reportiori.ge - ლალი მოროშკინა: მივმართავ პრემიერს – კიდევ ერთხელ გადახედეთ იური ვაზაგაშვილის სიას, რომელიც სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დაწერა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 05:29
ინტერვიუ
ლალი მოროშკინა: მივმართავ პრემიერს – კიდევ ერთხელ გადახედეთ იური ვაზაგაშვილის სიას, რომელიც სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დაწერა!
ავტორი:
25 მაისი, 2015. 16:01


დროა, მრგვალ მაგიდას მივუსხდეთ ის ადამიანები, ვინც ეს ხელისუფლება ქვეყნის სათავეში მოვიყვანეთ და ერთიანი სამოქმედო გეგმა განვიხილოთ, - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფოს" დამფუძნებელი ლალი მოროშკინა და დასძენს:


- ზურაბ ჟვანიას, სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, ეროსი კიწმარიშვილის, ბესო ხარძიანის, რაფალიანცის მკვლელები თავისუფალია, გურამ შარაძის, ვაზაგაშვილიების, ფარტენაძის მკვლელები - დაუდგენელი, გიორგი გუდაძე მე-17 საუკუნის რარიტეტული დამბაჩის გამო ციხეში ზის! მე ამისთვის არ მიომია! კრიმინალის შეჩერების ნაცვლად, დაზარალებული ადამიანების გამოხშირვა, დაჭერა დაიწყეს. პირდაპირ ვამბობ, ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია იმ ადამიანების მხრიდან, რომელთა სამხრეებიც დიდი ხანია, თავებზე უნდა ჰქონდეთ გადახეული.


ეს არის ვახტანგ გომელაურის, ირაკლი ღარიბაშვილის და, პირველ რიგში, ქვეყნის წინააღმეგ მიმართული საბოტაჟი!


- უფრო კონკრეტულად, ვის და რას გულისხმობთ?

 

- გომელაურმა თავისი მინისტრობა ძალიან კარგად დაიწყო, ბევრი ზონდერი ჩამოაშორა თანამდებობას, მაგრამ იური ვაზაგაშვილის სიას ბოლომდე არ ჩაჰყვა! თავზე ხელის გადასმამ კი სააკაშვილის რეჟიმის ნარჩენებს საშუალება მისცა ქვეყნისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობა გაეგრძელებინათ. იური ვაზაგაშვილის სიაში დასახელებული ადამიანების ნაწილი კვლავ თანამდებობებს ინარჩუნებს. ხაზგასმით ვამბობ - საბოტაჟს ეწევა არა ტოპმენეჯმენტი, არამედ მესამე რგოლის წარმომადგენლები - განყოფილების უფროსები და მისი შემდგომი დანაყოფები. სწორედ ამ მესამე რგოლის მიერ არის ლიკვიდირებული იური ვაზაგაშვილი. ნაციონალები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ „ოცნება" არჩევნებისთვის სრულიად დისკრედიტებული იყოს!


მოვითხოვ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაანადგუროს ყველა ნარკოტიკი, რომელიც მათთან ინახება - სახალხოდ მოხდეს მათი დაწვა! მინისტრმა თავის თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ ნარკოტიკების, იარაღის „ჩადებას", ადგილი აღარ ექნება!


დაახლოებით ორ კვირაში მაქვს შეხვედრა სტრასბურგში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, სადაც ბოლო დროის ყველა გახმაურებული „ჩადება" და სხვა დარღვევები დაიდება!


შეგახსენეთ, ერთი წლის წინათაც ვიმყოფებოდი სტრასბურგში და სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული დანაშაულებრივი ქმედებები დავამტკიცე. სწორედ ჩემს მიერ წარდგენილი საგანგაშო ნუსხის შემდგომ მოიხსნა დეპარტამენტის თავმჯდომარე და ზონდერების გუნდი!


ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს - სახიფათო სცენარია! ღრმად ვარ დარწმუნებული, ე.წ. სცენარისტი შორს არის სახელისუფლებო ზედა რგოლიდან, მაგრამ, როგორც ჩანს, გარკვეულ ბერკეტებს ინარჩუნებს. ასე დაიწყო ნაცმოძრაობამაც და ბოლოს რეჟიმად გადაიქცა. თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ჩვენი ხელისუფლება რეჟიმი არ გახდეს!


- ეკა ბესელია, მანანა კობახიძე, გუბაზ სანიკიძე და ზვიად ძიძიგური - წლების წინათ ერთად აპროტესტებდით „ჩადებას" და „ძალადობას"...

 

- შეიძლება დღეს ეკა ბესელიას შვილს ვეღარ უბედავენ მსგავს ქმედებას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ანალოგიური პრობლემების წინაშე მისი შვილის მეგობრები და, ზოგადად ქვეყანა არ დგას.


მინდა, მივმართო ჩემს მეგობრებს „ქართულ ოცნებაში" - მათ შორის, სოსო ჯაჭვლიანს, ლუკა კურტანიძეს, გიორგი ვოლსკის - ხმამაღლა დააფიქსირეთ თქვენი აზრი! გააპროტესტეთ „ჩადება", „მკვლელობა", ის უბედურებები, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. ნუ გადააყოლებთ კომფორტს საკუთარ სახელებს!


როდესაც ჟურნალისტმა ირაკლი კორძაიამ ხმაურიანი განცხადებები გააკეთა, მითხრა, რომ უთვალთვალებდნენ და გვიან გარეთ მოძრაობას ერიდებოდა. დღეს მან საქართველო დატოვა... ხმამაღლა ვამბობ, ირაკლი კორძაია ბრძოლის ველიდან არასდროს გაქცეულა, მაშიანც კი, როცა ურტყამდნენ და აშინებდნენ, მაგრამ დღეს ბევრად უფრო რთულია ყველაფერი - ისიც კი არ ვიცით, ვის ვებრძოლოთ, უფრო სწორად, გამოდის, რომ სახელმწიფო მანქანას და მასში მსხდომ ცალკეულ ელემენტებს ვეჯახებით - არადა, ეს მანქანა ჩვენ დავქოქეთ!


იმედი მაქვს, უახლოეს დღეებში მოვახერხებ პრემიერთან შეხვედრას. ძალიან მინდა, სტრასბურგში გამგზავრებამდე ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდე!


- რის თქმას აპირებთ პრემიერისთვის?

 

- ჩემი კლანი, შენი კლანი - ამის გარჩევის დრო აღარ არის! მიიყვანეთ დაწყებული საქმე ბოლომდე! რაც უფრო მეტი ინფორმაცია გავა საქართველოდან იარაღისა  და ნარკოტიკის „ჩადებაზე", ჟურნალისტების დევნასა და სხვა სახის კანონდარღვევაზე, მით უფრო დავშორდებით ევროპას! მივმართავ პრემიერს - კიდევ ერთხელ გადახედეთ იური ვაზაგაშვილის სიას, რომელიც სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დაწერა! წაიკითხეთ, მათგან რამდენი ინარჩუნებს თანამდებობას! კარგად დაფიქრდით, ვის აწყობს ხელისუფლების დისკრედიტაცია! ყველა რეჟიმს თავისი გირგვლიანი ჰყავს, ნუ გახდებით რეჟიმი!

 

ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016