reportiori.ge - შოთა აფხაიძე: 9 მაისის პროვოკაციას კურირებდა ვანო მერაბიშვილის ყოფილი ბანდა, ბაჩო ახალაიას სამეგობრო, კობა ხაბაზი, „თავისუფალი ზონა“ და ორგანიზაცია „იდენტობა“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 17:14
პრეს-დაიჯესტი
შოთა აფხაიძე: 9 მაისის პროვოკაციას კურირებდა ვანო მერაბიშვილის ყოფილი ბანდა, ბაჩო ახალაიას სამეგობრო, კობა ხაბაზი, „თავისუფალი ზონა“ და ორგანიზაცია „იდენტობა“
ავტორი:
22 მაისი, 2015. 14:58


გვესაუბრება ექსპერტი კავკასიის უსაფრთხოების საკითხებში შოთა აფხაიძე.


- შოთა, გასულ კვირას დიდი შეხლა-შემოხლა მოხდა 9 მაისს ე.წ. გეორგიევსკის ბაფთებთან დაკავშირებით, ბაიკერებიც კი გამოვიდნენ „რუსული პროპაგანდის" წინააღმდეგ, რას გვეტყვით ამის შესახებ?

 

- დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია გასულ კვირას 9 მაისს ე.წ. გეორგიევსკის ლენტების თემამ. ისე სურდათ წარმოეჩინათ, თითქოს ქართველი საზოგადოებისთვის ეს არის მიუღებელი და ფართომასშტაბიანი კამპანია გაიშალა გეორგიევსკის ბაფთის წინააღმდეგ. ეს არის სიცრუე, უბრალოდ, როგორც სჩვევიათ, ნაციონალებმა გააპიარეს, თითქოს საქართველოს მოქალაქეებს მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდათ ყოველივე ამის მიმართ.


სინამდვილეში კი საქმე სხვაგვარადაა. სააკაშვილისტებმა, იმავე „ნაციონალებმა", თავიანთი კარის ბიზნესმენებია და სატელიტი ორგანიზაციების მიერ დააფინანსეს გეორგიევსკის ბაფთების წინააღმდეგ მიმართული ისტერია და ამას მხარს უჭერენ ტელეკომპანიები „იმედი", „რუსთავი-2" და სხვა მათი ჯიბის ტელევიზიები და საინფორმაციო ქსელები.

 

- მაინც ვინ არიან ის ბიზნესმენები და როგორც თქვით, სატელიტი ორგანიზაციები, რომლებმაც დააფინანსეს, როგორც ამბობთ, ეს კონფრონტაცია?


- ამ ღონისძიებას უშუალოდ კურირებდა ამირან მესხელი, ვანო მერაბიშვილის ყოფილი ბანდა, ბაჩო ახალაიას სამეგობრო, რომლებიც გარეთ დარჩნენ - კობა ხაბაზი და „თავისუფალი ზონა" და ასევე ყველასთვის ცნობილი ორგანიზაცია „იდენტობა" - ლგბტ ადამიანების დამცველი, პროვოკაციების მომწყობი 17 მაისს, ირაკლი ვაჭარაძე და ა.შ.


ახლა მე მოგახსენებთ მათ კავშირებზე: ამირან მესხელმა თავისი მეგობრის და სპეცსამსახურების „შნირის" არტურ ბალასანიანის - ახალციხელი ბიზნესმენის მეშვეობით გამოყო, დაახლოებით, 100 000 დოლარზე მეტი, რაც ჩაირიცხა ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის, რათა ედევნათ რუსი ბაიკერები და სამამულო ომის ვეტერანები. დაახლოებით, 200 000 დოლარი გადმოირიცხა ასევე ფონდი „იდენტობიდან" და გადანაწილდა შემდეგნაირად: სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომლებზე, ჯალათებზე, იმ ხალხზე, რომლებიც ადამიანებს აწამებდნენ და რეჟიმის ყოფილ უფროსებზე, ვითომ ბაიკერები ლაშა ბრეგვაძის მეთაურობით, შეგახსენებთ, ლაშა ბრეგვაძე იყო რუსთავის მე-17, ანუ ყოფილი მე-2 ზონის დირექტორი, იგი გამოირჩეოდა დაუნდობლობით და სისასტიკით, აუპატიურებდა და სცემდა პატიმრებს, მანამდე ის მე-6 სარეჟიმო დახურული დაწესებულების დირექტორი იყო. ლაშა ბრეგვაძე შემჩნეული იყო პატიმრების მეუღლეებთან ძალადობრივ სექსუალურ კავშირებში, სწორედ ამის გამო სცემეს ის საბურთალოზე. ის საბურთალოზე ცხოვრობს, მაგრამ გარეთ აღარ გამოესვლება. ბრეგვაძე იმ პატიმრებმა სცემეს, რომელთა მეგობრების მეუღლეებთან იყო შემჩნეული უწესო საქციელში. ეს ბრეგვაძე იყო გარეული ამ საქმეში, ვითომ ქართველი მოტობაიკერების ოფიციალური წარმომადგენელი იყო საქართველოში და ბაიკერები წინააღმდეგნი იყვნენ ასეთი ტიპის ღონისძიების. კიდევ ვიმეორებ, ეს არის ტყუილი. ესენი იყვნენ „ნაციონალების" მხარდამჭერები 10-15 ადამიანი, მათ შორის ვასილ ურუშაძე და ლაშა ფარულავა, რომლებიც დღემდე „ნაცმოძრაობის" ერთგული მხარდამჭერები არიან. ის 10 თუ 15 ვითომ ბაიკერი იყვნენ ციხის ყოფილი თანამშრომლები, ამირან მესხელის უახლოესი გარემოცვა - სად-ის და კუდ-ის თანამშრომლები - ლაშა ბრეგვაძე, ვასო ურუშაძე, ლაშა ფარულავა და სხვები, რომლებიც თავს ასაღებდნენ, თითქოს ქართველი მოტომრბოლელები იყვნენ.


მათ მხარს უჭერდნენ „ქართველი ნაციონალისტები". ჩემთვის გასაკვირია, ქართველმა ნაციონალისტებმა ლგბტ ორგანიზაციის მიერ დაფინანსებულ ოგანიზაციაში მიიღონ მონაწილეობა. სად არის კაცობა, ნაციონალური ღირსება და ადამიანობა?


- შეიძლება არც იცოდნენ, რომ ეს ღონისძიება „ნაციონალების" მხარდამჭერებისგან იყო დაფინანსებული?!

 

- რას ამბობთ, როგორ არ იცოდნენ. თვითონ ქეთევან არახამია, რომელიც გახლავთ ფონდ „იდენტობის" იურიდიული სამსახურის თანამშრომელი, ფულით სავსე ჩანთით დადიოდა და არიგებდა თანხებს. მიმიფურთხებია ისეთი ნაციონალიზმისთვის, რომელიც ლგბტ ორგანიზაციასთან ერთად იბრძოლებს სამამულო ომის ვეტერანების წინააღმდეგ.


„თავისუფალი ზონა" პროვოკაციებისკენ იყო მიმართული. მათ ჰქონდათ, პირდაპირ, ფაშისტური დამოკიდებულება, ვითომ პატრიოტული სულისკვეთებით, რუსებისა და რუსეთისადმი. მაგრამ რა შუაშია რუსი, რუსეთი ან სხვა რომელიმე ერის წარმომადგენელი. აქ საქმე გვაქვს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებასთან.


ახლა ვიდეორგოლებს ატრიალებენ და ამაყობენ თითქოს ამით, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ ეს ძალიან ცუდად აისახება ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე და რუსეთში მცხოვრებ ქართველებზე. მე მინდა, ყველას გავახსენო, რომ მილიონამდე ქართველი ცხოვრობს რუსეთში და იქ მათ არავინ ავიწროვებთ. მე თვითონ ვცხოვრობ რუსეთში, იქ მიწევს ძირითადი დროის გატარება და ჯერ არ მახსოვს, ვინმე ჩემთან მოსულიყოს და ან შეურაცხყოფა მოეყენებინოს, ან დამმუქრებოდეს იმის გამო, რომ ქართველი ვარ. არც მსმენია, რომ ქართული დროშისთვის ან სიმბოლიკისთვის რაიმე სახის შეურაცხყოფა ვინმე მიეყენებინოს.


რა დაგემართათ, ხალხო, რატომ დასდევთ რუს ტურისტებს, როცა ქართველები ხელშეუხებლები არიან რუსეთში. ხომ შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს გამოჩნდეს რუსეთში ვინმე ისეთი ფსიქიკურად გაუწონასწორებელი, როგორებიც საქართველოში მრავლად არიან და, მაგალითად, მე რომ სახლიდან გამოვალ, ქვა მესროლოს იმის გამო, რომ ქართველი ვარ. რატომ მიგვყავს აქამდე სიტუაცია?


- რუსეთი, მავანთა ლოგიკით, ოკუპანტია... არ ეთანხმებით?

 

- ტერმინი ოკუპანტის გამოყენებას ვერიდები, „ნაცმოძრაობა" და მისი სატელიტები ლაპარაკობენ ამ ტერმინებით და ახლა მათ ეროვნული მოძრაობის ყოფილი წევრებიც, მე ვიტყვოდი, პოლიტიკური მეძავებიც დაემატნენ. მე გთხოვთ, პირდაპირ ასე ჩაწერეთ. დიახ, ეს ადამიანები, ყოფილი ეროვნულები, ჯერ კომუნისტური პარტიის რიგებში იყვნენ, მერე ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, მერე აღუდგნენ ზვიად გამსახურდიას და ავტომატით დასდევდნენ თავიანთ ძველ თანამებრძოლებს, ზვიად გამსახურდიას ოჯახის ტყვედ აყვანას ლამობდნენ და ა.შ. მერე შევარდნაძეს შეეკრნენ, შევარდნაძესაც განუდგნენ, მიშას ჩაეხუტნენ და შემდეგ იმასაც ოპოზიციაში ჩაუდგნენ, ზოგი იგორ გიორგაძის გვერდით იდგა, კგბ-ს აგენტები არიან და ახლა ამოიღეს ენა. ფული ეგულებათ, არა?! ვიდეორგოლში ვნახე ირაკლი წერეთელთან შეძვრალი კობა ხაბაზი და გიგა ბოკერია. წარმოიდგინეთ, რა დონეზე არის დაცემული „ნაცმოძრაობის" რეიტინგი, რომ გიგა ბოკერია, რომელიც ზბიგნევ ბჟეზინსკის ხვდება, გამარგინალებული გიჟის და ავადმყოფის ირაკლი წერეთლის გვერდით გვევლინება.


ფინანსურ მოგებას ელოდება ირაკლი წერეთელი და სხვებიც, რომლებიც დღეს რუსეთის ოკუპანტობაზე ყიჟინებენ...


ძალიან სწორი ნარატივები არის გაკეთებული ქართველი პოლიტიკოსების მიერ რუსულ-ქართულ ურთიერთობებში კაზუალური კუთხით.


- რას გულისხმობთ?

 

- ჩვენ პოლიტიკური დილემის წინაშე ვართ. დიახ, გვაქვს რუსული ბაზები საქართველოს ტერიტორიაზე, რაც საერთაშორისო სამართლის ენაზე განიხილება, როგორც ოკუპაცია, მაგრამ დეოკუპაციისთვის რას ვაკეთებთ?!


ზემოთ ვთქვი და გავიმეორებ: მე არ ვიყენებ ტერმინ ოკუპაციას, რადგან ეს შემდგომ ორმხრივ ურთიერთობას სასტიკად უშლის ხელს.


თუ რეალური დეოკუპაცია გვინდა, უნდა დავიწყოთ დიალოგი. რეალურად უნდა დავიწყოთ მუშაობა საგარეო კურსის გადახედვაზე, ანტიმილიტარისტულ პოლიტიკაზე და ა.შ. შიზოფრენიული პოზიციით, რომ რუსეთის არის ოკუპანტი, ვერაფერს მივაღწევთ.


თუ დიალოგი არ გვინდა, მაშინ გვრჩება მეორე - მილიტარისტული გზა. უნდა ვიომოთ. მაგრამ ვის აქვს დღეს ომის თავი და შესაძლებლობა საქართველოში?! არავის.


სამხედრო დაპირისპირებებით მხოლოდ პოლიტიკური ელიტა მოითბობს ხელს, გაიქცევიან საზღვარგარეთ და ქართველი ხალხი აღმოჩნდება ომის გაუმაძღარ ხახაში.


მერე განათავსებენ ბაზებს არა მხოლოდ აფხაზეთსა და ცხინვალში, არამედ ვაზიანში, გორში, ქუთაისში, სენაკში, ფოთში, ბათუმში და ა.შ.


- ამაზე არ ფიქრობენ, როცა რუსს პირდაპირ ოკუპანტს ეძახიან?

 

- მერწმუნეთ, ეს არის პროვოკაცია და ეს არის ანტირუსული ისტერიის და რუსოფობიის კლინიკური გამოვლინება, სხვა არაფერ შედეგზე ეს არ არის გათვლილი. ელოდებიან მეორე ფრონტის გახსნას საქართველოში, კავკასიის მხრიდან, რასაც, სავარაუდოდ, წელიწადნახევარში გახსნიან საქართველოში. ამას სჭირდება რაც შეიძლება მეტი რუსული ისტერიის დანერგვა და გაღვივება. გეგმა არის ასეთი: ახალგორიდან აპირებენ დარტყმის განხორციელებას, მეორე დარტყმა დასავლეთ საქართველოდან - გალის ტერიტორიიდან უნდა მოხდეს და ცეცხლის ალში უნდა გაეხვიოს საქართველო.


- ვისი გეგმაა ეს?

 

- ეს გეგმა ამერიკულ პოლიტიკურ წრეებში შემუშავდა, სწორედ ამ მიზნით დაინიშნა თინათინ ხიდაშელი თავდაცვის მინისტრად. წინა მინისტრი - ჯანელიძე, მეტ-ნაკლებალ ზომიერი ადამიანი იყო, ის პროვოკაციებს ხელს არ მოაწერდა, მაგრამ ხიდაშელი, ისედაც ყველა ვხედავთ, მზად არის, რასაც ეტყვიან, ყველაფერი გააკეთოს.


წელიწად-ნახევარში უნდა მოასწროს ნატო-ს ოთხი სამხედრო სწავლება. გაიზრდება ამერიკული სამხედრო კონტინგენტი საქართველოს ტერიტორიაზე და თუ დღესდღეობით 20-20 კაცი იღებს სწავლებაში მონაწილეობას, 5000-მდე ავა კონტინგენტის რაოდენობა წლის ბოლომდე და წერტილოვანი დარტყმების განხორციელება დაიწყება ცხინვალში ახალგორის მხრიდან და მერე გალში მოხდება იგივე.


- ხელისუფლება ამას არ დასთანხმდება!

 

- ხელისუფლება უუფლებოა, ჩემო კარგო. ამ გადაწყვეტილებას ვახტანგ კაპანაძე მიიღებს და დაუდასტურებს თინა ხიდაშელი.


მე ბევრჯერ მითქვამს, ჩვენ ვართ დე-იურე სუვერენული სახელმწიფო - იურიდიულად ასეა დაკანონებული, მაგრამ, ფაქტობრივად, სუვერენიტეტის არმქონე ოკუპირებული სახელმწიფო.


- ოკუპირებული მაინც ახსენეთ, და ვისგან ოკუპირებული? ბარემ ესეც დააკონკრეტეთ.

 

- ქართული პოლიტიკური სივრცე, ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტი გადაწყვეტილებების მიღებაში შეზღუდულია ამერიკული პოლიტიკური წრეების მიერ. სუვერენიტეტი მხოლოდ ფურცელზეა, მთლიანად არის მოსყიდული პოლიტიკური ელიტა, ქართველი პოლიტიკოსები გაყიდულნი არიან თავიდან ბოლომდე!


ნელ-ნელა სიტუაცია მიჰყავთ იქამდე, რომ წინასაარჩევნოდ სიტუაცია დაძაბული იყოს - ცეცხლი უნდა იყოს გახსნილი რუსეთის მიმართულებით და მერე ხელისუფლება უნდა დაკომპლექტდეს რესპუბლიკელებით, ალასანიას პარტიით და ნაციონალების ინტელექტუალური ფრთის წარმომადგენლებით - ბოკერია, ვაშაძე, საყვარელიძე და მისთანები. ეს უკვე გადაწყვეტილია ვაშინგტონში.

 

ირანდა კალანდაძე

გაზეთი „საერთო გაზეთი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016