reportiori.ge - თბილისის უეფა-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვის თარიღი ცნობილია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 09:23
სპორტი
თბილისის უეფა-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვის თარიღი ცნობილია
25 მაისი, 2015. 14:13


თბილისი 11 აგვისტოს უეფა-ს სუპერთასის შეხვედრას უმასპინძლებს. სუპერთასზე დასასწრები ბილეთები 18 ივნისიდან გაიყიდება. ბილეთები ინტერნეტით გაიყიდება და მათი ფასი 7, 15 და 30 ევრო იქნება. გულშემატკივარს ბილეთების შეძენა biletebi.ge-ზე შეეძლება, სადაც მატჩზე დასასწრები 30 ათასი ბილეთი გაიყიდება. ერთ ადამიანს საკუთარი პირადობით, მხოლოდ 4 ბილეთის ყიდვა შეეძლება. მატჩამდე ორი კვირით ადრე ონლაინ-გაყიდვები შეწყდება და თუკი დარჩება გასაყიდი ბილეთები, ის „დინამო არენას" სალაროში გადაინაცვლებს და იქ გაიყიდება.


თბილისში ჩამომსვლელთა ვინაობა საბოლოოდ 6 ივნისს გაირკვევა. ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ბარსელონასა" და ტურინის „იუვენტუსს" შორის გამარჯვებული, ევროპის ლიგის ფინალში, 26 მაისს,  „სევილიასა" და ჯაბა კანკავას დნეპროპეტროვსკის „დნიპროს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016