reportiori.ge - დემიკო ლოლაძე: პირდაპირ ვამბობ – 1981 წლის 13 მაისს „რაინშტადიონზე“ გადაღებული ფოტოები შემთხვევით გამომივიდა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 16:42
პრეს-დაიჯესტი
დემიკო ლოლაძე: პირდაპირ ვამბობ – 1981 წლის 13 მაისს „რაინშტადიონზე“ გადაღებული ფოტოები შემთხვევით გამომივიდა!
ავტორი:
20 მაისი, 2015. 15:30


- ბატონო დემიკო, ქართული ფეხბურთის ისტორიას კიდევ ერთი ბრწყინვალე ფურცელი შეჰმატეთ იმ წიგნის სახით, რომელიც ალექსანდრე ჩივაძის შესახებ გამოეცით, რასაც თქვენც გილოცავთ და ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარსაც. რას გრძნობთ დღეს, როცა 34-ე 13 მაისი დგება იმ დიდი გამარჯვებიდან, რომლის ფოტოფირზე აღბეჭდვის ბედნიერებაც საქართველოდან თქვენ ერთადერთს გერგოთ?


- გულდასაწყვეტი იყო, რომ დიუსელდორფში თასების თასის ფინალის გადასაღებად არცერთი პროფესიონალი ფოტორეპორტიორი არ მიავლინეს.


არ ვმალავ და პირდაპირ ვამბობ,რომ 1981 წლის 13 მაისს „რაინშტადიონზე" გადაღებული ფოტოები შემთხვევით გამომივიდა!


დიახ, თბილისში ჩამოსულმა კადრების გამჟღავნება რომ დავიწყე, ცრემლები წამომივიდა, ნუთუ ეს ჩემი გადაღებულია-მეთქი?! კადრების უმეტესობა ფოკუსში არ იჯდა. სანამ მე ფოკუსს ვასწორებდი, ამასობაში ესა თუ ის სათამაშო მომენტი უკვე ჩავლილი იყო!


ჩვენების მიერ გატანილი ვერცერთი გოლი ვერ გადავიღე! აბა, დარტყმის მომენტში ფოტოაპარატს შევხედავდი? პირდაპირ მოედანს ვიყავი მიშტერებული და ფოტოაპარატი არც მახსოვდა!


მოსკოვში იმდენად იყვნენ დარწმუნებულნი,რომ ქართველები ფინალში ვერ გაიმარჯვებდნენ, არ ჩათვალეს საჭიროდ, თამაშზე პროფესიონალი ფოტორეპორტიორი მიევლინათ!


ვცდილობ, რომ ყოველი წლის 13 მაისს, ასე ვთქვათ, ხელცარიელი არ შევხვდე და ამ დიად თარიღს რაღაც საჩუქარი მივუძღვნა. წელს ალექსანდრე ჩივაძის იუბილე იყო და მის შესახებ წიგნი გამოვეცი.


აუცილებლად უნდა აღვნიშნო ერთი რამ - ეს წიგნი ვერ გამოვიდოდა და, საერთოდ, ვერცერთ წიგნს ვერ გამოვცემდი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას სათავეში ზვიად სიჭინავა რომ არ ედგეს!


დიახ, პირდაპირ ვამბობ და ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს - ასეთი პრეზიდენტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას არ ჰყოლია!


ეს კაცი დღედაღამ ქართულ ფეხბურთზე ფიქრობს, ბევრ კარგ საქმეს აკეთებს და ვისურვებდი, რომ ზვიად სიჭინავა კიდევ დიდხანს დარჩენს ჩვენი ფეხბურთის სამსახურში.


თუ ასეთი თავდადებული და გულანთებული ადამიანები ბევრი გვეყოლება, შესაძლოა, 13 მაისის მსგავს დიდ გამარჯვებებს კიდევ მოვესწროთ!

 

ესაუბრა ჯაბა ხუბუა

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016