სპორტი
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 1ოქტომბერს გაიმართება
ავტორი: გიორგი კინტირაია
25 მაისი, 2015. 14:29
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედ პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას უფლებამოსილება მიმდინარე წლის ბოლოს ეწურება და წესდების თანახმად, არჩევნები დეკემბრის ბოლომდე უნდა დაინიშნოს. თავად პრეზიდენტის თქმით, არჩევნები უეფა-ს სუპერთასის დასრულების შემდეგ გაიმართება.
ფედერაციის აღმასკომი უეფა-ს სუპერთასის დასრულების შემდეგ შეიკრიბება და არჩევნების თარიღს დანიშნავს, თუმცა Sportall.ge ირწმუნება, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 1ოქტომბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ GFF-ის მოქმედი პრეზიდენტი აღნიშნულ თანამდებობას 2009 წლის 1 ოქტომბრიდან იკავებს. მომავალი არჩევნებისთვის ზვიად სიჭინავას საკუთარი კანდიდატურა არ წამოუყენებია, თუმცა ამას არ გამორიცხავს, ოქტომბრამდე კი საკმაოდ დიდი დროა.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19