reportiori.ge - პირველი ბრინჯაო ლიუბლიანადან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 11:03
სპორტი
პირველი ბრინჯაო ლიუბლიანადან
24 ოქტომბერი, 2013. 17:29

ლიუბლიანაში დაიწყო ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი. 23 ოქტომბერს საქმეში მსუბუქი წონის მოჭიდავეები ჩაერთვნენ. 60 კგ-ში საქართველოს მონაწილე არ ჰყავდა. 55 კგ-ში ლერი ჭელიძე  ჯერ მონღოლ ბარსურენს ვაზარით გასცდა, მერე ავსტრიელი მარკ ტობინი და უზბეკი სობიტ ხუჯამოვი დააიპონა, მაგრამ მეოთხედფინალში ბრაზილიელ ტორენტესთან აშკარად გადაღლილი ჩანდა: პირველი ორი წუთი თანაბარ ბრძოლაში გაილია, მეტოქეებმა თითო იუკო მიითვალეს, მაგრამ ბოლოსკენ ბრაზილიელმა გაილაღა და სამივე სინჯის გდება გააკეთა. რეპეშაჟში გადართულმა ჭელიძემ ევროპის მოქმედი ჩემპიონი დავუდ მამადოვი პირველივე წუთზე შებოჭა, ბრინჯაოს ფინალში კი იაპონელ რიუჯუ ნაგაიამას ვაზარით აჯობა, თუმცა  შეხვედრის მიწურულს ისე დაიღალა, პასიურობისთვის კინაღამ მოხსნეს.

ამგვარად, ქართველთა ყულაბაში პირველი ბრინჯაო ლერი ჭელიძემ ჩააგდო. დღეს 66 და 73 კილოგრამ წონით კატეგორიებში საქართველოს სახელით გელა კელიხაშვილი, ლევან გუგავა და ფრიდონ გიგანი ჭიდაობდნენ. სამწუხაროდ, სამივე მათგანი პირველსავე შეხვედრაში დამარცხდა და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016