სპორტი
ბაქოს „ინტერი“ კახა ცხადაძემ და ქართველმა ფეხბურთელებმა დატოვეს
ავტორი: გიორგი კინტირაია
25 მაისი, 2015. 15:20
საკუთარ მოედანზე „ყარაბაღზე" გამარჯვების შემდეგ (2:1), ბაქოს „ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ და გუნდის ქართველმა ლეგიონერებმა - გიორგი ლომაიამ, ლაშა სალუქვაძემ, ალეკო ამისულაშვილმა და ბაჩანა ცხადაძემ აზერბაიჯანის ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე კლუბი დატოვეს.
მიუხედავად იმისა, რომ ბაქოს კლუბში ფინანსური კრიზისია, ბოლო ტურში „ინტერი" დუბლებით ითამაშებს და რა ანგარიშითაც არ უნდა დასრულდეს შეხვედრა, გუნდი მიმდინარე სეზონში ასპარეზობას მეორე ადგილით დაასრულებს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებენ კარიერას ქართველი ფეხბურთელები, კახა ცხადაძე კი, სრულად საქართველოს ნაკრებთან მუშაობაზე გადმოერთვება.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19