reportiori.ge - 26 მაისს „მიხეილ მესხი“ თასის ფინალს უმასპინძლებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 08:32
სპორტი
26 მაისს „მიხეილ მესხი“ თასის ფინალს უმასპინძლებს
25 მაისი, 2015. 16:06


ხვალ, 26 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალურ დაპირისპირებას უმასპინძლებს, სადაც ერთმანეთს თბილისის „დინამო" და „სამტრედია" შეერკინებიან.


შეგახსენებთ, რომ უმაღლესი ლიგის სეზონი დასრულდა და ჩემპიონობა გორის „დილამ" მოიპოვა, მეორე ადგილი ბათუმის „დინამოს" ხვდა წილად, ხოლო თბილისის „დინამო" მესამე ადგილს დასჯერდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბი ევროპა ლიგის შესარჩევზე გარანტინებულად იასპარეზებს.


მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი ლიგის წლევანდელმა დებიუტანტმა „სამტრედიამ" სეზონი კარგად დაიწყო, გადამწყვეტ ფაზაში გუნდმა მოიკოჭლა და 30 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილის მეექვსე პოზიციას დასჯერდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამტრედიელებს ევროსარბიელზე ასპარეზობის შანსები მხოლოდ დავით ყიფიანის თასის გათამაშებიდან შერჩენიათ.


თავის მხრივ, ქართული ფეხბურთის ფლაგმანმა მიმდინარე სეზონში უმაღლესი ლიგის ჩემპიონობა დათმო და მხოლოდ ისღა დარჩენია, რომ მეორე ტიტულისთვის იბრძოლოს. გარდა ამისა, კლუბი ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ ჩაიბარა და მისი თაოსნობით „დინამოში" დღეს არსებული კოლექტივი მეორე მატჩს ჩაატარებს, თანაც ასეთ მნიშვნელოვანს.


ერთი სიტყვით, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი შეუპოვარი დაპირისპირების მოლოდინშია. შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე აიღებს სტარტს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016