reportiori.ge - „სტოუკ სიტის“ მცველებმა ჯერარდს გატანის საშუალება მისცეს - ასე აცილებენ ინგლისში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 09:30
სპორტი
„სტოუკ სიტის“ მცველებმა ჯერარდს გატანის საშუალება მისცეს - ასე აცილებენ ინგლისში
25 მაისი, 2015. 15:13


24 მაისს, ინგლისის პრემიერ ლიგის 2014/2015 წლების გათამაშების უკანასკნელი ტური გაიმართა. „სტოუკ სიტიმ" საკუთარ კედლებში „ლივერპული" მიიღო და გამანადგურებელი ანგარიშით - 6:1 დაამარცხა.


აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა კარში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი, 70-ე წუთზე სტივენ ჯერარდი აღმოჩნდა, რომლისთვისაც ეს უკანასკნელი მატჩი იყო „ლივერპულის" მაისურით.


აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ როდესაც მერსისაიდელთა ლეგენდარული კაპიტანი ბეგოვიჩთან ერთი-ერთზე გასასვლელად დაიძრა, „სტოუკ სიტის" ფეხბურთელები გაჩერდნენ და სტივენს გოლის გატანის საშუალება მისცეს. ასე აცილებენ ლეგენდებს ინგლისში...


ამ მარცხით „ლივერპულმა" უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილს დასჯერდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.


 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016