reportiori.ge - გურამ შარაძის მკვლელობის ადგილზე საპროტესტო აქცია გაიმართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 04:07
"რეპორტიორის" თვალით...
გურამ შარაძის მკვლელობის ადგილზე საპროტესტო აქცია გაიმართა
ავტორი:
21 მაისი, 2015. 02:23




გურამ შარაძის მკვლელობიდან 8 წლისთავზე, მელიქიშვილის გამზირზე, მისი მკვლელობის ადგილზე საპროტესტო აქცია გაიმართა. პროტესტი მიმართული იყო „ნაციონალური მოძრაობის", მისი მხარდამჭერი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ.


როგორც აქციის ორგანიზატორმა, გურამ შარაძის შვილმა რუსუდან შარაძემ განაცხადა, უამრავი გახმაურებული საქმეა დღემდე გამოუძიებელი და აუცილებელია სამართლიანობის აღდგენა.  შარაძე იმედს არ კარგავს, რომ მამამისის მკვლელი აუცილებლად დაისჯება.


აქციას ესწრებოდნენ გურამ შარაძის ნათესავები, მეგობრები და მისი მომხრეები.


2007 წლის 20 მაისს ყოფილი პარლამენტარი, აკადემიკოსი გურამ შარაძე თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მოკლეს. ცეცხლსასროლი იარაღიდან 3-ჯერ ნასროლი ტყვიით მიყენებული ჭრილობების შედეგად შარაძე ადგილზე გარდაიცვალა.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016