2015-16 წლების ლიცენზირების პროცესში მონაწილეობდა უმაღლესი ლიგის ყველა კლუბი (ს.კ. „მეტალურგის" გარდა) და პირველი ლიგის ორი კლუბი: ს.კ. „საბურთალო" და ს.კ. „ლოკომოტივი". აპრილ-მაისში ლიცენზირების კომიტეტისა და ლიცენზირების აპელაციის ორგანოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები, რომლის თანახმადაც უეფა-ს და ეროვნული ლიცენზიები მიიღეს საფეხბურთო კლუბებმა:
„დილა"
„დინამო" (ბათუმი)
„დინამო თბილისი"
„ცხინვალი"
„ჩიხურა"
„სამტრედია"
გარდა ამისა, ეროვნილი ლიცენზია მიენიჭა შემდეგ კლუბებს:
„შუქურა"
„ტორპედო"
„კოლხეთი 1913"
„მერანი"
„ზუგდიდი"
„სიონი"
„ვიტ ჯორჯია"
„საბურთალო"
„ლოკომოტივი"
გადაწყვეტილების მიმღებმა ორგანოებმა ზოგიერთ კლუბს დაუდგინეს გარკვეული კრიტერიუმების დარღვევა, რის გამოც მათ დაუწესდებათ სანქციები სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტის მიერ, მას შემდეგ, რაც დადგინდება, თუ რომელი კლუბები იასპარეზებენ 2015-16 წლების ეროვნულ ჩემპიონატში.
სადისციპლინო კომიტეტი ასევე საგანგებოდ იმსჯელებს ს.კ. რუსთავის „მეტალურგის" მიერ ლიცენზირების პროცესის სრულად იგნორირების შესახებ.