოძრავი გამოფენის მოწყობა ქალაქის ცენტრალურ პარკში. საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება. მუზეუმთან თანამშრომლობით გამორჩეულ და აქტიურ მოსწავლეთა დაჯილდოება „ მუზეუმის მეგობრის" სიგელებით.



ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი

(ქუთაისი, პუშკინის ქ. N 18)



18 მაისი --- 11:00-დან 18:00-მდე დროებითი გამოფენები: `ქუთაისის მუზეუმის მოხატული ხელნაწერები''

`არქეოლოგიური მასალები საქალაქო ცხოვრების საწყისი ეტაპისათვის ქუთაისში"



პროექტის პრეზენტაცია: `ჯრუჭის მონასტრის ისტორიის ფუნდამენტური კვლევა და მისი საგანძურის სამეცნიერო კატალოგიზაცია".



ღვაწლმოსილ მეცნიერ-თანამშრომელთა დაჯილდოება



ღია კარის დღე - ვიზიტორთა უფასო მომსახურეობა



გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი

(ვანი, ს. ჭყვიში)



18 მაისი --- 14:00 სთ. კონფერენცია: „მუზეუმი -კულტურის კერა"

მუნიციპალიტეტის სკოლებიდან მოწვეული მოსწავლეებისა და შუამთის კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული გუნდი „შუამთა"-ს მონაწილეობით



ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმი

(ყვარელი, რუსთაველის ქ.#2)


18 მაისი -----16:00 სთ. - საგამანათლებლო პროგრამა-სასულიერო პოეზიის საღამო



ქართული ხალხური სიმღერის და საკრავების მუზეუმი

(თბილისი, სამღებროს ქ. N 6)


18 მაისი --- 13: 18:00 - გასვლითი ღონისძიება გურჯაანში - ლექცია-კონცერტი მუზეუმთან არსებული ფოლკლორულ ანსამბლ "მჭელის" მონაწილეობით. "კახური ფოლკლორის საღამო"



21 მაისი ---18:00 - რაჭული ფოლკლორის საღამო მუზეუმში. შეხვედრა ფოლკლორულ ანსამბლ "ძირიანთან"



22 მაისი ---18:00 მრგვალი მაგიდა -„ ქართული გალობა, სიმღერები, მუსიკალური საფუძვლები"



24 მაისი ---14:00 - ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლ "აკრიანის" შეხვედრა თბილისის 39 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან (მუზეუმში)



თელავის ისტორიული მუზეუმი

(თელავი, ერეკლე მეორის მოაედანი N2)



18 მაისი --- 11: 00 - სამეცნიერო კონფერენცია: ერეკლე მეორის მოღვაწეობის განხილვა მე-18 საუკუნის ევროპული პრესის ფურცლებზე


საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო



კვირეულის ფარგლებში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მოეწყობა ერთდღიანი გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დოკუმენტთა საცავში დაცული კველევითი და საპროექტო მასალა - 1918 წლიდან მოყოლებული თანამედროვე პერიოდის ჩათვლით (ტაძრები, ციხეები, საერო არქიტექტურა (გეგმები, ჭრილები, ფასადები, დეკორი, კროკები), კედლის მხატვრობა; მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა თანამედროვე ტექნოლოგიების პრეზენტირებას ძეგლთა კვლევის სფეროში (თბილისი, სანაპიროს ქ. N 4)


20-22 მაისი. 10: 00



კონფერენცია „მუზეუმი და კულტურული მემკვიდრეობა" (მუზეუმ-ნაკრძალების, მუზეუმების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მართვა, მუზეუმი და სამეცნიერო კვლევა, თანამედროვე მუზეუმი - არქიტექტურა, ექსპოზიცია, დიზაინი, უახლესი ტექნოლოგიები; მუზეუმი და თანამედროვე გამოწვევები, დაცვა-შენარჩუნება (რესტავრაციისა და კონსერვაციის თანამედროვე მიდგომები)


(თბილისი, ათონელის ქ. N 9) დახურვა 22 მაისს თელავის მუნიციპალიტეტის ს. წინანდალში)



3-31 მაისი



მუზეუმის კოლექციიდან - ფიროსმანი წინანდალში


ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში წინანდალში მიმდინარე წლის 3 მაისს გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით „მუზეუმის კოლექციიდან - ფიროსმანი წინანდალში", სადაც ექსპონირებულია ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმში (მირზაანში) დაცული ნ. ფიროსმანის ნამუშევრები, პაბლო პიკასოს ნიკო ფიროსმანაშვილის პორტრეტი და ფიროსმანის სურათების გამოფენათა აფიშები. გამოფენა გასტანს 31 მაისამდე. (თელავის მუნიციპალიტეტი, ს. წინანდალი)


25 მაისი.17:00



„მუზეუმის კოლექციიდან - XX საუკუნის ქართული მხატვრობა"


სამხატვრო აკადემიის საგამოფენო სივრცეში პირველად გამოიფინება, მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის ფონდებში დაცული XX საუკუნის ქართული ფერწერისა და გრაფიკის ნიმუშები. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ვალერიან სიდამონ-ერისთავის, ლადო გუდიაშვილის, უჩა ჯაფარიძის, ყარამან ქუთათელაძის, ზურაბ წერეთლის და სხვა ცნობილი მხატვრების 1930-1960-იან წლებში შესრულებული ნამუშევრები (თბილისი, გრიბოედოვის ქ. N 2)



18 მაისი



ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მოეწყობა შეხვედრა კერძო კოლექციონერებთან - ნუგზარ ოსეფაშვილთან და გიორგი ხაჩიძესთან. მუზეუმის საექსპოზიციო სივრცეში გამოიფინება მათ კოლექციებში დაცული ბორჯომის მინერალური წყლის ეტიკეტები (476 ერთეული) და ნუმიზმატიკის (435 ერთეული) ნიმუშები (ბორჯომი, წმ. ნინოს ქ. N 9)



18 მაისს მუზეუმ ნაკრძალებში დაგეგმილი აქტივობები



გრემის მუზეუმში გაიმართება შეხვედრა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან. სტუდენტები გაეცნობიან ნაქალაქარ გრემის ისტორიას, მუზეუმის მუშაობის სპეციფიკასა და აქ დაცულ კოლექციებს. მოისმენენ ლექციას ქეთევან დედოფალზე, დასასრულს ნაჩვენები იქნება თომა ჩაგელიშვილის ფილმი`"გრემი" (ყვარელი, ს. გრემი)


ე. თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი - "ასე იქმნებოდა ჩვენი მუზეუნ-ნაკრძალი" - ღონისძიება ჩატარდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. დვაბზუს საჯარო სკოლაში. მოსწავლეები გაეცნობიან მუზეუმ-ნაკრძალის საქმიანობასა და მისი დაარსების ისტორიას (ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. დვაბზუ)


ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიურიმუზეუმ-ნაკრძალში - ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით გაიმართება პრეზენტაცია: „საქართველოს ტაძრები",.ასევე, წარმოდგენილი იქნება ლიტერატურული კომპოზიცია - „ნოქალაქევი ჩემი სოფელი - ზეაღმართული `ციხე გოჯითა". მოეწყობა ღია გაკვეთილი (მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია) თემაზე - „ომი და მისი შედეგები; ერთად დავიცვათ მშვიდობა" (სენაკი, ს. ნოქალაქევი)


სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმში საჯარო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით მოეწყობა კონფერენცია სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის დამაარსებლების _ ტიციან ტაბიძისა და სტეფანე ალიბეგაშვილის მუზეუმში მოღვაწეობის შესახებ. პარალელურად, გამოიფინება მუზეუმის დაარსების ამსახველი ფოტომასალა (სტეფანწმინდა, ყაზბეგის ქ. N 2 )


უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში - „არტ-უფლისციხე - 2015"- ის ფარგლებში, გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები. მათ შორის გორის ქართული ხალხური ხმების ანსამბლისა და ჯაზბენდ „კანუდოსის" კონცერტი; მოეწყობა გივი სადაღაშვილის ჭედური ნამუშევრების გამოფენა; მუზეუმის გარე ტერიტორიაზე გამოიფინება და გაიყიდება ადგილობრივი პროდუქცია; მუზეუმ-ნაკრძალის პატარა ვიზიტორებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ უფლისციხის საგანმანათლებლო პროექტში „უფლისციხობანა". გაიმართება კონცერტი უფლისციხის ბავშვთა ფოლკლორული ანსმაბლის მონაწილეობით, ღონისძიებაში ჩართული იქნებიან მუზეუმ-ნაკრძალის მოხალისეები (გორი, ს. ქვახვრელი)


ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ- ნაკრძალი - 14 მაისს გეგუთში გაიმართება თამარ მეფისადმი მიძღვნილი ღონისძიება - თამარობა. ადგილობრივი საჯარო სკოლის მოსწავლეები წარმოადგენენ კომპოზიციას თამარ მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, გააცოცხლებენ იმ პერიოდის საქართველოს (ქუთაისი, ნაზარიშვილის 7)


ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი - „საქარავნო გზები - სოფ. ნაქალაქევი -ქარვასლა-ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალი - ამ მარშრუტით საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის მოეწყობა ტური. მათივე მონაწილეობით გაიმართება დისკუსია საქარავნო გზების დანიშნულებისა და მნიშვნელობის შესახებ. გამოიფინება ფონდსაცავში დაცული არქეოლოგიური მასალა (ასპინძის მუნიციპალიტეტი)



 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016