reportiori.ge - ევროკავშირმა, NATO-სგან განსხვავებით, აღმოსავლეთისკენ გაფართოების პერსპექტივა დამარხა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 16:27
პრეს-დაიჯესტი
ევროკავშირმა, NATO-სგან განსხვავებით, აღმოსავლეთისკენ გაფართოების პერსპექტივა დამარხა
ავტორი:
25 მაისი, 2015. 12:06


იური პანიევი


(ამონარიდი)


„აღმოსავლეთის პარტნიორობის" ქვეყნების სამიტი რიგაში 21-22 მაისს არა მარტო იმისთვის ჩატარდა, რომ დაედასტურებინა ევროპისა და პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების ერთმანეთთან კავშირი, არამედ იმისთვისაც, რომ გაეფანტა მათი ილუზიები ევროკავშირში გაწევრიანების საკითხში. აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და ბელარუსი გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ასე გააფრთხილა: „ნუ გექნებათ ის ცრუ მოლოდინი, რომელსაც ჩვენ ვერ გავამართლებთო".



ასეთ სიტუაციაში საქართველო თავის მზერას NATO-საკენ მიმართავს: თბილისი არ გამორიცხავს, რომ ალიანსის მომავალ სამიტზე საქართველოს მიღების საკითხი იქნება განხილული. პარასკევს ბრიუსელში გაცხადდა, რომ NATO-ს მომდევნო სამიტი ვარშავაში 2016 წლის 8-9 ივლისს გაიმართება. როგორც ალიანსის განცხადებაშია აღნიშნული, ვარშავის სამიტი „ისეთ კრიტიკულ პერიოდში გაიმართება, როცა ევროატლანტიკური უსაფრთხოების ტექტონიკური ფილები გადაადგილდა როგორც აღმოსავლეთისკენ, ასევე სამხრეთისაკენ". აქ იგულისხმება როგორც უკრაინის კონფლიქტი, ასევე „ისლამური სახელმწიფოს" საფრთხე.





http://www.ng.ru/week/2015-05-24/11_world.html






***





«RFI - Radio France Internationale»: რიგის სამიტმა თბილისის იმედები ვერ გაამართლა

 

 

გიორგი ლებანიძე



(შემოკლებით)



„აღმოსავლეთის პარტნიორობის" რიგის სამიტმა აშკარად ვერ გაამართლა ქართული ხელისუფლებისა და საზოგადოებრიობის იმედები. თბილისში იმდოვნებდნენ, რომ ევროკავშირი განაცხადებდა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაჩქარებულ დაწესებაზე და მკაფიოდ დააფიქსირებდა თავის პოზიციას აფხაზეთის ადა სამხრეთ ოსეთის მიმართ, რომლებთაც თბილისი ისევ „რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად" თვლის.



მაგრამ არცერთი და არც მეორე არ მომხდარა. დასკვნით დეკლარაციაში ჩაწერილია საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი უვიზო რეჟიმისათვის აღებულ ვალდებულებათა  შესასრულებლად, მაგრამ მეტი არაფერი. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ამ დღეებში განაცხადა, რომ საქართველომ მთლიანად ვერ შეასრულა მოთხოვნები კანონების მისაღებად მიგრაციისა და სასაზღვრო კონტროლის სფეროში, ევროსტანდარტების ნორმების მიხედვით. მაგრამ ბოლო თვეებში ზოგიერთი ექსპერტი და სამთავრობო ჩინოვნიკი საზოგადოებაში მომატებულ მოლოდინს ქმნიდნენ. ამიტომაც რიგის სამიტის რეალური შედეგი ძალიან მტკივნეულად იქნა აღქმული.



საქართველოს პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ევროკავშირი უახლოეს მომავალში საქართველო უვიზო რეჟიმს არ მისცემს და ქვეყანას ევროკავშირში გასაწევრიანებლად არავითარი შანსი არ აქვს. ამიტომაც რუსეთთან დიალოგი დაუყონებლივ უნდა დაიწყოს.



როგორც „საფრანგეთის საერთაშორისო რადიოს" გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა დევდარიანმა განუცხადა, ქართველი პოლიტიკოსები და ქართული საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდონ ევროკავშირის ფრთხილ მოქმედებას სამ საკითხის მიმართ:



ნანა დევდარიანი: „მე არ მოველოდი, რომ ჩვენ უეცრად მოგვცემდნენ უვიზო რეჟიმს და არა მარტო იმიტომ, რომ რომელიღაც ვალდებულებები მთლიანად არ შევასრულეთ. თვით ევროკავშირში ახლა ძალიან რთული სიტუაციაა: მიგრანტების ტალღები აფრიკიდან ძალიან დიდია(მე აღარაფერს ვამბობ პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე). ფინანსური კრიზისიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ყოველივე ეს ხელს არ უწყობს იმას, რომ ჩვენ სწრაფად მიგვეღო უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან.

 

 

RFI: ნანა, თქვენ ეთანხმებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს წლის ბოლომდე მაინც შეუძლია უვიზო რეჟიმის მიღებაო თუ ფიქრობთ, რომ აქ რაღაც გეოპოლიტიკური კონიუნქტურაა ჩარეული უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით?

 

 

ნანა დევდარიანი: ეს მხოლოდ ჩვენი მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სურვილია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ გინდაც წლის ბოლომდე ჩვენ ყველაფერი წესრიგში გვქონდეს და ყველა ვალდებულება შევასრულოთ, აუცილებელი პროცედურებისათვის ორი წელია საჭირო. და ეს იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი დაჩქარებულ რეჟიმში გაკეთდება... ძალიან ბევრი რამეა ერთმანეთში „არეული" - უკრაინის კონფლიქტის (არადა, უკრაინა პირდაპირ ესაზღვრება ევროკავშირის ქვეყნებს), საქართველოს „ღია საზღვრები", რომელიც ქვეყანას მიხეილ სააკაშვილმა დაუტოვა. მართალია, დღევანდელმა მთავრობამ გარკვეულწილად გაამკაცრა რეჟიმი არაევროპული ქვეყნების მოქალაქეებისათვის, მაგრამ ასეთი „ხვრელის" მქონე ქვეყანის გვერდით ყოფნას, როგორიც საქართველოა, ევროკავშირი არ მოისურვებს. ასე რომ, თუ საქართველოს ევროპასთან უვიზო რეჟიმი ექნება, მაშინ ყველა ადამიანი, ვინც კი ჩვენთან აზია-აფრიკის ქვეყნებიდან ჩამოვა, ევროკავშირში „გადადინების" შესაძლებლობას ღებულობს. ვერ ვიფიქრებ იმას, რომ ასეთი სიტუაცია ევროკავშირს უნდოდეს.

 

 

სხვათაშორის, ბევრი ექსპერტის აზრით, მოლდოვაც არ შეესაბამებოდა სრულად ევროპის საიმიგრაციო ნორმებს, მაგრამ მას უვიზო რეჟიმი მაინც მისცეს. გამოდის, რომ ანალოგიური რეჟიმის მიცემაზე საქართველოსათვის უარი ნაკარნახევია არა იმდენად საკანონმდებლო პრობლემებით (თბილისმა ზოგიერთი კანონის მიღება დააგვიანა), არამედ უფრო იმით, რომ ბრიუსელს რეგიონის სხვა ქვეყნებისათვის, მაგალითად, თურქეთისა და უკრაინისადმი ახსნა-განმარტება მოუწევდა - რატომ აძლევს ვიზალიბერალიზაციას მაინც და მაინც თბილისს და არა ანკარას ან კიევსო.

 

 

 

 

http://ru.rfi.fr/kavkaz/20150523-rizhskii-sammit-ne-opravdal-nadezhd-tbilisi/

 

 

 

 

 

 

***

 









«افکارنیوز-Afkar News»: „ისლამური სახელმწიფოს" ცნობილი მეთაურები

 

 

ირანის საინფორმაციო სააგენტო «افکارنیوز»-ის («Afkar News») მიერ გავრცელებულ მასალაში გამოქვეყნებულია მონაცემები ტერორისტული დაჯგუფება „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს" (ანუ შემოკლებით - „ისლამური სახელმწიფო", აბრევიატურა «ISIL», «ИГИЛ», „ელის") ყველაზე უფრო ცნობილი მეთაურების თაობაზე. ქვემოთ ჩამოთვლილი პირების მიმართ დაწყებულია გამოძიება ერაყის, ირანის და აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ და მათ შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიმწოდებლებისათვის ჯილდოებია გამოცხადებული.



აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადი - „ისლამური სახელმწიფოს"  მთავარი ხელმძღვანელი. გასულ წელს მან საკუთარი თავი ემირად გამოაცხადა და მოითხოვა, რომ ტერორისტული დაჯგუფების ყველა წევრს მის წინაშე ერთგულების ფიცი დაედო. იგი 1971 წელს დაიბადა ბაღდადის ახლოს მდებარე სოფელში. მისი ძმა სადამ ჰუსეინის არმიაში სამსახური დროს დაიღუპა, თვითონ აბუ-ბაქრი კი არმიაში მხედველობის პრობლემის გამო არ გაიწვიეს. მომავალი ტერორისტი ბაღდადის უნივერსიტეტის ყურანმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა და იქვე დაამთავრა მაგისტრატურაც. შეერთებული შტატების მთავრობამ აბუ-ბაქრი ტერორისტთა სიაში შეიტანა და მასზე 10 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა.



აბუ ალია ალ-არფი - „ელის"-ის კიდევ ერთი საშიში ხელმძღვანელი. დაიბადა ერაყის ქალაქ მოსულში. აქვს უმაღლესი განათლება, რამდენიმე წლის განმავლობაში სკოლაში ფიზიკის მასწავლებლად მუშაობდა. 1998 წელს ავღანეთში საბრძოლველად წავიდა, ხოლო 2004 წელს აბუ ალია მოსულში „ალ-ქაიდას" ადგილობრივი დაჯგუფების ხელმძღვანელი გახდა.



აბუ ალი ალ-ანბარი - „ელის"-ის სამხედრო ძალების ერთ-ერთი მეთაური, იბრძვის სირიის ტერიტორიაზე, ბაშარ ასადის სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ. აბუ ალი ერაყში სადამ ჰუსეინის პრეზიდენტობის დროს არმიის სარდლობის წევრი იყო. კორუფციაში დადანაშაულების შემდეგ „ალ-ქაიდას" წევრი გახდა.



აბუ სულეიმან ან-ნასერი - „ელის"-ის სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელი (მოკლე ბიოგრაფიული და საბრძოლო მონაცემები).



აბუ მოჰამად ალ-ადნანი - „ელის"-ის ოფიციალური წარმომადგენელი აფრიკაში (მოკლე ბიოგრაფიული და საბრძოლო მონაცემები).



აბუ ომარ ალ-შიშანი - დაბადებულია საქართველოში, „ელის"-ის ყველაზე დიდი საბრძოლო გამოცდილების მქონე მეთაური. მას მონაწილეობა აქვს მიღებული 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, შემდეგ კი აბუ ომარმა საქართველოს არმიის რიგები დატოვა და სირიელ ტერორისტებს მიემხრო. ხელმძღვანელობდა ამბოხებულ დაჯგუფებებს „ხათიბათ ალ-მუხაჯირინს", „ჯეიშ ალ-მუხაჯირინს" და „ალ ანსარს". 2013 წელს აბუ ომარ ალ-შიშანი გახდა „ისლამური სახელმწიფოს" იმ სამხედრო ძალების სარდალი, რომლებიც ჩრდილოეთ სირიის პროვინციებში მოქმედებენ, კერძოდ - ალეპოში, რაკაში, ლატაკიაში და იდლიბში. იმავე წლის ბოლოს იგი დაინიშნა „ელის"-ის ემირად იმავე ტერიტორიებზე. ალ-შიშანი ითვლება სირიაში მებრძოლ „ელის"-ის ყველაზე ცნობილ საველე მეთაურად. 2014 წლის 24 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მისი სახელი ტერორისტთა სიაში შეიტანა და ჯილდოდ 5 მილიონი დოლარი დააწესა. ცნობები აბუ ომარ ალ-შიშანის სიკვდილის თაობაზე მრავალჯერ იქნა გავრცელებული, თუმცა არცერთი არ გამართლებულა.



აბუ ვაჰიბი - „ელის"-ის მეთაური ერაყის ანბარის პროვინციაში. მკვლელობის გამო ერაყის ხელისუფლებამ დააპატიმრა, მაგრამ ბაღდადის საპყრობილეზე „ალ-ქაიდას" თავდასხმის შედეგად გათავისუფლდა.



ჰუსეინ ბილალ-ბოსნიჩი - დაიბადა ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ცხოვრობდა გერმანიაში, 1990-იან წლებში ბოსნიაში დაბრუნდა, მეთაურობდა ბოსნიის არმიის ქვედანაყოფს, შემდეგ კი სათავეში ჩაუდგა ადგილობრივ სალაფიტურ მოძრაობას. ამჟამად ცნობილია იმით, რომ აგროვებს მოხალისეებს „ელის"-ისთვის ასხვადასხვა ქვეყნებში.



თარიკ ბინ ათ-თახირი - ტუნისის მოქალაქე. ცნობილია მეტსახელით „სიკვდილმისჯილი ემირი", რადგან იგი სხვადასხვა ქვეყნებში განხორციელებულ ტერორისტთა ოპერაციებში მონაწილეობდა. მას ამჟამად ტერორისტების წრთვნა და სირიაში გაგზავნა ევალება.



------------



(პუბლიკაციაში ჩამოთვლილია აგრეთვე „ისლამური სახელმწიფოს" ის მეთაურებიც, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში მოქმედებენ - ნიგერიაში, ავღანეთში, პაკისტანში, იემენში, ლიბიაში).






http://inosmi.ru/world/20150525/228199186.html

 

 

 

http://www.afkarnews.ir/vdcgun9twak9qy4.rpra.html

 






(მოამზადა სიმონ კილაძემ, „რეპორტიორის" ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016