reportiori.ge - რა ხდება უკანონოდ დასაკუთრებული ქონების ლეგალიზების მსურველების თავს?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 05:52
ინტერვიუ
რა ხდება უკანონოდ დასაკუთრებული ქონების ლეგალიზების მსურველების თავს?
20 მაისი, 2015. 13:41


დედაქალაქის  საკრებულომ  უკანონოდ დასაკუთრებული მიწების ლეგალიზება დაიწყო. რა კატეგორიის ან რა პერიოდში მიტაცებული  მიწების ლეგალიზაციაზეა საუბარი, რამდენ ადამიანს გაუფორმეს მიწა, ვის და რა მოტივით ეთქვა უარი და რა ბედი ელით იმ  პირებს, ვინც მიწის ლეგალიზაციაზე უარი მიიღო?


„რეპორტიორს" ქალაქის საკრებულოს მიწის ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარე ბექა ნაცვლიშვილი ესაუბრა:



- მიწა იყოფა სასოფლო და არასასოფლო სამეურნეო მიწებად, თუმცა, ლეგალიზების დროს ამას მნიშვნელობა არ აქვს. არსებობს გარკვეული წინაპირობა და ის ასეთია -  ერთი -  პირს 2007 წლამდე უნდა ჰქონოდა მიწა შემოღობილი და მეორე, როდესაც პირს 2007 წლამდე დაურეგისტრირებელ, შემოღობილ მიწაზე აშენებული ჰქონდა კაპიტალური შენობა-ნაგებობა.

 

- 2007 წლამდე ნებისმიერი ტიპის და ნებისმიერი პირის მიერ შემოაზღვრული მიწაზეა საუბარი?


- ნებისმიერი ტიპის და პირის მიერ. ამ ეტაპზე  გადმოტანა გვინდა 2011 წლამდე. კანონპროექტის საფუძველზე, 2011 წლამდე უკანონოდ მითვისებული მიწების, მშენებარე შენობა-ნაგებობებისა და ხის ნაგებობების რეგისტრაციაც მოხდება. შენობები უნდა წარმოადგენდეს საცხოვრებელ სახლს და უნდა დასტურდებოდეს, რომ იქ ადამიანები ცხოვრობენ. მიწის ნაკვეთის შემთხვევაში კი,  მიწის ნაკვეთი მოვლილი უნდა იყოს. ცვლილებების პროექტი გადაიგზავნება პარლამენტში და  იმედი მაქვს, რომ საგაზაფხულო სესიების დასრულებმადე კანონპროექტი მზად იქნება.

 

- რატომ გახდა საჭირო  დაურეგისტრირებელი ქონების ხანდაზმულობის ვადის 2011 წლამდე გადაწევა?


- შემდეგი ფაქტორის გამო - გავითვალისწინეთ თბილისის ურბანული განაშენიანების ხასიათი, ასევე სოციალური ფონი, რის გამოც ეს ადამიანები ვერ ეწევიან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას.

 

- პირები, რომლებსაც აქვთ დაურეგისტრირებელი მიწა და მისი დაკანონება სურთ, დასაკანონებლად რა დოკუმენტაციით მოგმართავენ?


- მოაქვთ აზომვითი ნახაზი, ფოტო, მეზობლების თანხმობა...

 

- როგორ ხდება მიწების დაკანონება?


-  გადასამოწმებლად უამრავი მექანიზმი არსებობს. შესაძლოა, ეს იყოს ორთო-ფოტო, რითაც დგინდება,  რომ შენობა-ნაგებობა არსებობდა კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე, ასევე,  კომუნალური გადასახადები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ეს ადამიანები კონკრეტულ მისამართზე და კონკრეტულ მიწაზე იხდიდნენ კომუნალურ გადასახადს. შემდეგი მექანიზმია  ფოტოსურათები, ასევე მეზობლების თანხმობა. თუკი კომისია ვერ დარწმუნდება,  შემდეგ ისინი ადგილზე გადიან და ათვალიერებენ მიწასაც და სახლსაც. 


თუ კომისიას სახლის ხანდაზმულობა დააეჭვებს, ასეთ შემთხვევაში, კომისია სახლის ხანდაზმულობაზე ექსპერტიზის დასკვნას ითხოვს. თუ ესეც ვერ გადაწყვეტს პრობლემას,  მაშინ  ეკონომიკის სამინისტროს, თბილისის ქონების მართვის სამსახურის გადასაწყვეტია,  რა ბედი ეწევა ამ მიწებს.

 

- ამ ეტაპზე რამდენ  ადამიანს დაუკანონდა უკვე მიწა?


-  ამ წუთში ზუსტად რა მაჩვენებელია, არ ვიცი. დაახლოებით 5 ათასი განცხადება შემოვიდა ჩვენთან ამ დრომდე და განხილულიც იქნა.  ამათგან 1/3  დაკანონებულია, 1/3 განხილვის  პროცესშია, ხოლო 1/3-ს უარი ვუთხარით.

 

- უარის თქმის მიზეზი რა იყო?


- მაგალითად - არ დგინდებოდა  ფლობა-სარგებლობა,  ცარიელი მიწის  ნაკვეთი იყო, უბრალოდ, ღობე ჰქონდა შემორტყმული. არ დგინდებოდა ის, რომ 2007 წლამდე ფლობდა ამ მიწას ეს ადამიანი. ძირითადად, ეს პრობლემები იყო.

 

- პირებ, რომელთა უარი ეთქვათ, რა პრობლემის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ?


- მათ იმპერატიულად არავინ არ გაათავისუფლებინებს ტერიტორიებს. შესაძლოა, თვითმმართველმა ერთეულმა ან სახელმწიფომ დადოს რეგისტრაცია და მოექცეს სახელმწიფოს მფლობელობაში. ჩვენ, ნებისმიერ შემთხვევაში, განვიხილავთ, არ გვაქვს უფლება, რომ არ განვიხილოთ ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, თუმცა შემდეგ უკვე სახელმწიფო რას გადაწყვეტს, ეს ჩვენი თემა არ არის.

 

-  ისეთი ადამიანები თუ მოგმართავენ, რომელთაც სახელმწიფომ, კონკრეტულმა უწყებებმაწაართვეს კანონიერი მიწა?


- სახელმწიფომ ან კონკრეტულმა უწყებამ თუ წაართვა  კანონიერი მიწა, მაშინ ეს უკვე ჩვენი კი არა, სასამართლოს საქმეა. ასეთი განცხადებები ჩვენთან არ მოდის, ეს ჩვენს პრეროგატივას ცდება. თან, თუ სახელმწიფომ წაართვა, გამოდის, რომ უკვე რეგისტრირებული იყო.

 

- დასარეგისტრირებელი მიწის ფართობი განსაზღვრულია?


- თბილისი არაა აგრარული რეგიონი, ამიტომაც ვფიქრობთ, მოხდეს დასაკანონებელი მიწის ფართობის ზღვრის დაწესება7


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016