reportiori.ge - ანჩელოტი: ერთი წელი უნდა დავისვენო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 09:27
სპორტი
ანჩელოტი: ერთი წელი უნდა დავისვენო
25 მაისი, 2015. 15:11


როგორც ჩანს, მადრიდის „რეალში" კარლო ანჩელოტისთან დაკავშირებით ყველაფერი გარკვეულია. Il Giornale-თან ინტერვიუში კარლო ანჩელოტიმ აღნიშნა, რომ მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, რომ მადრიდის „რეალიდან" დათხოვნის შემთხვევაში ერთი წელი დაისვენოს.


-ანუ ყველაფერი გადაწყვეტილია ?

 

-ჯერჯერობით საბოლოო პასუხი არ ვიცი, ვინაიდან „მადრიდის რეალის" გადაწყვეტილებას ველოდები. თავდაპირევალდ ვიცოდი, რომ კვირას უნდა შეკრებილიყო დირექტორთა საბჭო და გამოეტანათ გადაწყვეტილება ჩემს მომავალთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ამბობენ, რომ შეხვედრა სიტუაციის უფრო მეტად თეატრალიზების გამო იქნა გადატანილი.

 

-მადრიდის „რეალმა" კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ რომ გაცნობოთ, რა იქნება თქვენი შემდეგი ნაბიჯი ?

 

-რაც პრესკონფერენციაზე განვაცხადე, იმავეს გავიმეორებ ახლაც: ერთი წელი დავისვენებ. ვინაიდან ამის საკმაოდ სერიოზული მიზეზი მაქვს.

 

-რაში მდგომარეობს ეს მიზეზი ?

 

-სასწრაფოდ მჭირდება ოპერაციის გაკეთება, რაც თავისთავად გამოიწვევს ჩემს ფეხბურთიდან ჩამოშორებას. თუ ეს ოპერაცია ახლა არ გავიკეთე, შესაძლოა შემდეგში გამირთულდეს საქმე და ყველაფერი ცუდად დასრულდეს, ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება ოპერაციიის ჩატარებასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით არ ვიცი, თუ რამდენი ხანი მომიწევს უქმად ყოფნა და რა დროა საჭირო ოპერაციის შემდეგ აღსადგენად.

 

-მაგრამ გალიანი მადრიდში ჩამოდის...

 

-ძალიან გამიხარდება მისი ნახვა და ვახშამზეც დავპატიჟებ, მაგრამ არ ვაპირებ გეგმების შეცვლას. გადაწყვეტილება საბოლოოა.

 

-რონალდუმ თქვენთან დაკავშირებით განცხადებაც კი გაავრცელა...

 

-ვიცი და მათ სათითაოდ გადავუხადე თანადგომისთვის მადლობა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016